ინტერნეტში ქექვისას ერთ საკმაოდ საინტერესო ბლოგს წავაწყდი. სიმართლე გითხრათ, იქ მე ბლოგზეგანთავსებულმა ფოტოებმა შემიტყუა. ვათვალიერე დიდხანს, ძალიან დიდხანს. ბოლოს კი შევნიშნე რომ ამყველაფერს სახეზე ღიმილით ვაკეთებდი - ალბათ იმიტომ რომ მეც მომინდა აი ასე, აი ეს... თუ გინდ ცოტა ხნით მაინც.
როან ანდერსონი ავსტრალიაში, ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა. ბავშვობიდან დარწმუნებული იყო რომ ვერაფერი და ვერავინ ვერ აიძულებდა მას თავის საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა. ან იმ ადგილს გასცლოდა , სადაც მისი გული ყველაზე უფრო ლაღად სცემდა.
მან ბავშვობიდან შეიყვარა სამზარეულო და ფერმაში, ქალაქ გარეთ გაზრდილმა ნამდვილად იცის რას ნიშნავს ჯანსაღი კვება. ის არა მხოლოდ ცნობილი კლინარიული წიგნის «Whole Larder Love: Grow Gather Hunt Cook» ავტორია. არამედ ის ადამიანიცაა, ვინც ქალაქში ჩაკეტილთ შთააგონებს მოშორდნენ რკინაბეტონის ჯუნგლებს და სადმე ახლოს, ბუნებასთან გადმოსახლდნენ, სადაც საკუთარი, მცირე მეურნეობის წარმოება იქნება შესაძლებელი. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რა არის მის ლანგარზე და რისგან არის ის მომზადებული.
იცხოვრო ისე როგორც ამას როანი აკეთებს შესაძლოა ძალიან ბევრისთვის დიდი ფუფუნება იყოს. ისიც შესაძლებელია რომ ძალიან ბევრ ადამიანს არც კი ხიბლავდეს ასეთი ცხოვრების წესი. მაგრამ მე შემოგთავაზებთ პატარა ფოტოსესიას , რომელიც მისი ბლოგიდან ამოვიღე. დაათვალიერეთ და მერე მითხარით - მოგეწონათ თუ არა ..
სხვისი არ ვიცი და ... მე დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი აი ასეთ სახლს ბუნებასთან ახლოს და დიდი სიამოვნებით მოვწყდებოდი, თუნდაც ცოტა ხნით ქალაქის ერთფეროვან კარუსელს. მოვამზადებდი რაიმე გემრიელ სასუსნავს და ცეცხლის ტკაცუნისა და ღუმლის ღუღუნის ფონზე მოვისმენდი რაიმე საინტერესო ისტორიას , რომელსაც ჩემი მეგობრები წითელ ღვინოსთან ერთად მომითხრობდნენ.
არადა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რომელიც ( შედარებით) უფრო ადვილად შესძლებს გაუმკლავდეს მეგაპოლისის მარწუხებს. თითქოსდა არაფერია გასცდე ქალაქს და სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში ნახო შენი პატარა ნავსაყუდელი. მე ეს იდეა მომწონს. თან ძალიან.
ძაან საინტერესოა ასე ცხოვრება, მე სიამოვნებით ავედევნებოდი ასეთს :))
ReplyDeleteშორს ქალაქიდან :)
Deleteცოტა ხნით მაინც ასეთ მშვიდ და მყუდრო სივრცეში ყოფნა მართლაც ძალიან კარგი იქნება.საინტერესო ფოტოებია.მშვენიერი ბლოგი აქვს.
ReplyDeleteექნება მშვებიერი ბლოგი. ასეთ გარემოში მყოფს სხვანაირი ვერც ექნებოდა :)
DeleteMiyvars Australia da ertaderti qveyanaa, sadac axlave avdgebodi da gadavcxovrdebodi :)
ReplyDeleteSakartveloshic shesazlebelia aseti da amaze uketesi adgilebis povna, magram mand politikas rogor gaeqcevi adamiani da simshvides ipovi, ar vici.
კი, რეალურად ძალიან მაგარი და ჯერჯერობით "წაუბილწავი" ადგილია. საქართველოში - კი, გურიაში, რაჭაში დიდი სიამოვნებით. კვარიათიიი <3
Delete