Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გიორგი ხასაია - კომენდანტის საათი

გიორგი ხასაია - კომენდანტის საათი
 ისევ პრეს კაფე, ყავა, ლუდი, წიგნები და ისევ შეხვედრა. ამჯერად გიორგი ხასიასთან. ნახევრად დაცარიელებულ წიგნის დახლების ხელმეასედ ჩათვალიერების, დისკუსიაზე დასწრების მსურველების შეგროვებისა და "ორი კაციც და ვიწყებთ" შემდეგ სკამებზე მოვკალათდით და ... დაიწყო.


მართალია დარბაზი ტურაშვილის ფანკლუბს აღარ ჰგავდა. მაგრამ ხასაიას ახლოს გაცნობის მსურველთა, მითუმეტეს თანამედროვე არტის მდგომარეობით შეწუხებულ ადამიანთა რაოდენობა მაინც საკმაოდ დიდი იყო.




გაჩაღდა დიალოგი. მიკროფიონი ხელიდან ხელში ისე სწრაფად გადადიოდა ყველაზე სახელგანთქმული თამადაც კი ინატრებდა მისი ბედი დაებედოს ჩემს ყანწსო. ბოლოს ისე დაიღალა მიკროფონის დამტარებელი რომ გვთხოვა ხმამაღლა გვესაუბრა. ჩვენც დავემორჩილეთ და ახლა უფრო რიხიანად გამოვთქვამდით ჩვენს აზრებს. 

დიდხანს ვისაუბრეთ, გულიც და სამომავლო გეგმებიც გადავშალეთ. ცოტა ვიწუწუნეთ, ცოტა გავბრაზდით, ვიხუმრეთ და ბოლოს იმ აზრამდე მივედით რომ მხოლოდ წელიწადში ერთხელ რიტორიკულად დასმული კითხვა "რა გვეშველება" საკმარისი არ არის. გადაწყვეტილებამ ძალზედ გაგვახარა, შვებით ამოვისუნთქეთ და გადავწყვიტეთ უფრი ხშირად შევკრებილიყავით. უფრო ხშირად დაგვესვა ეს და კიდე სხვა მრავალი კითხვა ერთმანეთისთვის და გაგვეზიარებინა ერთურთისთვის საკუთარი ნააზრევი, გვეჩვენებინა ნაღვაწი. მოკლედ იმ სამოღვაწეო არეალის გაფართოება გადავწვიტეთ რაშიც წლიდან წლამდე ვტრიალებთ. ანუ ის "გუბე", სადაც ჩვენის აზრით მნიშვნელოვანი რამ შევქმენით, რომ არ დაჭაობდეს სხვა ხელოვანების შექმნილ "გუბესთან" არხით უნდა დავაკავშიროთ, იდეებმა იდინონ იცოცხლონ, რათა მართლა არ ჩავჭაობდეთ და ჩვენი სურვილები და მისწრაფებები გუბეში მჯდომთა ჩვეულებრივ ყიყინად არ დარჩეს. - უ, რა ჩავაფლორაფაუნე ?! მგონი მეტნაკლებად მიმიხვდით აზრს. ხოდა ძალიან კარგი

მოძრაობაა საჭირო, ქმედება, სიცოცხლე.

შენი ოცნება მაშინ ცოცხლდება როცა შენ მასზედ მუშაობას იწყებ.


მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა პრეს კაფეს. ძალზედ საინტერესო კვირეული გამოვიდა. საინტერესო ადამიანები + ძალზედ საინტერესო წიგნები ძალზედ საჭირო ფასად. კარგია, ძალიან კარგია ეგ ყველაფერი. მაგრამ ცოტა... ნუ, ეგ ჯერჯერობით რაღათქმაუნდა. ეგ ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. საჭიროა ასეთი შეხვედრები "კომენდანტის საათი" ჯერ ჩვენს თავში უნდა გავაუქმოთ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]