კარგახანია ყავაზე არ მომიწვევიხარ ჩემს ვირტუალურ კაფეში. არადა რამდენი ისტორია დამიგროვდა შენთვის მოსაყოლი. ბათუმში უკვე იგრძნობა შემოდგომის ოდნავი სუსხლი. ზღვა ახლა ისეთი წარმტაცი და მომხიბვლელია. წამითაც არ გავს ზაფხულის თავნება და უბრალოდ გრილ დიდ გუბეს. ახლა ის უფრო იდუმალი, ფერებით მოხდენილად მოთამაშე და მომხიბვლელია. ხოდა მოდი, აი აქ, ღია ვერანდაზე მოვკალათდეთ. მუსიკასაც ჩავრთავ რამეს და ყავაც მივირთვათ.
ეს დრო მიყვარს. ზღვასთან ჯდომა და ფიქრი. მოხუცი და ზღვა?! ნუ... მთლად მასეც არა. მაგრამ რაკი შენ თავად თქვი, მოდი ყავას მოგიდუღებ - ამჯერად ლათინურად. არა, ცივად არა. სხვანაირად, მაინც შემოდგომაა და ცოტა რომსაც დავუმატებ. რატომ? მერე მოგიყვები. ამას დიდი მეცნიერება არ უნდა. კარგად მოხალული არაბიკას დაფქვილი მარცვლები, ჯეზვეში წყალი და დაუმუშავებელი შაქრის ლერწმის ნატეხი. ხო აი ასე უბრალოდ ვადუღებთ და პირდაპირ ვასხამთ ფიმნჯანში. ხო ... ცეცხლის სურნელი და არაჩვეულებრივი არომატი აქვს. თან რომიც ათბობს.
სწორედ ისე კოსტარიკაში რომ აკეთებენ ხოლმე. ვინ იცის იქნებ სწორედ ასეთმა არომატმა მოხიბლა ჰემენგუეიც. მართალია კოსტარიკაში, კერძოდ კი ბარ "ბოდეგუიტა დელ მედიო"-ში რომ შერეული მაგარი ყავა უყვართ. მაგრამ არავინ არ იცის უყვარდა თუ არა ეს სახეობა, უფრო სწორედ ყავისა და რომის ასეთი ნაზავი ერნესტს. თუმცა ის უდავოდ ცნობილია რომ რომსაც და ყავასაც ძალზედ ეტრფოდა. თუმცა ცალცალკე
ჰემინგუეი უყვარდათ ადგილობრივებს, მეტსახელად „მამასაც“ კი ეძახდნენ. მათაც "მამის" მსგავსად უყვარდათ ალკო და ეს არაჩვეულებრივი სასმელი, რასაც ყავა ქვია. ისინი მიიჩნევდნენ რომ დღეში მინიმუმ ორი ჭიქა ყავა საკნარისი იყო არა მხოლოდ ტონუსში ყოფნისათვის, არამედ ორგანიზმის გამოსაკაჟებლადაც. სხვათაშორის, თუ ბედი გაგიღიმებს და იმ ბარს ეწვევი ( Bოდეგუიტა დელ Mედიო ) რომელსაც ჰემენგუეი ჰყვარობდა, იქნებ იმ მაგიდაზეც მოგიწიოს დასხდომა სადაც ის ყავით იქცევდა თავს და თუ ძალზედ გაგიმართლა იმ მიმტანსაც გაესაუბრები რომელიც მას ემსახურებოდა. რა იცი, იქნებ საინტერესო რამ გიამბოს ერნესტზე.
თუმცა დაახლოებით ვიცი რასაც მოგიყვება.
გეტყვის რომ როცა ჰემინგუეი შთაგონების ძებნაში პირველად ეწვია კოსტარიკას იმდენად მოხიბლულა აქაური ხელოსნების ოსტატობით რომ უკითხავს კიდეც - „რა არის თქვენი შთაგონების წყარო ასეთ სილამაზეს რომ ქმნით“ -ო. იმათაც არ დაუმალავთ და უთქვამთ -„ყავა ჩემო ბატონო, ოღონდ უბრალო ყავა არა. ეს პოას და ირასუს ვულკანების ფერდობებზე ამოსული ყავის მარცვლების ნეკტარია და სწორედ ის აღვიძებს ჩვენში შემოქმედებისკენ ლტოლვას“-ო. ვერავინ ვერ გეტყვით დასაბუთებით დალია თუ არა ჰემენგუეიმ სწორედ ამ ვულკანების ფერდობებზე დაკრეფილი ყავის მარცვლებისგან მოდუღებული ყავა. მაგრამ ფაქტია რომ სწორედ აქ დაწერა მან რომანი „ვის უხმობს ზარი“. რამოდენიმე წლის შემდეგ ის კვლავ ეწვია კოსტარიკას შთაგონების მორიგი „ყლუპისთვის“ და ასეც მოხდა. შედეგად დაიწერა „მოხუცი და ზღვა“.

შთაგონება იქამც იყოს მაგრამ აქვე ისიც მინდა გითხრა, ყველაფერში ნორმაა საჭირო, სხვათაშორის სიყვარულშიც თორე ზედმეტი ტრფიალი რომ არა, ვინ იცის კიდევ სადამდე ეყოფოდა ჰემენგუეს კოსტარიკული შთაგონება.
სხვათაშორის კოსტარიკული ყავა არაბიკა სწორედ მწერლების და ჟურნალისტების სასმელად მიიჩნევა. თუმცა ყავის გურმანემა იციან რომ არაბიკას საუკეთესო შეხამება მისი რამოდენიმე, სპეციალურად შერჩეული სახეობების შერევის დროს გამოდის. გემოც და არომატიც განუმეორებელია. ილლი (ილლყ) ერთადერთი ფირმაა მსოფლიოში რომელიც არაბიკას ცხრა სახეობის ძალიან ფაქიზი შერჩევის შედეგად ქმნის ახალ გემოსა და არომატს და სწორედ ეს, საგულდაგულოდ შერჩეული არაბიკა მსოფლიოს 13 ქვეყანაში იყიდება...
ხო, აი ასეთი იყო ნამდვილი კოსტარიკული ყავა, რომი, ზღვა და ჰემინგუეი. კარგია რომ არ მივიწყებ. შემომიარე, კიდევ ბევრი მაქვს მოსათხრობი.
saintereso posti iyo.warmatebebi:)
ReplyDeleteგაიხარე!
Delete