ბათუმში მალე კიდევ ერთი ძეგლი დაიდგმება. ფულის გამოძებნა რიგი სხვა ღინისძიებებისთვის ბათუმში როგორც წესი ძალიან ჭირს. მაგრამ ძეგლები გვიყვარს. ხოდა 243 ათასიანი კიდე ორი მშვენება დაამშვენებს ქალაქს. არა, კარგია ის რაც ქალაქს დაამშვენებს. მაგრამ სხვა რამეც ამშვენებს ქალაქს, მაგალითად (ჩემს მიერ ამოჩემებული ) თავისუფალი საგამოფენო სივრცის არსებობაც. თუ მაინც და მაინც ბულვარის ზღვისპირა ზოლზეა აქცენტი - კი ბატონო, გავაკეთოთ მაქ. მაგრამ რავიცი ... მონუმენტალიზმი გვიპყრობს.
ხოდა ასე, ამჯერად "პირველი სიყვარულის" ძეგლი დაიდგმება ბათუმში. ( კარგია რომ ქართველი ავტორი ყავს და კარგია რომ ბერძნული მითოლოგია ცოტახნით მოგვავიწყდა ). ეს "პირველი სიყვარულიც" ზღვისპირა ზოლში "გაიფურჩქნება" და გაახარებს ასაბობღებლად ადვილ ძეგლებთან ფოტოების გადაღების მოყვარულ დამსვენებლებს.
უცნაურია მაგრამ ფაქტია - თურქებისთვის საყვარელი სასურათე ადგილი მემედ აბაშიძის კალთაა. დიდ მემედს სიზმრადაც არ დაესიზმრებოდა თუ ოდესმე მის კალთას თურქთა ესოდენ დიდი ოდენობის საჯდომები გააპრიალებდნენ. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის ვინ არის ეს ულვაშა ბიძია წიგნით ხელში. მაგრამ ძალიან უყვართ. ილია ასეთი დიდი სიყვარული არ ერგო. მაღალზე ზის და ცოტა ძნელია აცოცება.
ხოდა იქ ვიყავით - "პირველი სიყვარულიო" . არა, იდეა ძალიან კარგია, მაგრამ რაიმე თანმიმდევრობაც შევიმუშავოთ რომ ტურისტებისთვის ადვილი და გიდებისთვის იოლად ასახსნელი იყოს. რას ვამბობ?!
აი მაგალითად შევიმუშაოთ "პირველი"ს კონცეფცია და დავიწყოთ ასე. "მობილური სიყვარული" - აწ უკვე გაალნინოვებულ ძეგლს დავარქვათ - "პირველი შემოფეთების" სახელი. მაინც შორიახლო უტრიალებენ ერთმანეთს მთელი საღამო (მართალი კი გადი-გამოდიან ერთმანეთში ) მაგრამ ეგ არაფერია....
შემდეგ უკვე როგორც მოდის - გავყვეთ ბილიკს. მამაკაცი რმელსაც ურიკით მიაქვს თავისი გული -
შემდეგ. მამაკაცი რომელიც თავის გულს ჩუქნის "ვიღაცას" ( სქესი დღემდე დაუდგენელია და ბიჭის მშობლები ნერვიულობენ)
და მერე კი ფოპ, პირველი სიყვარულიც. აბა როგორ...
მერე არ გაცივდეს სცენა და ... თუ ყველაფერი პირველია პირველმა სექსმაც რა დააშავა .. ხოდა ერთი ძეგლი მასაც... რატომაც არა ?!
შემდეგ უკვე შეიძლება ფანტაზიას მეტი გასაქანიც მივცეთ. ბულვარის სიგრძე ამის საშუალებას გვაძლევს. მალე კვარიათამდე ჩავალთ. ხო, მთავარია ამ სცენარში როლიკებზე შემდგარი, წითლად ანთებული გულის დამტარებელი და ახალ ბულვარში სიყვარულ-სიხარულით თავდაყირა დამდგარი ვაჟიც არ გამოგვეპაროს. და აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს სიტყვა "პირველის" ჩაქსოვა. პირველი მაინც პირველია !
ხუმრობა იქეთ დარჩეს და... ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარელი ძეგლი მაინც აი ეს ქანდაკებაა

ძალიან მომწონს შენი იუმორი და კეთილი ცინიზმი. :)
ReplyDeleteისე, ერთი ტკბილი მოგონებების ძეგლიც დადგან რა, ჩემი ხათრით.