05.11.2012

შადრევნების ძმათა სასაფლაო და ოზურგეთი


კარგახანია გურიაში ორ დღეზე მეტი არ დავრჩენილვარ. მოვიცალე, სახლიც მოვისულდგმულე, ცოტა დავისვენე და შემდეგ ქალაქის დათვალიერება გადავწყვიტე. კუთხე, რომელიც არც ერთ ხელისუფალს არ გახსენია და რომელიც მხოლოდ მოახლოებული არჩევნების დროს აღმოაჩინეს საქართველის რუქაზე. რაღაც 90 იანების საზიზღარი სიზმრიდან ჯერ ვერ გამორკვეულ ადამიანს გავს. მართალია ამ მცირე ხანში უეცრად სამედიცინო ცენტრიც გაიხსნა, პოლიციის გამჭვირვალე შენობაც, იუსტიციის სახლიც და არც ბერას დაუშურია გარეპილი რითმების ფრქვევა. მაგრამ ეს ბოლო 7 თვე არაფერია იმ გასულ წლებთან როდესაც გურია ანეგდოტის დონეზე იყო შემორჩენილი.

ხო ისე, არც რუსთავი 2 - ის ამინდის პროგნოზში ვერც სამთავრობო ცვლილების შემდეგ დავბრუნდით!


პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს აბსოლუტურად გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმებული თეატრალური მოედანი გახლდათ. ოზურგეთის დრამატული თეატრის წინ თავისდროზე არსებული უზარმაზარი მოედანი ძალზედ კომფორტული ფართი იყო აქციების, კონცერტების და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ახლა კი რატომღაც ჩათვალეს რომ კინოთეატრის წინ არსებული სკვერი ვერ იტევდა სკამზე ჩამოჯდომის მსურველთა რაოდეობას და მოედნაზე კიდევ ერთი, სრულიად გამოუსადეგარი „კუნძული“ შემოღობეს. რატომ? რისთვის? რეიზა ბოლოსდაბოლოს?!





როგორც გავიგე თავის დროზე ამ კუნძულის ცენტრში შადრევანის მორიგი ამოფრქვევა იყო დაგეგმილი (რამდენად სანდოა ეგ ამბავი არ ვიცი, მაგრამ მოზვინული გემოზაე) მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს და „მიწა მიაყარესო“ სხვათაშორის მიწა მიყრილი შადრევნების ამბავი ამით არ მთავრდება.

ოზურგეთის კინოთეატრის წინ მდებარე სკვერში სულ ორი შადრევანი იყო ( ეს „ომამდე“, კომუნისტების აშენებული). ერთი წრიული ფორმის აუზით და მეორე მართკუთხა, ოდნავ მოგძო. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ეს შადრევნები გაურკვეველი, მხოლოდ მათვის ცნობილი ციქკით ირთვებოდა და ითიშებოდა. ასეა თუ ისე მათი არსებობა არავის აღიზიანებდა. სკვერში მისულს ამჯერად მხოლოდ მომცრო ზომის, წრიული შადრევანი დახვდა. დიდი კი „სამშობლოს წინაშე დამსახურებული ღვაწლისთვის“ სათანადო ჩინმედლებით დაუმარხავთ. ხო, არც მის დემონტაჟზე უზრუნიათ და არც მიყრილი მიწის მოსწორებაზე... 

"შადრევნების ძმათა სასაფლაო"
ერთ ოზურგეთელს ვკითხე: რაა ეს, მიწა რომ მიგიყრიათ მეთქი?! - მაი ძამა ფანტანების ძმათა სასაფლაო გვაქ აქანაო...

არქეოლოგიით გატაცებული მომავალი თაობა, რომელიც ძველი ყორღანების კვლევით იქნება დაინტერესებული გურიაში სასიამოვნოდ გარკვივებული დარჩება, მხოლოდ აქ შეიძლება ყორღანში დაკრძალული დიდი შადრევნის ხილვა.


კიდევ ერთი დამარხული შადრევანი "ლაღიძის წყლების" მიმდებარე ტერიტორიაზე "მღეროდა". ხო, ეს გურიაში ერთადერთი მომღერალი შადრევანი იყო და საერთოდ, ეს კომპლექსი ყოველთვის გამოირჩეოდე თავისი სილამაზით. ძეგლი დატოვეს, ჩანჩქერი და პატარა შადრევანიც დატოვეს. მაგრამ "მომღერალი" შემცირებაში მოყვა, ინერვიულა, გარდაიცვალა და იქვე მიაყარეს მიწა.

აი ის, მწვანე კოინდარი მომღერალი შადრევნის აწ უკვე ყოფილი ადგილსამყოფია
საერთო ჯამში ოზურგეთს ახლა ორი მიწამიყრილი შადრევანი, ანუ შადრევნების ძმათა სასაფლაო აქვს. არ ვიცი ლეონტი მროველი რას გულისხმობდა, მაგრამ...
დამარხულ არს შადრევანი ესე დღემდე მეორედ მოსვლისა?!



ნათელი მომავლის მოლოდინში ალექსანდრე წუწუნავაც იმედიანად გაჰყურებს დასავლეთს. თუმცა იქ იუსტიციის სახლის ( რომელიც ასე ძალიან გავს ბენზინგასამართ სადგურს) გვერდით 90 იანი წლების აჩრდილი - სასტუმრო გურია გატრუნულა


სასტუმრო, რომელიც ისევ ელოდება სიჭაბუკის დაბრუნებას თუ არა გმირულ აღსასრულს მაინც. რაც თავი მახსოვს აი ასეთია. ერთი პლიუსი აქვს, როცა უყურებ და ისევ უცვლელს ხედავ - შენც თავი ბავშვი გონია.


სამწუხაროდ ასე არა მხოლოდ სასტუმრო გურია გამოიყურება ... ეს გურიის დღევანდელი ... და დიდი იმედი მაქვს არა ხვალინდელი სურათია.

აი ასეთი იყო მორიგი გასეირნება გურიაში !

Post a Comment

4 комментария:

  1. სანთელი თუ დოუნთე, დათია, ფანტანებს, სანთელი...

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კი, მოხსენიების დღეცაა - აგვისტოს 15. მივდივართ და საფლავზე ვაგორებთ წყლით სავსე ბოთლებს :)

      Удалить
  2. აუუუ,მართლა რეიზა!! რატომ დაამახინჯეს თეატრის მოედანი!! შენობა მომწონს..რაც იყო,იმას ჯობია ნამდვილად.
    აი,პარკის "გაგრძელება" ცუდად მხდის :(
    თეატრის მოედანი იმდენად დამახასიათებელი რამ იყო ოზურგეთისთვის..:(
    მეზიზღება,ვინც ეგ გააკეთა,უგულოდ,უპასუხისმგებლოდ.
    ან ხალხმა როგორ არ დაუშალა?!
    რატო არ დადგნენ იქ. ბიძინას ჩამოსვლისას კი იყო გადაჭედილი იქაურობა. მარტო გართობაზე და კუჭზე რომ ფიქრობენ.
    :( :(

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სავარაუდიდ მაგ "აღმოცენებული კუნძულის" არსებობა აიუსტიციის სახლმა განაპირობა. თუმცა მაინც ვერ ვხდები რა მოუტანა ამან. აბსოლუტურად უცხო სხეულია

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!