შენ გაქვს ბევრი ფული და გინდა ის დააბანდო. ფულის დაბანდების ყველაზე კარგი საშუალება რომ უძრავ მოძრავი ქონებაა ესეც კარგად იცი. იცი სადაც გინდა შენთვის სასურველი შენობის აშენება.. მაგრამ. დალახროს ეშმაკმა... აქ რაღაც შენობა დგას და ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო. მერე? ეგ არის პრობლემა?
- აყალიბებ (ან უკვე გაქვს) კომპანიას რომელიც ძირითადად ნათელი მომავლის მშენებლობით იქნება დაკავებული.
- მიდიხარ და ეუბნები შენობის კანონიერ მფლობელებს რომ შენ ყველაფერს გააკეთებ, დედას, დას და მეზობლის თხასაც გაყიდი, მაგრამ ამ შენობისთვის ყველანაირ თანხას გაიღებ
- გეუბნებიან "ძეგლია"-ო? მერე უთხარი რომ მე აღვადგენ, გავარემონტებ და ძეგლი ძეგლად დარჩება ხეირი კი ჩვენო
- ხეირზე შეთანხმდით? ხოდა ძალიანაც კარგი ახლა ძეგლის დროა. შემოარტყი ხარაჩოები და სანამ ვინმე რაიმეს გაიგებდეს მიასიე მუშები
- მოგისწრეს ქალაქელებმა და ამბავი იკითხეს? რეპეტეე - შენ ყველაფერს იზამ რომ ეს კულტურის ძეგლი თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს და ისტიროა არ წაიშალოს.
- ეგ "ისტორია და ძეგლი" შენი მშენებლობის პროექტში ვერ ჯდება? სართულები აქვს ცოტა და ფორმაც სხვა აქვს? მოგცლია ერთი. შემოგენგრება უცებ.. ხო უცებ. ეგ როგორ ხდება?
- ეს ოხერი "ძეგლები" საკმაოდ კარგადაა ნაგები. ამიტომ. მოშალე ჯერ მზიდი კედლები, იატაკი, ამოჩიჩქნე და გამოქუთნე შიგნიდან ფუნდამენტი და დატოვე ცოტა ხნით საფასადე კედელი, რომელიც ცოტა ხანში მისით წაიქცევა.
- წაიქცა მაგრამ ცალი მხარე? მერე ? იმ დარჩენილი მხარის დატოვებაზე თქვი რომ - უკვე არ შეიძლება, ავარიულია და ვაი თუ ვინმეს თავში დაეცეს?! ამიტომ უნდა დავანგრიო- ვო. ხოდა მიდი, მიასწორ მოასწორე.
- ხალხი აბუნტდა? დაპირდი რომ როგორიც იყო ზუსტად ისეთს ააშენებ და ეგაა
- ახლა ადექი და უკვე ამოღებულ კალაპოტში, მოსწორებულ მიწაზე რაც გინდა იმის "ძეგლი" დადგი.
- ან უბრალოდ დაანგრიე და ის სამარცხვინოდ მცირე თანხა გადაიხადე ჯარიმის სახით რასაც მერე ერთი კვადრატის გაყიდვაში თავისუფლად ამოხვალ. მანამდე კი არკვიონ ტყუილ-მართალი
ამ წეს თუ დაიცავ და ეტაპობრივად მიყვები... კულტურული ძეგლი კი არა თუ გინდა მსოფლიოს ჭიპი იყოს. მოერევი.
ფოსტის შენობა - ჯერ კიდევ დგას |
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!