Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ხვალ მოსალოდნელია მიწისძვრა

ხვალ მოსალოდნელია მიწისძვრა
როგორც ჩემი მეზბლის ახლობელს დაურეკეს სანდო ნაკადულიდან, ხვალ, შუადღის მერე, ორის თხუთმეთ წუდზე მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრა. გააგებინეთ ყველას... გააგეინეთ რომ ქართველები იმდენად ნიჭიერები ვართ მსოფლიოში პირველებმა შევქმენით მიწისძვრის გამომთვლელი მეზობლის ახლობლის ინსტიტუტი. რომელიც მოსალოდნელ მიწისძრას საათის სიზუსტით ადგენს. მას უფრო მეტი ადამიანი ენდობა ვიდრე პრეზიდენტის შეპირებას, პრემიერის გაგებით მოკიდებას და თქვენ წარმოიდგინეთ პატრიარქის ქალდაგებასაც. გენიალური ერი ვართ. რწმენის უქონლობას არ ვუჩუვით (ნებისმიერი აბსურდის რწმენა შეგვიძლია), აი შესაბამისი განათლებაც რომ მოგვცა ...


ასე არავინ არასდროს ელოდა 21დეკემბერს როგორც წელს. ჰოლივუდით გამოლოცილი, წვეროსნებით დაშინებული, მჩხიბავებით აღზევებული და უმეცრებით განდიდებული აპოკალიფსი უკვე მერამდენედ არ შედგა. საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანის ტვინი დაიპყრო საარჩევნო პროგრამად დარჩა... ნუ, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მომენტები იმისა თუ როგორ აღიქვამდნენ ადამიანები ამ მოსალოდნელ "ბუას"

ზოგმა სანთლები, წყალი და მაკარონი მოიმარაგა - ქვეყანა რომ დაინგრევა შუქი არ იქნებაო.
ზოგმა ევრო გაყიდა და დოლარები იყიდა - მერე ფული გაჭირდებაო
ზოგმა ვალი აიღო - მაინც მომთხოვნი არ დამრჩება არავინო.
ზოგმა ნათესავებს დაგროვილი ბოღმა გადაანთხია და ზოგიც ძველ მომდურავს შეურიგდა.
ზოგიც მოსალოდნელი შოუს წინა რიგებში მოხვედრის სურვილით თვალს არ აშორებდა ცას.

მოკლედ, ყველამ თავისი სცენარი დასახა მოსალოდნელი საფრთხის. თუმცა, როგორც აღმიჩნდა პუნქტუალურობით, დანაპირების ასრულებითა და შედეგიანობით დიდად არც აპოკალიფსი გამოირჩევა. ოცდაერთში დაპირებული "ამანათი" ორი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა. თუმცა ყველაფერს უარყოფითს თავისი დადებითი მხარეც გააჩნია.

ასე მაგალითად. პირველი მიწისძვრის დროს ელიტ ეტექტრონიქსის მაღაზიაში, განვადების პროცენტების მომლოცველთა ვეებერთელა რიგში ბარე მეოთხმოცდაათე ადამიანად ვიდექი. ის იყო გულაცრუებულმა გამოსასვლელი კარებისკენ ავიღე გეზი... ხალხმა იხულვა და თვალის დახამხამებაში მაღაზიის ნახევარზე მეტი ქუჩიდან ტელეფონზე ურეკავდა თავის ნათესავ-მოკეთეებს. მიუხედავად იმისა რომ კარგად შეგვაქანა, კარებისკენ წასვლა არც მიცდია. აუღელვებლად მოვბრუნდი და შიშისაგან გაქვავებლ, აწ უკვე ეულად მსხდომ მოლარე ოპერატორს მივადექი პროცენტების დასადგენად. მართალია საუბრისას გზადაზგზა შენაშინებ ცრემლსაც აყოლებდა.. მაგრამ, საქმე გაკეთდა.

მეორე და მესამე ძვრის დროს ლოგინში ვიწექი და ვფიქრობდი, რამდენად გადაჯიშდა ადამიანი, მიწა იძვრის, შეიძლება სახლი თავზე დაგემხოს და მე იმის სურვილიც კი არ მქონდა რომ თბილი ლოგინიდან ავმდგარიყავი... საკუთარ თავს ვერ ვუშველე სავარაუდო საფრთხის დროს და ჩემებს კიდე ჩემი იმედი აქვთ ...

ყველაზე დიდი საფრთხე და თავის სატკივარი კი დარჩენილი ღამის განმავლობაში საწოლის თავზე დაკიდებული ვეება, დაძიძგინებული წიგნის თარო იყო. ფიქრი იმაზე რომ შეიძლებოდა ამ ლიერატურულმა წნეხმა ტვინში არაესთეტიკური გზით შეაღწიოს იმდენად ნერვების მომშლელი იყო რომ... თავს ძალა დავატანე და ... პირი ვიცვალე.
სეისმური სადგურების ნფორმაციით მიწისძვრის ამლიტუდა 5.5 იყო. სახლის კედლები გადარჩა, პირწიგნაკის კედლები კი დასკდა ისტერიული, პანიკაშეპარებუი და ნაძალადევად ირონიულ-მირული სტატუსების სიმრავლით.

მთელი ღამე სტატუსების წერა, მოწონება, გაზიარების შემდეგ. როცა მისი აღატებულება ძილი მეწვია ... კარებზე ჯანიანმა ბრახუნმა გამაღვიძა... სანამ აზრზე მოვედი რა ხდებოდა მექანიკურად გავაღე კარი და ზღურბლთან კარგად შეფუთული და აღკაზმული ჩემი მეზობელი დამხვდა.
- რას შვები, არ მოდიხარ ?! მკითხა გაკვირვებით.
- სად?!
- რა არ მოგისმენია?! თხუთმეტ წუთში მიწისძვრა იქნება - მომაძახა და კიბეს ჩაუყვა. ღია კარებიდან შემოსულა სიცივემ ცოტათი გონზე მომიყვანა. მხოლოდ მერე დავინახე სანახაობა რომელიც მოსეს მიერ ეგვიპტედან ებრაელთა გამოსვლის ტოლფასი სურათი იყო. კიბეზე ჩამწკვივებული, კარგად შეფუთული ჩემთვის კარგად ნაცნობი თუ იცნობი მეზობლები ჯუჯღუნით მიდიოდნენ აღქმული ეზოსკენ....

კარები დავხურე და ძილი გავაგრძელე. ის მომეტი იყო ძილი რომ შევიბრუნე და ხილული სიზმრის ნაგლეჯი მეგონა..კარებზე ისევ ბრახუნი ატყდა.. ამჯერად ჩემები მარწმუნებდნენ რომ მიწისძვრა მოსალოდნელი კი არა უეჭველი იქნებოდა. ჩადით და ჩამოვალ მეთქი, წავიდნენ. ფანჯრიდან გავიხედე. ჩემს ეზოში ამდენი ადამიანი თუ ცხოვრობდა ნამდვილად არ ვიცოდი. ზოგი ეწეოდა, ზოგი ბავშვს აჭმევდა, ზოგიც რას შვებოდა და ზოგიც რას. მაგრამ ძალიან ციოდა. ჩაის სმა ვარჩიე... მერე სამსახურისკენ გავუყევი გზას.... გზაში :

"ბიჯო, აი მიწისძვრის გამოთვლა გუშინწინ არ იცოდნენ და დღეს რაფერ  ისწავლეს?!"

"დეე, დედიკო ჩვენ ეზოში ვართ და ბაღის დამრიგებელს მიწისძვრაზე მივყავააართ"

"ახლა დაურეკავთ ფოთის პორტიდან, მოსალოდნელია ზუსტად სამ საათზეო და სახლებში არ შეხვიდეთო. - ფოთის პოტმა რა იცის კიმარა? - ზღვიდან მოდის! - ზღვიდან რაია გემზეა?!"

"ჩემი ახლობლის მეზობელისთვის დაურეკავთ სკოლიდან წაიყვანეთ ბავშვებიო. მიწისძვრა იქნება ზუსტად სამ საათზეო - სამის ნახევრიანი გამოვტოვეთ?!"

" ე ბიჯო რომელზეა მიწისძვრა ... გავიყინე"

ასე მოვიდა დღევანდელი საღამოც. მართალი გითხრა არ ვიცი იქნება თუ არა განმეორებითი ბიძგები, ან ერთიანად - საბოლოოდ შეგვაქანებს თუ საერთოდ ჭორის ამარა დაგვტოვებს. მაგრამ ფაქტია რომ დაიწყო ახალი "ერა" რომელსაც სათავე 21 დეკემბრიდან, ყველაზე მაშტაბური მოლოდინიდან დაედო.

ბოლოს ერთი ნამდვილი ამბავი მინდა გითხრათ რომელიც გურულმა მღვდელმა მოყვა. ეკლესიაში მიმავალს მეზობელი შემოხვდა. 2000 წლის მიწურული იყო. 

- გამარჯობა მამაო
- გაგიმარჯოს
- მამაო, მართალია აი 21-ის ამბავი ?!
- არა, არ არის მართალი. რატო მეკითხები კიმარა?
- რა და ... იმდენი წყევლეს სააკაშვილი "დაგექცა დაბადების დღეიო" მემგონი უსრულდებათ წყევლა .... 

2 comments:

  1. ვაიმე
    შენ არ მეისპე :დ
    დღეს მართლაც ორად იყო გაყოფილი ნიუს ფიდი დასავლეთად და აღმოსავლეთად :)
    ჩვენში დარჩეს და დასავლეთში უფრო მაგარი პანიკა სცოდნიათ :)

    ReplyDelete
  2. ნუ ახლა, 10 წუთის ინტერვალით 5 ბალიანი ორჯერ რომ შეგაქანებთ აღმოსავლეთში.. მერე დაგაკვირდებით :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]