Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

თვითმფრინავის გამტაცებლები - მგზავრების მოგონებები

თვითმფრინავის გამტაცებლები - მგზავრების მოგონებები

შუქჩრდილების გამოყენებაში, მათი მართვისა და თამაშის წყალობით სასურველი ობიექტის, კომპოზიციის უფრო უკეთ წარმოჩენის ხელოვნებაში იმალება ხელოვანის ნამდვილი ოსტატობა. 


ნებისმიერ ამბავს, რაგინდ გმირული, შემზარავი, საშინელი, სევდიანი, რომანტიული ან ბანალურად ლამაზიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ახლავს თავისი შუქჩრდილები. თავისი მეორე მხარე, რომელიც როგორც წესი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ ხომ მთხობელისგან სწორედ იმას ვიღებთ რასაც ის გვთავაზობს. ნაკლებად ვუღმავდებით მიზეზშედეგობრივ კავშირებს და საერთოდ - ამბავი რომელიც კარგად არის მოთხობილი უფრო მისაღებია ვიდრე ვიღაცის მიერ მოყოლილი, მისი მხრიდან დანახული სინამდვილე. თუმცა ეს სინამდვილე ყველას თავისი აქვს, სულ სხვა კუთხიდან დანახული და სულ სხვა განცდით, ტკივილით გადატანილი. 

რამოდენიმე წლის წინ "ჯინსების თაობა"-მ ყველა სახის რეკორდი მოხსნა. მაყურებელი, მკითხველი, მთხრობელი და ამბის მომკითხველი იმდენი ყავდა, მგონი ნებისმიერ ქართულ ბესცელერს შეშურდებოდა."სველი იასამნის" შემდეგ ასეთი ანშლაგი თეატრს არ ახსოვდა. ბათუმშიც სპექტაკლის გასტროლებმა სათანადო აურზაურით ჩაიარა. არც ბილეთები იშოვებოდა და არც კიბის თავისუფალი საფეხური დასაჯდომად. აღარც წიგნი და არც ადამიანი დარჩა ნანახ-წაკითხულით გამოწვეული განცდა რომ არ გაეზიარებია. თითქმის მთელი ერი თვალცრემლიანი ვყვებოდით ამბავს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავისუფლება სწყუროდათ. 

რადიოში მაშინ სიუჟეტებს ვაკეთებდით. ჩემი მეგობარი, ბაჩო გურაბანიძე დაინტერესდა ამ ამბის შემსწრეთა მონათხრობით. ის ავბედითი რეისი ხომ ბათუმისკენ მოფრინავდა, შესაბამისად თვითმფრინავში ბათუმელებიც იმყოფებოდნენ. იმყოფებოდნენ მათთვის სამწუხაროდ. გთავაზობთ წლების წინ ჩაწერილ სიუჟეტს, რომელიც ჩემი დაჟინებული თხოვნით ამოქექა ბაჩომ თავისი არქივიდან და მომაწოდა... ხო, ეს სხვა სიმართლეა ...


როგორც ამბობენ, მალე ამ ისტორიის ეკრანიზაციას ჰოლივუდი ითავებს. საინტერესოა როგორი იქნება მათეული სცენარი, მათეული ხედვა. თუმცა ვეჭვობ ნაწარმოებიდან დიდად განსხვავებული იყოს. არადა მართლაც მშვენიერი წიგნია ... მაგრამ... ამ შუქჩრდილებს ვერ გავექცევით ...

8 comments:

  1. გინდა ჩამქოლონ და მაინც ვერ ვთვლი გმირებად. მიმაჩნია, რომ საშინლად მოექცნენ და სასჯელიც არააადამიანური იყო. გული მიჩერდება იმ სამარცხვინო სპექტაკლის გახსენებაზე, ვითომ სასამართლო რომ ერქვა. მათი სურვილისაც მესმის, ამ ჯოჯოხეთიდან გაქცევას რომ ცდილობდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, გაეღწია აქედან არა სხვების სიცოცხლის და მორალური ტრავმის ხარჯზე. თუმცა ძალიან მეცოდებიან... არ გაუმართლათ, ცუდ დროს და ცუდ ქვეყანაში დაიბადნენ... ეპოქის მსხვერპლი არიან სუყველა...

    ReplyDelete
    Replies
    1. კატერინა, 100%–ით გეთანხმები. არ შეიძლება მხოლოდ ცალ მხარეს ვხედავდეთ ყველაფერში და გმირად ვაქცევდეთ ადამიანებს, მიუხედავად ობიექტური გარემოებებისა.

      Delete
    2. ხო, მეც ვიცი ერთი გოგო, რომლის მამაც სწორედ მაგ თვითმფრინავში იჯდა და დაიღუპა. არადა არც ის კაცი და არც მისი ოჯახი არაფერში იყო დამნაშავე, არც დაობლებულ ბავშვს დაუმსახურებია ეზიდა იs ტკივილი, რაც ამ ამბავმა დაუტოვა...

      Delete
    3. ხალხს უყვარს ლეგენდები და გმირები. როცა რეალური აბმავი ან გმირი არ არსებობს, მას ქმნიან არსებული პერსონაჟებისაგან. სწორედ ისეთს, როგორც კონკრეტულ მომენტს შეესაბამება. შეიძლება სულ სხვა წიგნი დაიწეროს ამ ავბედითი რეისის მგაზვრების თვალით დანახული მომენტებიდან და ეს უკვე მათი ისტორია, მათი გმირობა იქნება .

      Delete
  2. am dgem titeuli mgzavris cxovreba daamaxinja :(

    ReplyDelete
    Replies
    1. მართალი ხარ ბაჩო

      Delete
  3. დამნაშავეები ნამდვილად იყვნენ და უნდა დასჯილიყვნენ კიდეც,(მაგრამ არა სიკვდილით).აი ტერორისტებად მათი გამოყვანა ცოტა ზედმეტი მგონია.

    ReplyDelete
    Replies
    1. გააჩნია რას ვეძახით ტერორისტებად გამოყვანას

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]