Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

BIAFF 2012 დაიწყო

BIAFF 2012 დაიწყო

უკვე მეშვიდე სექტემბერია რაც ბათუმის საავტორო ფილმების კინოფესტივალი კინომოყვარულებს საკმაოდ კარგად შერჩეული, საინტერესო და რაც მთავარია ხარისხიანი ფილმებით ანებივრებს. როგორც ყველა ფესტივალი, ბიაფიც წლიდან წლამდე იხვეწება და იძენს წონადი, ანგარიშ გასაწევი ფესტივალის სტატუსს.


ორმოცი სრულმეტრაჟიანი და ამავე რაოდენობის მოკლემეტრაჟიანი ფილმი 22 ქვეყნიდან. წამომადგენლობითი ჟიური. საინტერესო სემინარები და შეხვედრები რეჟისორებთან, რომელთა ფილმებს ძალიან კარგად იცნობენ კინომოყვარულები. ამ ჩამონათვალს რომ გადავხედავთ მემგონი სახელებისა და გვარების დასახელების გარეშეც ნათელია რომ ასეთი სახის ფესტივალი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დასასწრები იქნება.

ბევრჯერ გამიგია რეცეპტები იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გაკეთდეს "კარგი ფესტივალი". ჩვენ, საქართველოში ხომ როგორც წესი ყველა ზე ექსპერტების საკვირაო სკოლის კურსდამთავრებულები ვართ.  მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ბარე შვიდი წელია უშუალოდ თვალყურს ვადევნებ ამ ფესტივალს - შემიძლია გითხრათ რომ იმ ფინანსებითა და იმ პირობებში რა პირობებშიც ეს ფესტივალი ტარდება ... ყოჩაღ ბიჭებო. ქალაქს, რომელსაც მხოლოდ 150 კაციანი კინოდარბაზი შერჩა ესოდენ მოკრძალებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული კინოფესტივალის ზეპომპეზურად ჩატარების თაობაზე ცოტა რეალურად არგუმენტირებული პრეტენზიები უნდა ქონდეს.

იმედს ვიტოვებ რომ ეს ბოლო წელია როცა ბათუმი ბიაფის ფესტივალს მხოლოდ ერთი, მართალია ყველა ბათუმელისთვის ძალიან საყვარელი და ასწელს გადაბიჯებული, მაგრამ ერთადერთი კინოთეატრით ეგებება. ვიმედოვნებ რომ თუ კიდევ ერთი, ცოტათი უფრო ტევადი კინოდარბაზი, ან კინოთეატრი თუ არა, ახლად აღზევებული "საზაფხულო თეატრი" მაინც აიღებს საკუთარ თავზე საფესტივალო ჩვენებების გარკვეულ ნაწილს.

მაგრამ ეგ სამომავლოდ. დღეს კი რიგით მეშვიდე კინოფესტივალი ძალიან ლაღად და კოხტად დაიწყო.

ელდარ შენგელაია - პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის

 ბიაფის დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი - ნური ბილგე ჩეილანი (თურქეთი)

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ. ბიაფის ისტორიაში ფესტივალი პირველად გაიხსნა "საი დე" ფორმატის ფილმით. მართალია ეს ფილმი არ იყო საკონკურსო, მაგრამ უნდა ითქვას რომ ამით მისდამი ინტერესი არ განელებულა პლონელი რეჟისორის - იერჟი ჰოფმანის ფილმი „ვარშავის ბრძოლა 1920“. რომელიც თავისი პატრიოტული სულისკვეთებითა და თავისი პატარა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო დეტალებით, რომელზედაც ერა აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას. საკმაოდ კარგად მიიღო მაყურებელმა.

ფესტივალი კარგად დაიწყო. გახსნის ცერემონიალმა კარგად ჩაიარა და აი ასე ... გემრიელადაც გაგრძელდა...კინოჩვენების შემდეგ სტუმრებს სასტუმრო "ვორდ პალასის" ( WORLD PALACE) ვერანდაზე საამო საღამო ელოდა.



რა გითხრათ მეტი ...ფესტივალმა სტარტი აიღო. კარგად დაიწყო და რატომღაც გული მიგრძნობს რომ ეს ფესტივალი ნამდვილად გამორჩეული, სხვანაირი იქნება. ყოველშემთხვევაში ჯერ ყველაფერი საინტერესო წინ არის. ასე რომ შემოგვიერთდით. შემოდით "ბიაფის" განახლებულ საიტზე. გაეცანით განრიგს, დაჯავშნეთ ბილეთები, მობრძანდით, დაესწარით ფესტივალს და აი მერე რომ გკითხავთ - "აბა.. როგორი იყო?! " მიპასუხეთ ალალად. ჩვენი რობინ ჰუდისა არ იყოს ... ვიწყებთ კიარადა დავიწყეთ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]