Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყავასთან რას ინებებთ ?!

ყავასთან რას ინებებთ ?!
ბლოგის თვალიერებას შევყევი. აღმოჩნდა რომ ჩემს ვირტუალურ კაფეში კარგახანია არ შემიხედავს. სირცხვილია, რას იტყვის ხალხი და მითუმეტეს ყავამანები. ხოდა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროდ ეს პრაბელი. მითუმეტეს რომ წელს ყავაზე დაწერილი პირველი პოსტი სწორედ ეს იქნება.

არაბული ღვინის ნაირსახეობები არაერთგიზ მიხსენებია და კიდევ მივუბრუნდები დიდი სიამოვნებით. მაგრამ ყავის სორტი ყველაფერი ხომ არაა. ზოგს მაგალითად ყავის სმის დროს რაიმე ნუკბარის მიყოლება უყვარს. დღეს მოდით სწორედ, როგორც კაი მსმელენი იტყვიანხოლმე, მისაყოლებელზე ვისაუბროთ. 


პირველი რაც ყავის სმისას მოგვდის თავში რათქმაუნდა შოკოლადია ( ნუ, მე მაგალითად ) . ბელგიაში და შვეიცარიაში ფინჯან ყავასთან ერთად ყოველთვის მოგართმევენ გემრიელ შოკოლადს. თუ ეს შოკოლადი უკვე არ არის თქვენს ფინჯანში ყავასთან ერთად. აქ ძალიან უყვართ გემრიელი ყავის ყლუპტთან ერთად იმის შეგრძნება თუ რა საამოდ დნება ენის წვერზე უგემრიელესი შოკოლადი.


ამბობენ რომ ნამდვილი გურმანები ყავას ყავისფერი შაქრის ნატეხების კვნეტა-კვნეტით სვამენო. იმასაც ამბობენ რომ ასეთი წესით ყავის სმისას არომატისა და გემოს საკმაოდ პიკანტური ნოტები იკვეთებაო. მე პირადად შოკოლადის კვნეტა მირჩევნია, მაგრამ კაცია და ბუნებაო. ხოდა იქნებ თქვენ სწორედ ეს ყავისფერი შაქრის კვნეტა მოგეწონოთ.


თუ ყავის ფესვებს და წარმომავლობას ჩავუღრმავდებით, ისიც უნდა ვთქვათ რომ არაბულ ქვეყნებში, ისევე როგორც თურქეთში და კავკასიის რიგ რეგიონებში ყავასთან ერთად ჭიქა წყალს და ხილს შემოგთავაზებენ. ქიშმიში, ჩირი, ყურძენი... მოკლედ ტკბილეული აქაც არ აგცდებათ. მთავარია გაგიმართლოთ.


პუნქტუალური გერმანელები და მით უფრო ბავარიელები დოზირებულ ყავასთან ერთად ძალზედ გემრიელ ორცხობილებს მოგართმევენ. აქ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ ორცხობილა კარდამოლით, ვანილით, კარიცით და კიდე ვინ იცის რით. თუმცა ორცხობილაზე მეტად ბავარიელები უფრო მსუყე მისაყოლებლებს ირჩევენ - მაგალითად კექსი, რულეტი, ნამცხვარი... მოკლედ საფიქრალი გაქვთ


იტალიასა და საფრანგეთში კი ახად გამომცხვარი, ჰაეროვანი კრუასანები გელოდებათ. თუ გაგიმართლად მარმელადს ან ყველსაც მოგართმევენ.


ამერიკაში ყავას ბუტერბროტებსა და სენდვიჩებს აყოლებენ... ხო, ზემოთ ჩამოთვლილი ნუკბარისაგან განსხვავებით საკმაოდ არამიმზიდველად მოსჩანს. მაგრამ როგორც ვთქვი - კაცია და ბუნება. 


ხო, ისიც მინდოდა მეთქვა რომ ზოგიერთი ყავის სმისას ყველსაც კი აყოლებს. თუმცა ყავის დეგუსტატორები მიიჩნევენ რომ ეს საკმაოდ ცუდი აზრია. რადგან ყველს საკმაოდ მძაფრად გამოხატული გემო გააჩნია და ის ყავის არომატს კლავს. თუმცა... თუ მოგწონთ. ნება თქვენია.

აი, ასეთი იყო ჩვენი გასეირნება ჩემს ვირტუალურ კაფეში. ამიერიდან ვეღარ მისაყვედურებ მარტო ყავას რომ მასმევ, მისაყოლებელიც შემომთავაზეო. ვენაში მაინც არ მყავდე განასეირნები.

ხოდა სამომავლოდ თავად აირჩიე რას ინებებ მისაყოლებლად. მთავარია რომ ყავა იყოს კარგი და განწყობა შესაბამისი. მომავალ შეხვედრმდე აბა! 

2 comments:

  1. მე ყავა და ყველი მიყვარს. ისე გემრიელი პოსტი იყო თავისი, მადის აღმძვრელი, ფოტოებით.

    ReplyDelete
    Replies
    1. მართლა? საინტერესოა, არასდროს გამისინჯავს.. დავფიქრდები მაგაზე! გაიხარე :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]