Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"ქალი ვიცი მე კუხნაში" კი არადა პლიაჟზე

"ქალი ვიცი მე კუხნაში" კი არადა პლიაჟზე
აქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ზღვაზე მივდიოდი და ეს ორომტრიალი რომ დავინახე მეც შევუერთდი. მიუხედავად იმისა რომ შუადღეს ოდნავ გადაცილებული იყო და მზეც კარგა გვარიანად აჭერდა, ტრიბუნებზე მაინც იმდენი კაცი იყო ლეიბორისტულ პარტიას ნამდვილად რომ შეშურდებოდა. დამსწრეთა თითქმის 90 პროცენტი მამაკაცი იყო. ნუ ახლა კითხრა "რატომ" მემგონი უადგილოა. სტადიონიდან შორიახლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იცდიდა. მზის დარტყმისაგან არა მარა გულშეწუხებულთა მოსასულერებლად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.


უკრაინისა და ნორვეგიის თამაში იყო. როგოც ამ ბავშვების მოხატულობაზე მოვხვდი მანამდე სხვებსაც უთამაშიათ.


  ბოლო ხმაზე გუგუნებდა მუსიკა. ხმაურობდა ტრიბუნა. მსაჯი უსტვენდა, 




გოგონები დარბოდნენ


დარბოდნენ


დარბოდნენ




შემდეგ წუთშესვენებაზე იკრიბებოდნენ


თათბირობდნენ, თათბირობდნენ ...


ნერვები, ნერვები, ნერვებიიი...


ამასობაში კონრვეგიამ ისე მოიგო მსაჯების გარდა ვერავინ შეამჩნია :))


შემდეგ კი ვაჟთა ნაკრებების ჯერი დადგა. რუსეთი და ნორვეგია ხვდებოდა ართმანეთს. ტრიბუნების ნახევარი გამოცხადებისთანავე წამოიშალა. ყველაზე სასაცილო მომენტი კი მაინც ამ მატჩის მსვლელობისას მოხდა. რუსეთის გუნდის მხარდასაჭერად და ვაჟების გასამხნევებლად რუსმა გოგნებმა ტრიბუნებზე ცეკვა წამოიწყეს. მუსიკაც შესაბამისი დაემთხვა . "ატპეტიე მაშენნიკი" რუსი გოგონების სილამაზეს ადიდებდა თავის სიმღერაში. ეგრევე მავნებლობამ ჩამოგვიარა...

ეს მაშინ, როცა რუსული ჰიტი გუგუნებდა ...


ეს კი მათი რეაქცია იმის მერე რაც დიდი სიყვარულით "რაჭული" ჩავურთეთ


ერთი სიტყვით ცოტა ვიმავნებლეთ. დიდი ამბავი პრინციპში ჩვენს "დაკრულზე" თუ იცეკვეს :)

სხვათაშორის მათი ვინაობის ამოკითხვა დიალოგისას საკმაოდ უხერხული ადგილიდან ხდებოდა. ვინაობის რა - გვარის უფრო თორე სახელებს ისედაც გეუბნებიან. ხვალ ფინალია. სიმართლე გითხრათ ვის ვგულშემატკვირობო რომ მკითხო ალალად გეტყვით - ქალთა ნაკრებებს.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]