აკოცა... აკოცაა...
აკოცა ?!
კინაღამ აკოცა...
მხიარული რომანიდან ეს ფრაზა დღეს მთელი დღეა მტრიალებს თავში. მიზეზი ინიცირებული ახალი კანონპროექტია, რომელიც საჯარო თავშეყრის ადგილებში კოცნის ( ტუჩებში კოცნის ) შემთხვევაში საჯარიმო სანქციებით იმუქრება. სიმართლე გითრათ უკვე სათვალავი ამერია, რიგით მერამდენე ორიგინალური კანონპროექტია იმ კანონთა ჩამონათვალში რომლებიც ანტინობელის ნომინაციამდე თითქმის ერთ ნაბიჯში დგანან და თვინიერად ელიან თავიანთ ჯერს - აღიარონ და იწამონ.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა (შესაძლებელია ვცდებოდე და თუ ვცდები ძალზედ მიხარია ) საჯარომო სანქციები არა შაბლონურად ერთფეროვანი, არამედ ზრდადი უნდათ - ხო, ეკონომიკა არა და ჯარიმა მაინც იყოს ზრდადი.
ხოდა ჩემი მეგობარო, თუ ამ გაგანია ზაფხულის ლამაზ საღამოს ( ან ნებისმიერ დროს ) ჰორმონები აგითამაშდა, კაეშანი მოგაწვა, ან სულაც შენი მეწყვილეს მარწყვივით სასურველი ტუჩებიდან ბადაგის დალევა ინდომე... გახსოვდეს, მარწყვიც და ბადაგიც გაცილებით იაფი დაჯდება უახლოეს სუპერმარკეტში ვიდრე ერთი კოცნის ხარჯზე მიღებული ჯარიმის გადახდა. ხო, ნუ გაიკვირვე 300 ლარად მარწყვსაც იყიდი, ბადაგსაც დაადუღებ და საზამთდროდ მურაბასაც მოახარშვინებ ბებიას.
თუ მაინც მოგეძალა კაეშანი და წინასწარ საკოცნელად გადანახული 300 ლარი გაგაჩნია - ჯანდაბას, მთავარია მეორედ არ წაგცდეს... არადა მადა ჭამაში მოდისო.. ხოდა ზემოდან 200 ლარიც დაამატე. ხოლო თუ თავგზა აგებნა, ბადაგმა დაგათრო და მუხლიც გეკვეთება ეს გოგონა თუ არ ჩაგეხუტება... 700 ლარიანი ჩეკის ჩახუტებაზეც იფიქრე.
ან ეცადე გემრიელად მაინც იზასავო - ისე როგორც ჯარში, ან ომში წასვლის წინ კოცნიან ხოლმე ერთმანეთს და მერე 14 დღიანი ტუსაღობაც მიიტყეპე.
მოკლედ ბიუჯეტს ვავსებთ:
კოცნა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში :
ლოყაზე კოცნა - 50 ლარი
მეორე ლოყაზე კოცნა - 70 ლარი. საზაფხულო ფასდაკლებით ორთავე 100 ლარად
კოცნა ლოყაზე გამბმული წრუპუნით, რომელსაც ჩაბროშნას ეძახიან - 70 ლარი
კოცნა შუბლზე - 20 ლარი. მარხვის პერიოდში უფასოა
კოცნა ცხვირზე - 150 ლარი. ტუჩებთან სიახლოვის გამო
კოცნა ტუჩებში - 300 ლარი
კოცნა ქვედა ან ზედა ტუჩზე - 150 ლარი
კოცნა ტუჩებში ენის გამოყენებით - იბეგრება როგორც უცხოური ინვესტიცია
კოცნა ტუჩებში "ვზაიმნი" - ბიჭისთვის 260 ლარი, გოგოსთვის აღმზრდელობითი ლექციით თემაზე "ოდეს ყოფილა აქამომდე", ხელწერილით მანდატურების სახელზე და 40 ლარიანი ჯარიმით
კოცნა ყურებზე - ჯერჯერობით ნებადართულია
კოცნა საჯდომზე - ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით როგორც რიგი სახელმწიფო მოხელეთა უფლებამოსილების მითვისების პრეცენდენტი.
ვეჭვობ ეს კანონპროექტი გასათხოვარი გოგოების მამების ინიცირებული უფროა ვიდრე სხვების. თან ამ გაგანია ზაფხულს რომ გაახსენდათ, სად იყვნენ ზამთარში ?!
ახალა რომ გადავიანგარიშე... ჩემი ხელფასი მხოლოდ ერთ ტუჩებში კოცნას და ერთ ქვედა ტუჩზე კოცნას, ანლოყაზე კოცნებს აიტანს. მერე კი მომდევნო ხელფასის მოლოდინი, ჰაეროვანი კოცნები და პლეიბოქსში დამატებული "კოცნის სააბონენტო საფასურის" ღილაკზე თითის დამჯერთა უზარმაზარი რიგი. ასე თუ გაგრძელდა გურულების ძველ პროფესიას - ფირალობას გავიხსენებ. ველოსიპედი კი მყავს.. გამოვარდები, ვაკოცებ და გავიქცევი... მერე მიგზავნონ უკან ჰაეროვანი კოცნები.
რას გვიშვება ეს თავრობა, ჩეკის გარეშე გოგოსთვის ვერ გიკოცნია
ისე ეგ დენზე მიბმულ ნაგავზე უფრო ნაგავი კანონია....
ახლა წავა, ხელფასამდე მაკოცნინე და მერე ჩემზე იყოს... აკოცე შენი გადახდილია ... კოცნის ფულზე მაკლდება და დამიმატე ...
ხოდა იჩქარეთ ბატონებო. აი ის სიმღერა გამახსენდა, ამ კანონივით უცნაური ტექსტი რომ ააქცს. -ო მაგრამ თურმე წინასწარმეტყველების რაღაც დევს
"ვინაც კოცნა არ იჩქარა" უკოცნელი არადა ვალებში გაყრილი კეეე დამრჩალა
:D dato rom ar gvyavde rogor gadavxarshavdit am 'kanonebs' :)) madloba kargi postistvvis! :* :))
ReplyDelete:) სამწუხაროდ ხშირად მომიხდება წერა და თქვენ გადახარშვა.. ვატყობ ;) გაიხარე
Deleteთუ ცოტა გრძნობით გადავკოცნე ვინმე, მაგაზეც დამაჯარიმებენ?? :))
ReplyDeleteმყისიერად ჩაგეკითხებიან გრძნობის სისპეტაკეში
Deleteიმდენად სპეტაკი და სათუთია,ჩაკითხვისაც შერცხვებათ:)
ReplyDelete