Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ორი მეჩეთის ამბავი !

ორი მეჩეთის ამბავი !

ქსელში არქიტექტურული ქმნილებების თვალიერებისას ერთ ძალიან საინტერესო ნაგებობას წავაწყდი. დიდი იმედი მაქვს რომ ამ პოსტს არ შეაფასებენ როგორც სამომავლოდ ბათუმში ანალოგიურის აშენების იდეის გამღვივებად და მიძინებული "მოვიდა მეჩეთის" აჩრდილს არ გააღვიძებენ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ ნაგებობის სილამაზე მაძლევს იმის სრულ უფლებას რომ ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ნაკლებად ვინაღვლო. ლამაზი?! ლამაზი არა, მშვენიერი. ხო, მშვენიერი ნაგებობა. კიდევ ერთი რეალური ფაქტი იმისა თუ როგორ შეიძლება ქვას სილამაზესთან ერთად იდეური დატვირთვაც შეუნარჩუნო და არქიტექტურაშიც თავისი გამორჩეული სიტყვა თქვა.
პ.ს. პიაცას გავს?! რაღაცით ყველაფერი შეიძლება მიამსგავსო რაღაცას

ეს ხასან მორეს მეჩეთია. ის მაროკოში, ქვეყნის ერთერთ უდიდეს ქალაქ კასაბლანკაშია. წლების მანძილზე ქალაქი დამპყრობლების და განმათავისუფლებლების ხელში გოგმანებდა. რამაც თავისი კვალი ქალაქის და კონკრეტულად მაროკოს არქიტექტურაშიც დატოვა. 1907 წელს, მას შემდეგ რაც მაროკო საფრანგეთის კოლონიად გამოცხადდა დაიწყო ქალაქების სწრაფი განვითარება. როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი საზღვაო-სახმელეთო სავაჭრო ცენტრი კასაბლანკამაც იწყო ფრთების გაშლა. მაგრამ ეს ნაგებობა გაცილებით გვიან აიგო.


კონკრეტულად კი მაშინ, როცა მეფე ხასანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1980 წელს გადაწყვიტეს რაიმე გამორჩეული აეგოთ, ობელისკი, მემორიალი, ან რამე ასეთი .. მაგრამ ბოლოს მოილაპარაკეს აეგოთ მსოფლიოში გამორჩეული არქიტექტურის მქონე, მეფე ხასან მეორესათვის საკადრი მეჩეთი. ასეც მოხდა.

პროექტის არქიტექტორი ფრანგი მიშელ პინსო გახლავთ, სხვათაშორის არა მუსლიმანი. არქიტექტორს დავალება მისცეს, მეჩეთი უნდა განასახიერებდეს მაროკოელთა ერთიანობას და მომავლის უდიდეს რწმენას. რამდენად კარგად გამოუვიდა ფრანგს მეფე ხასანის დავალება ... ძნელი სათქმელია. მაგრამ მეჩეთი - საუცხოოა


მშენებლობის დასრულებისას 1993 წელს მეჩეთი კასაბლანკაში ყველაზე მაღალი შენობა იყო, რომლის აგებაზე სამიათასზე მეტი ადამიანი იღწვოდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს რომ ხასან მეორეს მეჩეთი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი  სასულიერო ნაგებობაა რომელიც 20 ათას მამაკაცს და  მორწმუნე 5 ათას ქალს  დაიტევს. მინარეთის სიმაღლე 200 მეტრია



მთელი ეს კონსტრუქცია სამოცდათვრამეტ ვარდისფერ გრანიტის ბოძს უკავია. მეჩეთის მინარეთი მწვანე ონიკსისა და ოქრისფერი მარმარილოსაგანაა. იატაკის ქვემოთ გათბობის სისტემაა ჩამონტაჟებული. უიშვიათეს , მარაკანულ სტილში შესრულებულ მოზაიკაზე საუბარიც ზედმეტია. დარბაზის განათებას მურანის მინისაგან დამზადებული უზარმაზარი ჭაღები უზრუნველყოფენ, მათი საერთო წონა 50 ტონას აღემატება. დილის ლოცვის დროს, თუ ამინდი ხელს უწყობს, მოძრავი სახურავის წყალობით მზის შუქი თავისუფლად აღწევს დარბაზში. 

ხასან მეორეს მეჩეთი არამხოლოდ სასულიერო დანიშნულების ნაგებობაა, აქ განლაგებულია უდიდესი ბიბლიოთეკა, ნაციონალური მუზეიმი და მედრესე. გარდა ამისა ის უდაოდ გახდა კასაბლანკას არაოფიციალური სიმბოლო.  


რაკი მეჩეთზე და მის არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი მეჩეთის თაობაზე მინდა მოგითხროთ. მართალია ხასან მეორეს სახელობის მეჩეთისგან განსხვავებით ის ძალიან ადრე აშენდა, მაგრამ არქიტექტურული ინოვაციის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ეს გახლავთ ბაღდადთან ახლოს, სამარაში მდებარე მეჩეთი რომელიც 890 წელს ააგეს. სამარის და მთლიანად ერაყის ბრილიანტად წოდებული მეჩეთის ტერიტორიაზე ერთდროულად 80 ათას მუსლიმანს შეეძლო ლოცვა. დღეს ამ მეჩეთისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა, მაგრამ მინარეთი, რომელიც დამეთანხმებით ალბათ რომ ნამდვილად ღირსია ყურადღების, დღემდე არსებობს.


მიუხედავად იმისა რომ მისი სიმაღლე 52 მეტრია, ხვეული კიბის წყალობით, რომლის სიფართეც 2,3 მეტრია. მასზე ასვლის დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ზეცამდე აღწევდა. ხვეული კიბის სიფართის გამო მას "ხვეულ ნიჟარასაც" ეძახიან. ის მსოფლიო მემკვიდრეობის სუაში შეიყვანა იუნესკომ, თუმცა ის რაც გადაურჩა დროს, ვერ გადაურჩა ადამიანის ხელს. 2005 წელს ერაყელმა მეამბოხეებმა მისი აფეთქება სცადეს. საკმაოდ დიდი ძალიზხმევა დასჭირდათ შედგომში მის აღსადგენად. ყოველ შემთხვევაში "ხვეულ ნიჟარას" დღესაც შეუძლია მორწმუნე, ან ნებისმიერი მსურვლი აიყვანოს "ზეცაში".




აი ასეთი იყო ორი მეჩეთის ამბავი რომელიც ჩემმა არქიტერქურულმა ძიებებმა მომათხრობინა. მომავალ შეხვედრამდე. 

1 comment:

  1. მართლაც მშვენიერია...

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]