Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ცისარტყელა სახურავზე

ცისარტყელა სახურავზე
ცისარტყელა ყოველთვის მომაჯადოვებელია. ყველას გვქონია სურვილი მასთან მიახლოვების, მასზე გავლის ან ასვლის. ბავშვური ფანტაზიები რას არ სწვდება ხოლმე. დანიაში კი ეს რეალობად აქციეს. ქალაქ ორხუსიში, სტუდია OLAFUR ELIASSON ის ხელოვანთა ერთმა ჯგუფმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სახურავზე ცისარტყელაში გასეირნების მსურველებს უჩვეულო სანახაობა შესთავაზეს.


"ცისარტყელის" დიამეტრი 52 მერია, სიმაღლე 3.5 მეტრი, ხოლო სიგრძე 150 მეტრი. მთელი წრე ცისარტყელის სხვადასხვა სპექტრის ფერებადაა დაყოფილი და ეს დაყოფა ქალაქის სხვადასხვა უბანს უწევს


გალერეა - Your Rainbow Panorama - ქალაქის ცისარტყელის ფერებად შეფერადებული ხედები იშლება





მშვენიერია ცისარტყელა, განსაკუთრებით თუ ის ნებისმიერ დროს შეგიძლია იხილო, დარშიც და ავდარშიც, დღისითაც და ღამითაც. და არა მხოლოდ იხილო, არამედ გაისეირნო მასში. კარგი იქნებოდა რაიმე ამდაგვარი - არაკვების ობიექტის ხილვა ჩვენს ქალაქშიც. ჩვენც გვიყვარს ლამაზი ხედებით ტკბობა და ოცნება :) ბოლო განსაკუთრებით


2 comments:

  1. ეეე, რა ლამაზია <3
    სულ მინდოდა ცისარტყელაზე მევლო :/

    ReplyDelete
    Replies
    1. მერედა - მემგონი მოახერხებ კიდეც :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]