Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გრავიტაცია - GRAVITY - ღირს გაფრენად

გრავიტაცია - GRAVITY - ღირს გაფრენად

სკამზე ვერ ისვენებ, გინდა კინოგმირის ნაცვლად გააკთო რაღაც მოძრაობა, მიწვდე, თავი აარიდო, მიუსწრო, ხელი ჩასჭიდო, გადარჩე. რა ვთქვა - ყოჩაღ კუარონს.
ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ ველოდი ამ ფილმს. მართალია უცხოელი კრიტიკოსები ამ ფილმის ნახვას აიმაქსის ან რეალ-დ-ის  ფორმატში გვირჩევდნენ. მაგრამ ჩვენ ბოდიში - აიმაქსამდე ვერ მოვიცდიდი და ისევ ჩვენს 3დ ფორმატით აღჭურვილ კონოთეარტს მივადექი. ხო, ეს ფილმი სწორედ რომ სპეცეფექტების წყალობითაა საინტერესო. კამერონის შექმნილი სამყაროდან განსხვავებით აქ რიალური, ცივი და სასტიკი კოსმოსია თავისი ისტორიითა და კანონებით.

ბევრმა უკირკიტა კიდეც - ესაოდა დედამიწაზე უფრო მეტი ღრუბელი უნდა იყოს, ეს ისე არ უნდა იყოს და ეს ასეო. მაგრამ ეგ დეტალები ჩემთვის ძალზედ უმნიშვნელო, მეტიც შეუმჩნეველი რამ იყო. ნუ, თუ „გრავიტაციას“ ოცდამეშვიდეჯერ ჩავუჯდები, შემდეგ შეიძლება ამოვქექო მეც რაღაც... თუმცა ქექვის სურვილი ამ ფილმს არ დაუტოვებია.

ლუკასმაც თავისი ვარსკვლავური (ლაზერული) ომებით გაახმოვანა კოსმოსი. მაგრამ ამის გამო არავის მოუკლავს.


ფილმი ერთ ამოსუნთქვად კმარა. აქ არარის არც გაწელილი სცენები, არც ზედმეტი დრამატიზმი და პათეტიკა. არც კლუნი და ბულოკი აბალასტებენ ფილმს. მეტიც, ისინიც გარკვეულწილად გასცდნენ თავიანთ „ორბიტას“ და დოზირებულად ჩაეხატნენ სიუჟეტში. კლუნი შედარბით ადრე მიფრინავს ფილმიდან, ხოლო მარტოდ დარჩენილი სანდრას უწონადობაში მოლივლივე ცრემლები თანაგრძნობას ნამდვილად იწვევს. კარგია რომ არ დაგვღალეს ზედმეტი გულისშემძვრელი სიტყვებით.


ფავნის ლაბირინთის შემქნელთაგან სანახაობრივად ლამაზი სცენები უცხო არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფილმა გაცილებით მეტი ემოცია მომცა ვიდრე ველოდი. 
ერთადერთი რაზეც გული მწყდებოდა ეს ეკრანის ზომა იყო. აი მაშინ ჩამესმოდა ყურში რეცენზენტთა ხმები „ხო გითხარი აიმაქსი“. კოსმოსისთის ძააააალიან პატარა. სურვილი იმისა რომ როგორმე გამეფართოებინა ეკრანის ჩარჩო და უფრო კარგად შემეღწია უკიდეგანო სივრცეში - მთელი ფილმის განმავლობში არ მცილდებოდა. მაგრამ...

მოკლედ. ფილმი ნამდვილად იმსახურებს მასზედ დახარჯულ დროს და თანხას. დარწმუნებული ვარ სხვა ეკრანზე და აიმაქსის ან კიდევ რეალ-დ ს ფორმატით სულ სხვა ეფექტი ექნებოდა. მაგრამ ჩვენს ბებერ 3დ-საც მადლობა. გირჩევთ - თუ გრავიტაციის ნახვა მოგინდებათ - არამც და არამც არ უყუროთ მას 2დ ფორმატში. ეგ გაცხელებულ გუშინდელ ვახშამს დაემსგავსება და ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ.



სანახაობრივია - კი. არ ვიცი ხელმეორედ ამ ფილმს ვუყურო თუ არა. მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ კარგია.

მალე ბანდარჩუკის სტალინგრადი-ც გამოვა. აი ქი სავარაუდოდ ვნახავთ თვალცრემლიან, გადათამაშებულ სცენებს და ჰოლივუდზე უუუფრო მეტ სპეც ეფექტებს. ამათი სინთეზი რა გამოვა მართალი გითხრათ არ ვიცი. მაგრამ ვნახოთ. მანამდე კი..

მადლობა ალფონსო. არ ვიცი მოგიხსენიებენ თუ არა შენ სტელნლი კუბრიკის, კამერონის ან ლუკასის გვერდით ... თუმცა თუ ასე განაგრძე... რატომაც არა.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]