Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქათმები გვიტევენ ჯეკ ...

ქათმები გვიტევენ ჯეკ ...
თუ ადრე ქათამი ზოგადად დაბნეულობის, გაფანტულობის და სიშტერის სინონიმი იყო. სულ მალე შესაძლოა ქათამმა სავსებით სერიოზული ეპითეტებიც და ქულებიც დააგროვოს. მოკლედ, კაცობრიომის "ახალი აღმოჩენა" ქათმის სიპერ უნარი - ნებისმიერ მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავის არაჩვეულებრივად ზუსტი ბალანსი - იმდენად ზეაღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა სარეკლამო სეგმენტის წარმომადგენლებისთვის რომ ქათმების, ბუნების ამ საოცარი ქმნილებების მონაწილეობით (რომელსაც თურმე აქამდე არამიზნობრივად ვიყენებდით - რა უნდა  ამ ნიჭის მქონეს ბულიონში ?! ) სარეკლამო რგოლების დამზადებაც კი დაიწყეს.
პირველმა (დაახლოებით) ქათმის "პოტენციალი" სათანადოდ მერსედესმა დააფასა. (Mercedes-Benz )




ქათმის ნიჭიერებით აღფრთოვანებული სამყარო განაგრძნობს მის ქება დიდებას. ამჯერად მისი ნიჭი ელჯის კომპანიაშიც შეაფასეს...



მოკლედ. "ამას გვიმალავდით?!" აღშფოთდა საზოგადოება და უკვე სერიოზულად ფიქრობს ქათმის, როგორც ზეარსების როლზე ისეთ საქმეში როგორიცაა მანქანათმშენებლობა, ავიაცია, ფოტო-ვიდეო გადაღება და ბულიონი. სიმართლე გითხრათ ვერ გამიგია რატომ მაინც და მაინც ქათამი და არა სხვა შინაური ან გარეული ფრინველი. ყველა მათგანს გააჩნია ეს "შესაშური სტაბილიზაციის" უნარი.

სავარაუდოდ ამ ნაბიჯით კაცობრიობამ ერთგვარი ვალი მოიხადა და ერთგვარი ბოდიში მოიხადა ქათმის წინაშე საუკუნების განმავლობაში  მაზედ განხორციელებული ძალადობის გამო... :)

მალე შეიძლება ის (ქათამი) ვიხილოთ პილოტის, მძღოლის, მრბოლელის როლშიც კი. ნუ მოკლედ ყველგან სადაც ეს "შესაშური" ნიჭი შეიძლება გამოყენებულ იქნას.

ყოველ შემთხვევაში არ გამიკვირდება თუ ამ გერიელი ფრინვეის მონაწილეობით მალე ახალ-ახალ სარეკლამო რგოლებსაც ვიხილავთ. მანამდე კი - დისკო

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]