Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მაღალი თუ დაბალი - ლოგინი გაგვასწორებს

მაღალი თუ დაბალი - ლოგინი გაგვასწორებს
რამოდენიმე დღის წინ, ბარის ღია აივანძე მსხდომთ საამო ბაასი გვქონდა იმის თაობაზე თუ ... 
ნუ...
როგორც ხდება ხოლმე, როცა სამი მამაკაცი ლუდის სასმელად შეიკრიბება... 
თან როცა აივნის წინ, სასეირნო ბილიკზე ლამაზმანთა საკმაოდ მრავალფეროვანი ამალა აივლ-ჩამოივლის... 
აივლ-ჩამოივლის...
ფორმების, ფრების და ეროვნების მიუხედავად თვალში რატომღაც მაინც მაღალი გოგონები გვხდებოდა. თან რატომღაც იმ მომენტში მომრავლდნენ...
ჩამავალი მზის ფონზე ამ სილამაზის შემყურეთ (აღარ მახსოვს კონკრეტულად რომელს) ერთი კითხვა დაგვებადა - კარგია თუ ცუდი მაღალი ქალი ?!



ამ საკაცობრიო, ფრიად აქტუალური საკითხის წამოჭრის ინსპირატორი კი ბულვარში დადგმული, ფუნთულათა რისცხვა და გულის გამხეთქი, გამხდართა ერთგვარი სიამაყის და საშუალო წონითი კატეგორიის მეტნაკლები თვითკმაყოფილების მიზეზი - ელექტრო სასწორი გახლდათ. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ეს მადლიანი ლაპარაკობს კიდეც. თან განა ლაპარაკობს - გაჰკივის. თითქოსდა მეზობლის ქალების გულის გასახარად, რაც უფრო შეუთავსებელია შენი წონა სიმაღლესთან, ან კიდევ პირიქით - გემოზე ჩაახველებს და მთელი ძალითა და ღონით, რაც კი მის დინამიკებს და ხმის პლატას შეუძლია დასჭექავს - „ваш вес превышает допустимую норму. займитесь физкультурой „. თან იქვე, ამ სასტიკი აპარატის „მფლობელის“ მზერას აწყდები რომელიც ამ მზერით თითქმის იგივეს გეუბნება და ამით კიდევ უფრო გაღიზიანებული უგდებ გამოწვდილ ხელში ხურდას. ასეთი სიმართლე შენ გქონდესო.

ხოდა. სწორედ ამ სასწორის მორიგი „მსხვერპლის“ მომლოდინეთა გულის გასახარად ჰორიზონტზე  ორი გოგო გამოჩნდა - ერთი ძალიან მაღალი და გამხდარი იყო, მეორე კი დაბალი და გემოზე ჩაპურკუნებული. დაახლოებით დონ კიხოტესა და სანჩო პანსას მდედრობითი ინსცენირება იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მოუნდათ თავიანთი წონის გაგება. რათქმაუნდა 50 თეთრიანი სიმართლე, რომელიც სასწორმა უმალვე იღაღადა არც ერთს არ მოეწონა... მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გაგვიჩნდა საბაასოდ საზრდო ( თორე ვითომ ისედაც გვაკლდა )

ყველამ ( ნუ ჩვენ ხო საერთოდ ვარსკვლავებს ვეთამაშებით სიმაღლით ) თითქმის ერთხმად ვაღიარეთ რომ - ქალი უნდა იყოს მაღალი ( ლაშქარ მრავალი და ყმიანი ეგრევე გამოირიცხა. ასევე გამოირიცხა ქუსლებზე, სუფთა ჰაერის მოსაყნოსად ასული ქალიც ) იმთავითვე ლამაზი და ეშხიანი. რათქმაუნდა ჩვენ არ გვიგულისხმია დაფასავით თხელი, უფორმო და ულამაზო სიმაღლე (მამაკაცები მიხვდებიან. ნუ, რათქმაუნდა მკითხველ მანდილოსანთა შეძახილებს "ერთი თქვენს თავს შეხედეთ და მერე"-ო გამოვტოვებ და თხრობას განვაგრძნობ ) მაგრამ ჩვენზე ერთი თავით მაღალ ქალბატონებთან ურთიერთობისას გამოიკვეთა რამოდენიმე თავისებურება რაზეც ღირდა აქცენტის გაკეთება.

  • ის უხერხული სიტუაცია - როცა ბარში (ან სადმე სხვაგან) მჯდომ ლამაზმანს მიაქცევ ყურადღებას. მიხვალ, გაეცნობი, საუბარს გააბამ. შემდეგ ან საცეკვაოდ ან კიდე გასასეირნებლად გაიწვევ, წამოდგები, ხელს გაუწვდი  ისიც დგება, დგება და არ მთავრდება... და შენი გაწვდილი ხელი უკვე საცეკვაოდ გამოწვდილს კი არა ხელში ასაყვანად- ასატატიებლად აწვდილს გავს ( ისე, როგორც ამას ბავშვები უკეთებენ ხოლმე დედებს როცა სიარულში დაიღლებიან )
  • ის უხერხული, მაგრამ ძალზედ სასიამოვნო მომენტი, როცა ცეკვის დროს წამოწყებული, ხშირ შემთხვევაში აბსურდული დიალოგის დროს შენი მზერა არა მის მოციმციმე თვალებს არამედ მის ლამაზად ამოღებულ დეკოლტეს და ჩალაგებულ მკერზეა მიბჯენილი და მისი სიახლოვის, სიმხურვალისა და სილამაზის შემხევარე აფიქსირებ რომ დროდადრო გავიწყდება ზემოდ - მათი პატრონისკენ ახედვა. არა მათთან დიალოგი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ნებისმიერ კითხვაზე როგორც მთავრობაშია - აქაც პასუხი ზემოდან მოდის. ასე რომ მთავარია მათ „მთავრობასთან“ მოახერხო მოლაპარაკება რათა „რეგიონებს“ მერე მიხედო.
  • კიდევ აი ის ბავშვურად სულელური მომენტი - როცა რომან"წ"იკა შემოგეძალება და ზღვის ჰაპირზე, მთვარიან ღამით გაჭერობანას თამაშს მოისურვებ - შეეცადე პირველი შენ გაიქცე და იმან გდიოს, თორემ ის თუ გაიქცა... ძალიან კარგი მორბენალი უნდა იყო... ძალიან კარგი
  • როცა წამოწვიმდება, ქოლგას გაშლი და .... „ მომეცი მე დავიჭერ“

ერთი რეალური ამბავი გამახსენდა. რომელიც გურიაში, ჩემს სამეზობლოში მომხდარა. მეზობლად თურმე ძალიან დაბალი კაცი ცხოვრობდა. გრიშა იმდენად დაბალი იყო რომ წამოჩიტულ სკოლის მოსწავლეებს ძლივს ჯობნიდა. თუმცა ჩვენს გრიშას მასზე გაცილებით მაღალი ქალები მოსწონდა და ასეთიც მოუყვანია. ქორწილის შემდეგ პირველ ღამით ჩაწვა საყვარელ ცოლთან ერთად გაფუმფულებულ ლოგინში. ეფერა ლამარას, ეფერა - ბოლოს წამოიწია, ლოყაზე აკოცა და უთხრა - კაი აბა ლამარია, ჩევედი მე ქვემოთ და ხვალ ქე გამაღვიძეო.

ტანდაბალი მამაკაცების გამოსაქომაგებლად გავიხსენებდი დენი დევიტოს ერთ ფრთოსან ფრაზას - "  მე მიყვარს ქალები ზუსტად იმ დონეზე რა დონეზეც მე მათ ვსწვდები "

ხოდა აი ამ პოზიტიურ ნოტზე შევთანხმდით რომ ეს პოსტი არც მაღალ ქალებზე და დაბალ კაცებზე არ არის. და არსებითად არანაირი მშნიშვნელობა არააქვს რამდენად მაღალი და უხვი იქნება ქალი, მთავარია მოგწონდეს, მოსწონდე და პრინციპში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყველა თანასწორია.

"ლოგინი გაგვასწორებს"

4 comments:

  1. "ნეტავი, გოგოვ, მე და შენ
    ერთმანეთს დაგვატოლაო,
    რომელიც მეტი მოვიდეს
    მაკრატლით მოგვასწორაო". :)
    კარგი იყო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. აჰ, არანაირი მაკრატელი :) მხოლოდ ლოგინი :)

      Delete
  2. "არსებითად არანაირი მშნიშვნელობა არა აქვს რამდენად მაღალი და უხვი იქნება ქალი". კარგი იქნება თუ ამას კაცები ხშირად გაუმეორებენ საკუთარ თავს და არ დაიტანჯავენ თავს უაზრო კომპლექსებით:)

    ReplyDelete
    Replies
    1. დიახ, ლოგინი გგვასწორებს ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]