Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

იოცნებე ჩუმად

იოცნებე ჩუმად

მიზნები, ოცნებები, სურვილები ... ის რაც გვინდა რომ გვქონდეს, შევძლოთ ან ის რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ. ხშირად საუბრობთ მათზე? ხოდა შეეშვით. არა, ოცნებებს და მიზნებს არა - მათზე საუბარს შეეშვით.



რამდენჯერ გითქვამთ, ან გაგიგონიათ ფრაზა - "არ უნდა მეთქვა, დავიარსე". როგორც წესი ეს მაშინ ისმის როდესაც რაიმე მიზანს, ან საწადელს - რომელზედაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან - უბრალოდ ვერ ვაღწევთ.

არა, მე არ ვსაუბრობ არც "თვალის ცემაზე" და არც რაიმე ამდაგვარ გარე ფაქტორებზე.

მე ვსაუბრობ ჩვენს ტვინზე - საწადელის მისაღწევ ყველაზე ძლევამოსილ საშუალებაზე.

ფსიქოლოგების აზრით (და საკმაოდ სახელოვანი ფსიქოლოგების აზრით) სასურველია მიზნებზე და მისწრაფებებზე ხშირად ხმამაღლა არ ვისაუბროთ. მოვერიდოთ, უფრო სწორედ კი მოვერიდოთ მათ გახმოვანებას. იმიტომ კი არა რომ ვიღაც მოგვპარავს იდეას, ან ოცნებას. არა. უბრალოდ რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ ჩენს მიზანზე და ოცნებაზე. ტვინი და მისი აღმატებულება ქვეცნობიერი ნელინელ ეჩვევა მას და აღიქვამს როგორც უკვე მიღწეულ, მოპოვებულ, ახდენილ ფაქტს - ამ ფენომენს სოციალური რეალობა დაარქვეს.

რაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს საწადელზე - შანსი იმისა რომ მას მივაღწევთ - მცირდება

რამდენჯერ გვიწუწუნია ( ვაღიაროდ ) მეგობრებში რომ :

ცოტა მოვიმატე, იმ კვირიდან უნდა დავიწყო ვარჯიში. შენც ივარჯიშე რა ჩემთან ერთად. დავიწყოთ ერთად. ცოტას დავიკლებ და ერთ თვეში დავიბრუნებ ფორას

აუ, ეგ საქმე უნდა დავამთავრო რა. რამდენი ხანია ამას ვიძახი და ვერ დავამთავრე, ხო გახსოვს რომ ვამბობდი. არადა რომ მოვითავებ მერე ისე ამოვისუნთქავ. თავისუფალი დროც მექნება

წასვლა მინდა იქ. თან ძალიან. აუ რომ წავალთ იცი როგორ გავერთობით. აი ძალიან მაგარი ადგილია.

აუ გამოფენა მინდა გავაკეთო. არადა ის უნდა გავაკეთო მანამდე, ესეც. ისიც. მერე კი გამოფენაზე მოგიწვევ, კარგი იქნება მგონი.

მინდა ვიყიდო. გავაკეთო....დავწერო, დავხატო...

მოკლედ ჩამონათვალს თავისუფლად შეგიძლიათ მიუმატოთ ის რაც გინდათ. მთავარი აქ აზრია. აზრი, რომელიც ნელინელ გვიჯდება გონებაში როდესაც დასახული მიზნის - როგორც მიღწეული მოვლენის გააზრებას და ასახვას ვიწყებთ - უფრო სწორედ როცა ვსაუბრობთ მასზე როგორც მიღწეულზე.

სიმართლე გითხრათ, რაც გამაჩნია ან რაზედაც მიმიღწევია უმეტესობა საკუთარ თავთან დიალოგში გამოტანილი დასკვნებისა და შედეგების წყალობით მომხდარა. ეს მას შემდეგ გავაანალიზირე, როდესაც სოციალური რეალობის ფენომენს გავეცანი. რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ მეგობრებს არაფეი არ უნდა ანდოთ და გაუმხილოდ. უბრალოდ უნდა გამიჯნოთ რიგი სურვილები და მგონი ფრაზა "დუმილი ოქროა" გაციმებით მეტად დაფასდება. მითუმეტეს რომ ეს "ოქრო" თქვენი სურვილებისა და ოცნებების ახდენაში დაგეხარჯებათ.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]