Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Sunrise House - ოცნება კარიბის ზღვასთან

Sunrise House - ოცნება კარიბის ზღვასთან
ეს ერთგვარი გაგრძელებაა თემისა "სახლი ზღვის პირას". თუმცა აი ამ პროექტს ძალიან ძნელია უწოდო გაგრძელება. ეს ის არის, რაზედაც ყველას გვიოცნებია. ზოგს მეტი, ზოგს ნალები. მაგრამ როცა დაათვალიერებთ ნახავთ (და იგრძნობთ) რომ ეს ის პროქტი და სახლია რომელსაც დიდი სიამოვნებით უწოდებდით "ჩემს" და ამას მისი ძვირადღირებულება კი არა, მისი კომფორტულობა, სისადავე და ელეგანტურობა განაპირობებს. ამ ყველაფერს იმასაც თუ დავუმატებთ რომ Sunrise House -ი კარიბის ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარეობს ... აბა წავიდა ოცნება...





ხუთი საძინებელი, დარბაზი ფიტნესისთვის, კინოდარბაზი, ტენისის კორტი, ბასეინი და ულამაზესი ტერასები. მემგონი ამ ჩამონათვალს არაფერი აკლია გარდა ბედნიერი შეძახილისა "ეს ჩემი სახლია". სხისი არ ვიცი, მაგრამ აი ამ საოცრებას დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი ... დიახ, კვარიათში. ან აფხაზეთში. მართალია ჩვენი ზღვა იშვიათადაა ესოდენ ლაჟვარდოვანი როგორც კარიბებში. მაგრამ იქამდე ჩასვლაც საქმეა. (დავუწინეთ მდებარეობა?!)












დამეთანხმებით ალბათ, ამ ოთახებში საკმაოდ ადვილად დაიკარგება მეგობართა ბარე 10 კაციანი ჯგუფი. აქ ყველაფერია იმისათვის რომ თავი იგრძნო მშვიდად და საჭიროების შემთხვევაში ადვილად იპოვი განმარტოვების საშუალებასაც.






როცა საკუთარი პლიაჟი და ულამაზესი ზღვა შენს განკარგულებაშია ... არ ვიცი, ალბათ დროა საჭირო რომ ამ ყველაფერს შეეჩვიო და გარკვეული ემოცია გამოხატო.



უკვე წარმოიდგინეთ თავი აქ? ძალიანაც კარგი. ხოდა აღარ შეგიშლით ხელს ოქროს ქვიშიან ნაპირზე სეირნობაში. შემდეგ ამოდით ყავაზე .

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]