Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ექსკურსია ძველ-ახალ ბათუმში და მესაათე მ.კოხი

ექსკურსია ძველ-ახალ ბათუმში და მესაათე მ.კოხი
"რამოდენიმე ხნის წინ ბათუმის ძველი უბანი კიდევ ერთ, ძალიან ლამაზ, ნატიფ და კოლორიტულ შენობას გამოეთხოვა" - ნეკროლოგივით ჟღერს. მაგრამ ასეა. ძველი ბათუმის ისტორიულ უბანში ცუღლუტი ქარისაგან ჩამონგრეულ, მანამდე კი ძირგამოთხრილ და საფასადე კედლის საყრდენ ხიმინჯებ გამოცლილ სასტუმრო ლონდონზე ბევრი დაიწერა და ბევრმაც მიიღო თავისი წილი მოკითხვა. გარკვეული პერიოდი მიჩუმათდა იქაურობაც. ალუმინის ღობის მიღმა ჩამიშუმი არ ისმოდა. მეცხრამეტე საუკუნის ძეგლის ნაირი ოცდამეერთე სუკუნის "ძეგლის" აშენების დაპირება კი მოასწრეს.



რამოდენიმე დღეა ისევ აბუზღუნდა ტრაქტორის ძარა. "ლონდონის" ძველი დიდების ნაშთს. მომიჯნავე შენობასთან დამაკავშირებელ კედელს ებრძოდნენ დღეს. თუმცა რატომღაც მგონია რომ არც იმ მომიჯნავე შენობას უდგას დიდი დრო. სავარაუდოდ ეგეც გაიზიარებს მეზობლის ხვედრს. თუმცა სანამ ეს მომხდარა ერთ აღმოჩენაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც შეიძლება ხვალ აღარ დამხვდეს.
როდესაც ქუჩა გადმოვკვეთე თვალში ერთი უჩვეულო დეტალი მომხვდა. აწ უკვე ჩამონგრეული კედლის მიღმა, მომიჯნავე შენობის გარე კედელზე (ეტყობა სასტუმრო "ლომდნის" აშენებამდე იყო ეს ) დიდი ლამაზი ასიებით გამოყვანილი აბრა დავინახე რომელიც ვინმე მესაათე მ. კოხის ატელიეს მდებარეობას ამცნობდა ძველ ბათუმელებს.


მართალი გითხრათ არ ვიცი ვინ იყო ეს მ. კოხი და რა როლი ითამაშა მის მიერ მომართულმა საათებმა ბათუმის ისტორიაში. მაგრამ თავად ეს ამბავიც ჯერ კიდევ არსებული წარწერითურთ რომ ისტორიის ნაწილია ეს ფაქტია. მაგრამ ვშიშობ რომ მალე ისტორიისვე კუთვნილება გახდება. აი ეს კი სამწუხაროა.

სამწუხაროა ბევრი რამ რაც მშენებლობებთან დაკავშირებით ხდება. კვეხნაში ნუ ჩამომართმევთ და განახლებული და გალამაზებული ბათუმის ერთერთ მეხოტბედ ნამდვილად ვთვლი თავს. მაგრამ ისიც რაც შმენებლობების გვერდით ხდება არ მრჩება უყურადღებოდ. კარგის გვედრით ბევრი ისეთი რამეც კეთდება რაც მართლა მაფიქრებს და ყოველნაირად ვფიქრობ მას ახსნა მოვუძებნო. ხშირად ამაოდ. აი ერთ-ერთი მაგალითი

არადა ერთ გემოვნებიანი დიზაინია ამ ადგილს მართლა სამოთხედ აქცევდა
არა, ეს კოლმეურეობის ბაზრის რიგის მემწვანილეობის სექციის შესასვლელი არარის. ეს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელის გაგრძელებაა. ბარ თყუპებს როგორც კი გასცდებით, გადაკვეთ ჩემს საყვარელ ველო ბილიკს, ტროტუარს და ამ ჯადოსნური არკის გავლით მოხვდებით თურქულ "სამოთხეში" სხვა არაფერი შეიძება ეწოდოს იმ ტერიტორიას, უფრო სწორედ იმას რაც იმ ტერიტორიას დამართეს. განა ცურია ზღვაზე გადამდგარი ტერასები და ზღვაშივე გამავალი ხიდი?! მშვენიერია. მაგრამ აი ის ყირმიზი დიზაინი და დანარჩენი რაც მას უკავშირდება. არა, ეს რაც ლამაზია, არც ბათუმური, არც კოლორიტული. ბულვარის ხედიც, რომელიც ხშირად მზის ჩასვლისას მეწამულ ფერებში კეკლუცობდა ახლა საახალწლო ნაძვისხეს გავს დონერ, ქაბაბ, ჩორბა აირანებით. ნწ. მე ეგ არ მომწონს.


ეს კი კიდევ ერთი მშენებლობაა რომელიც მალე გახდება განხლვის საგანი. ამ მშენებლობას მე ვერც აღწერითი აბრა-ფირნიში ვერ ვუნახე და არც იქაურმა მეზობლებმა იციან რა ხდება. ცნობისთვის გეტქვით. გვერდით, მარცხენა კუთხეში ის ისტორიული სახლია სადაც მონანიების გმირი ვარლამი გამოდის სიტყვით. სადაც დოდო აბაშძე არჩვეულებრივ გამოფენაში დილის ვარჯიშს ატარებს. ხოლო გვერდით რაც შენდება. აი ის, აზიური დეტალებით. მე არ ვიცი რა არის. ჯერ არ ვიცი.

აი ასეთი იყო დღეს ექსკურსია ძველ-ახალ ბათუმში.

2 comments:

  1. ხომ ეგ შენობა მეც მაფიქრებს.... რამოდენიმეჯერ ვიკითხე კიდეც მაგრამ......იმედი,..ისევ იმედი რომ რაიმე ვითომეკლექტიკურს არ შევასკდე..... ეეჰ ჭაჭაის კოშკიც ჩაბარდა ისტორიას ისე რომ ერთი ჭიქაც ვერ გავსინჯეთ.... მთელი ბათუმის ლოთები გაბრაზებულები დადიან... დაგვიბრუნეთ ნაც.მოძრაობა - გვწყურია და პახმელიაზე რა გვეშველებაო... :-))))

    ReplyDelete
    Replies
    1. ჯერ მაგ კოშკიდან არ დაულევიათ და ბახუსი საიდან?! სხვაგან დამთვრალს კი ეგ კოშკი ვერ მოუკლავს წყურვილის გრძნობას - თურმე :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]