Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

5 პუნქტი და ოცნება ამუშავდება

5 პუნქტი და ოცნება ამუშავდება

ხშირად მოგვისმენია, ან მეტიც - თავად გვითქვამს : „ ე, ამას მე როდის ვამბობდი“ ან კიდევ „შემეზარა თორემ მაგას რა უნდა ?! „. ანდა რაღაც არგუმენტი მოგვიძებნია ჩვენი რომელიმე მიუღწეველი მიზნის ვერმიღწევის გასამართლებლად. არადა რა გვიშლის ხელს საიმისოდ რომ უბრალოდ მივაღწიოთ იმ მიზანს რაც დასახული გვაქვს. ერთად ერთი რაც, უფრო სწორედ კი ვინც გვიშლის ხელს, ეს საკუთარი ზარმაცი თავია.

ასეთი „ფილოსოფიური“ განსჯისთის დრო წვიმიანმა ამინდმა და შესაბამისმა განწყობამ მომცა. გადავწვიტე ჩემთვის ჩამომეწერა რამოდენიმე პუნქტი, უფრო წორედ კი ფრაზა, რაც როგორც წესი ყოველთვის მომყავს ( და არამგონია ამას მხოლოდ მე ვაკეთებდე ) საკუთარი უმოქედობის, სიზარმაცის გასამართლებლად.
მე არ შემიძლია
პირველი შეცდომა რომელსაც ვუშვებთ - ეს არის უარყოფა - „მე არ შემიძლია“. რამაც შესაძლოა საკუთარი თავისადმი რწმენა დაგაკარგვინოს ( თუ რათქმაუნდა ამ "არგუმენტს" ხშირად ვიყენებთ ). პიროვნული ზრდის ერთრეთი შემაფერხებელი ფაქტორი ეს საკუთარი თავისადმი უნდობლობა გახლავთ. რწმენა იმისა რომ შენ შეგიძლია ფუნდამენტალური მოტივია ნებისმიერი საქმის წამოწყებისას . მის გარეშე შეუძლებელია როგორც ინდივიდის პიროვნული ზრდა, ასევე კონკრეტული მიზნის მიღწევა. მაქსილამურად შეეცადეთ რომ ეს „მე არრრ შემიძლია“ ამოიღოთ თქვენი ლექსიკონიდან. უარი თქვით მასზე მაშინაც კი, როდესაც საკუთარ თავთან რჩებით მარტო.

კარგი იდეაა საჭირო რა...
როცა არაფერს ვთესავთ, შესაბამისად ვერც ვერაფერს ვიმკით. იდეა ციცინათელას გავს, ის შეიძლება წამით აენთოს და მერე გაქრეს. ხოლო დარდი იმის შესახებ რომ „აუ, მე მქონდა კარგი იდეა“ არაფერს მოგცემთ. თავად იდეა ვერაფერს ვერ მოგცემთ სანამ მას რეალურად არ განახორციელებთ, ფრთას არ შეასხამთ. ყველა იდეა იდეადვე დარჩება თუ არ ავდექით და არ დავიწყეთ მისი რეალიზება. პროგრესი მხოლოდ ქმედებითაა მიღწევადი. ქმედების გარეშე არარსებობს არანაირი წინსვლა. თქვენი ოცნება მუშაობს - თუ მუშაობთ თქვენ

მე ამას გავაკეთებ, ოღონდ ხვალ ...
ოხ ეს მითიური „ხვალ“, ასე რომ ესალბუნება ჩვენს „გადაღლილ“ სულს. როგორ გვიამდება ყველაფერი როცა ვარწმუნებთ ვინმეს, ან სულაც ჩვენს თავს რომ ეს - გაკეთდება - ოღონდ ხვალ. პროდუქტიულობის ყველაზე დიდი შემაფერხებელი არა დღევანდელი „ცუდი დღე“ა, არამედ მითიური, დაღლილ დასვენებული, ყოვლისშემძლე - „ხვალ“.  საკმარისია მივენდოთ ამ მირაჟს, რომ აღმოვაჩენთ - „ხვალ“ ისევ ის დღევანდელი დაღილი დღეა, ეს გასაკეთებელი საქმე კი ისევ „ხვალ“ იქნება გასაკეთებელი.

ნებისმიერი იდეა, ან საქმე რომელიც დაუმთავრებელი ან განუხორციელებელია ან გადედებულია „სახვალიოდ“ - ღამის კოშმარს წააგავს. ეს მოჯადოებული წრეა, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ვიწრო ხდება ვიდრე ერთბაშად თავზე არ დაგემხობა

ნებისმიერი ახალი საქმე და ახალი სფერო შესაძლოა ცოტაოდენ უჩვეულო იყოს, რაც ოდნავ დისკომფორტის განცდას შეგძენთ. პრინციპში ეს კარგიცაა. რადგან დისკომფორტი ამ შემთხვევაში ჩვეული, უკვე მიღწეული კომფორტიდან, ახალი ობიექტის, სფეროს, ჰორიზონტის დასაპყრობად გამოსვლას ნიშნავს და ეს კარგია. 

წარუმატებლობაზე ფიქრი გაიძულებთ წინასწარ განიცადოთ ჯერ არ განცდილი მარცხი. შეეცადეთ ეს განცდა არ გადაიზარდოს სიახლის შიშში. გადააქციეთ ის თქვენს იარაღად,  ახლის ძიების მოტივატორად. წარმატების სურვილით დასძლიეთ ეს ქვეცნობიერი „შიში“.
მე ვერ გავაკეთე ეს საქმე ისე როგორც საჭიროა.
როცა საქმით ხარ დაკავებული, მითუმეტეს ისეთი საქმით, რომელიც შენს ინტერესებშია და მისი კეთება ძალიან გსიამოვნებს . საკუთარ თავთან და ნამოქმედართან შინაგანი კონფლიქტი საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ნუ შეგაშინებთ ეს ფაქტორი. ნუ შეზღუდავთ თავს თვითკრიტიკაში. თუმცა ნუ გადააქცევთ თვითქრიტიკას თვითქგვემის იარაღად. ყველაფერს ზომა და წონა აქვს. ( რათმაუნდა ეს ყველაფერი არ ეხება საკუთარი ნამოქმედარით აღფრთოვანებულ ნარცისებს, რომელთათვისაც ნებისმიერი „მიღწევა“ შედევრი და პროფესიონალიზმის აპოგეაა )

ხშირად გვითქვამს - „არაფერი გამოდის, ეს ის არ არის. საერთოდ უნდა დავანებო თავი“. აი აქ იწყება მეორე ეტაპი, ეს ერთგვარი გამოცდაა იმისა თუ რა დონეზე ხარ მზად იმისათვის რომ საკუთარი საქმე იმ კონდეციამდე მაინც მიიყვანო როცა იტყვი „აი ახლა ნორმალურია“. თუმცა როგორც უკვე ვთქვი აქაც ოქროს შუალედია მოსაძებნი. ნუ აიძულებთ თქვენს „ზე ესთეტიურ ნატურას“ უარი თქვათ თქვენს უკვე მიღწეულ შედეგზე.

და კიდევ ერთი ფრაზა :
ახლა უკვე ძალიან გვიანია
არასდროს არაფერი არ არის გვიან. არასდროს არარის გვაინ არჩევანის შეცვლა. 
არასდროს არ არის გვიანი სიახლისთვის.
ეს უნდა გავიაზროთ თავიდანვე - ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვაკეთებთ ახლა, დღეს.

რომ არ მოგიწიოთ წუწუნი დაკარგულ დროსა და გამოუყენებელ შესაძლებლობებეზე დაიწყე ქმედება - ახლავე.

„ხვალ“ იწყება უფრო მალე ვიდრე დაასრულებ ამ სიტყვის წარმოთქმას.

ასე რომ ჩემო (ჩემნაირო) ზარმაცებო. აბა, ავდექით ახლა ყველანი და დავიწყეთ იმ საქმის კეთება რაც უნდა გვეკეთებია მითიურ „მერეში“.


დაისახეთ მიზნები და არაფერი დაიშუროთ მათ მისაღწევად.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]