„სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი მეგონა რომ მსოფლიოში
ყველაზე საინტერესო და საუკეთესო ხალხი ყაზახები იყვნენ. მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა
რომ ქართველები ყველაზე საუკეთესონი ხართ“
ნური ბილგე ჯეილანი
„ როცა პატარა ვიყავი და დედა მასეირნებდა, ყოველთვის
წინ გავრბოდი ხოლმე რადგან დედას თაყვანისმცემელთა მთელი ამალა დაჰყვებოდა თან და ყოველ
ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ. მე კი ეს ძალიან მაღიზიანებდა. მაგრამ ამაზე მეტად ის მაღიზიანებდა
როცა დედის ხათრით მეფერებოდნენ და ამბობდნენ „ეს რა ლამაზი ბავშვია“-ო. მე ხომ ვიცოდი
რომ თავგადახოტრილი და ჩემი ყურების პატრონი შეუძლებელი იყო ვყოფილიყავი ლამაზი. ვთვლიდი
რომ აშკარად სტყუოდნენ და ეს მე ძალიან მაღიზიანებდა“
ელდარ შენგელაია
„როგორ მომდის იდეები?! გავაკეთებ ერთ „ბილიკს“, კარგად
შევისუნთქავ და მერე მოდის, მოდის და მოაქვს ... და რას ვშვები მას შემდეგ რაც ეს კარგი იდეა დამებადება?! რათქმაუნდა
ვაკეთებ მეორე ბილიკს და წავიდაა ... „
ჟენია გორინი
ხო, კიდევ ბევრი საინტერესო ფრაზები, მომენტები, ადამიანები, "ფილმები" და ამბები იყო იმ ერთი კვირის განმავლობაში რაც ბათუმში რიგით მეშვიდე კინოფესტივალი
იმართებოდა. ეს ის ფესტივალია რომელიც ზოგს მოსწონს, ზოგი საერთოდ არ აღიარებს, ზოგიც
წლიდან წლამდე ელოდება და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიანაც. „ძაღლი ყეფს - ქარავანი მიდის“ აშკარაა რომ ორგანიზაციული კუთხით მეშვიდე ფესტივალი
ყველაზე უკეთ გამართული იყო (ყოველ შემთხვევაში რაც მე მახსოვს). მე არ დავიწყებ წიაღსვლებს
და იმის მტკიცებას თუ რატომაა ეს ასე და რომ ძალიან კარგი იქნებოდა ის ასე რომ კეთდებოდეს
და ეს ისე. მოგეხსენებათ ჩვენ ყვლანი სხვის ომში (ბრძენი ნაკლებად) გენიოსები ვართ. გტყვით მხოლოდ იმას
რომ რაც არის - იქედან კეთდება მაქსიმუმი. რათქმაუნდა, ყოველთვის შეიძლება უკეთესი. ხოდა იმასაც გეტყვით რომ მომავალი ფესტივალი კიდევ
უფრო უკეთესი ინება.
ისეც მოხდა რომ ფესტივალის დაწყების მესამე დღიდან
ქვეყანაში რიგი ძალზედ მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის მტკივნეული პროცესები განვითარდა.
რაზედაც შეუძლებელი იყო არ გქონოდა რეაქცია ან გვედზე მდგარიყავი. მაგრამ სამწუხაროდ
ბევრს ერევა ერთმანეთში სოლიდარობა და ისტერიკა. რამოდენიმე ადამიანისგან ისიც მოვისმინე - რა
დროს ფესტივალიაო. ნუ, პოპულიზმი ჩვენი საყვარელი ხილია და ხშირად ვიტკბარუნებთ პირს.
დანარჩენს რაც შეეხება ფესტივალს თავისი ადგილი ქონდა და იქ იყო სადაც საჭიროა, ხოლო
სამოქალაქო პოზიციას ვაფიქსირებდით იქ სადაც ამას საჭიროება, სინდისი და მოვალეობა
მოითხოვდა.
ეს ისე, ოფიციალურ მხარეს რაც შეეხება. შიგნით კი, ო
... ძალიან შრომატევადი, დამქაცველი, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო ეს ყველაფერი.
პირველი ფესტივალი იყო როდესაც საორგანიზაციო საკითხების გამო ნორმალურად მხოლოდ ერთი
ფილმის ყურება დამსცალდა. რის გამოც ჟურნალისტების შეკითხვაზე „რომელ ფილმს გამოჰყოფდი,
რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად?!“. მრავლისმეტყველ პაუზას ვიღებდი და ალალად ვამბობდი
„იცით, მე მაგალითად სახლი კოშკურით ძალიან მომეწონა“. და აქ მთავდებოდა ჩემი კინომიმოხილვაც.
აი დანარჩენზე კი საკმაოდ ბევრი შემიძლია გიამბოთ.
„ეს გაუთავებელი ბანკეტები და წვეულებები“,
„შაბიაბანი
მოგვიტანეს, არ გვინდა მაგრამ მოგვიტანეს“,
„ უკაცრავად, ქალბატონი ბელა ჩამოვიდა?!
- უი ბელა კაცია?!“,
„ ეს ის კაცი არარის? ... აი ის ტიანშანი?!“,
„ უკაცრავად, ეს
ფილმი რაზეა?!“
და კიდევ ერთი - ადამიანი პოზიტივი. რომელთან ურთიერთობაც უაღესად სასიამოვნო იყო. თუ დავივიწყებთ იმას რომ ის ყველასათვის უსაყვარლესი ფილმების რეჟისორი და სახელგანთქმული მაესტრო გახლავთ, ის ძალზედ უშუალო, პირდაპირი და უაღესად სასიამოვნო მოსაუბრეა. ბატონი ელდარ შენგელაია. კიდევ ერთხელ ჩემი მოკრძალებული სალამი მაესტრო.
ამ ხნის განმავლობაში აპოლო იყო კინოდარბაზიც, სახლიც და ოფისიც. იმდენად მივეჩვიეთ იქაურობას რომ ლამის კინოსეანსზე მოსული ადამიანებიც გვეზედნეტებოდნენ ... "შედით მანდ და ნუ ხმაურობთ"
როგორც ყველაფერი, ესეც დასრულდა. ხო, პოსტი დამიგვიანდა.
ხო, არც საამისო დრო მქონდა და არც მომენტი. ხო, საერთოდ არ მჩვევია შემაჯამებელი რაღაცეების
წერა. უბრალოდ ძალიან დატვირთული, მრავალფეროვანი და ემოციურად უხვი საფესტივალო კვირა
გამოდგა. ამ ყველაფრის ერთ პოსტში მოთხრობა წარმოუდგენელია.
კარგი იყო ბიაფი და სექტემბრის შემოდგომა. საინტერესო
ადამიანები, პატარ-პატარა ისტორიები, მოგონებისას ღიმილის მომგვრელი მომენტები და თბილი
ზღვა ...
ბლოგერები. არაჩვეულებრივი ადამიანები. არა, მართლა სხვა ტომი ვართ ! (ამაზეახლავერდავწერდიდიგამომივაპოსტისმაილი)
ბოლოს და ბოლოს ერთადერთი ფესტივალი იყო სადაც "ღმერთმა" თავად ისურვა დასწრება, მართალია თვითმარქვია იყო, არც ერთი ფილმი არ უნდახავს და ძირითადად სხვის ნოუთბუკში ძრომიალით და როგორც თვითონ ამბობდა "მარიამის ვაკანტური როლზე კასტინგი ქონდა გამოცხადებული". მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი, თეთრწვეროსანი ნიუანსი იყო. აბა სხვა რომელი ფესტივალი დაიკვეხნის ამით ?!
ბატონი ბელა რა ლაკონურია :D
ReplyDeleteკიჰ :) სამაგიეროდ ბანკეტებზე ენაწყლიანობდა :)
Delete„ უკაცრავად, ქალბატონი ბელა ჩამოვიდა?! - უი ბელა კაცია?!“
ReplyDeleteამან მომკლა :დ:დ:დ
"კარგი იყო ბიაფი და სექტემბრის შემოდგომა. საინტერესო ადამიანები, პატარ-პატარა ისტორიები, მოგონებისას ღიმილის მომგვრელი მომენტები და თბილი ზღვა ..." - ეჰ :/ მართლაც რომ კარგი იყო :ს
ReplyDelete"ბლოგერები. არაჩვეულებრივი ადამიანები. არა, მართლა სხვა ტომი ვართ ! (ამაზეახლავერდავწერდიდიგამომივაპოსტისმაილი)" - ცალკე პოსტი შეგიძლია დაწერო მაგაზე -.- :დდდდ
დავწერ, სად წავა :)
Delete