Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მთვარის კლუბი რადიოს უბრუნდება

მთვარის კლუბი რადიოს უბრუნდება
ჩემი რადიოს მიმართ ტრფობისა და ეთერთან თანაცხოვრების 10 წლიან ურთიერთობაზე არაერთხელ მითქვამს ( და სავარაუდოდ კიდე არაერთგის ვიტყვი). ხოდა ისიც მინდა გითხრათ რომ სულ მალე,  რადიო აჭარის ეთერში დაბრუნდება გადაცემა რომელიც წლების წინ, აი აქ ძალზედ კარგად ერგება ფრაზა "ომამდე" , რადიოს ეთერში მიმყავდა და საიდანაწ წამოვიდა ჩემი ბლოგის სახელწოდება " მთვარის კლუბი".  ბევრი ფიქრისა და თმენის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროექტი დაბრუნებულიყო რადიოეთერშ. რათქმაუნდა ოდნავი სახეცვლილებით, მაგრამ ძირითადი მუხტი მაინც შენარჩუნებული იქნება.

როგორი იყო?! ეს იყო ვირტუალუტი კლუბი, სადაც მთვარეულ სტუმარს ყავას ან ლუდს ვთავაზობდი, კარგ მუსიკას ვასმენინებდი და თან საამოდ ვბაასობდით თემაზე რომელსაც ისევ მსმენელების მიერ იყო შემოთავაზებული. ერთი სიტყვით ყავა, ლუდი და საამო საღამო. ყოფილა სამადლობელო წერილები, ყოფილა უფროსი თაობის ქოქოლაც "ეს რა გასარჩევი თემა იყო რადიოშიო". ყოფილა ცრემლებიც უცხოეთში მცხოვრები ქართველების და რაც მთავარია იყო ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც მსმენელის მხრიდან მოდიოდა. არა, მე არ ვამბობ რომ ეს ზე გადაცემა იყო. უბრალოდ წლბის წინ, გაცილებით სხვა მსენელი ყავდა რადიოს და რადიოსადმი სიყვარულიც სხვანაირი იყო ვიდრე არის დღეს, სოც - ქსელებისა და ბლოგების ეპოქაში. 

როგორი იქნება ახლანდელი "მთვარის კლუბი"?. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. გამოცდილებამ მიჩვენა, ერთია როცა რაიმეს გეგმავ და მეორე როცა ეს ღია ეთერში ხდება. ასე რომ დრო გვიჩვენებს. კონკრეტულად კი თებერვალი. სხვთაშირის თებერვალში არა მხოლოდ მთვარის კლუბი გავა რადიოს ეთერში. კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო პროექტს ვიწყებთ რაც დარწმუნებული ვარ ბევრს გაუხარდება. მოკლედ თებერვლამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]