მაისის პირველი შაბათი ხმელი ბალახის განსაკუთრებული
სორტის მოყვარულთათვის ძალზედ მნიშვნელოვანი დღეა. დარწმუნებული ვარ ბევრ ჩვენთაგანს
გაგვაჩნია რამოდენიმე ძალიან სასაცილო ისტორია რომელიც კანაფის ანუ ჩვენებურად „პლანის“
მოწევასთანაა დაკავშირებული. საქართველოში დღეს ბევრს მსჯელობენ მარიხუანას ლეგალიზაციაზე.
თუმცა სიმართლე გითხრათ იმის ლეგალიზაცია რაც ისედაც თავზესაყრელადაა და თითქმის ყველა
ნაბიჯზე... თუმცა ამ იდეის მომხრეებსაც ააქვთ
არგუმენტები !
ნუიორკში, საკუთარ სახლში მჯდომ ქეშ ბილ დანას ერთ მშვენიერ, დაბუღულ დღეს მორიგ „პრიხოდხე“ ერთი
იდეა მოუვიდა . „ ეუ ამის ლეგალიზაცია რა მაგარი იქნება, მოდი მარში მოვაწყოთ?!“ ჩაიფირა
მან და ისე მოეწონა თავისი აზრი რომ კიდე დაარტყა ნაპასი... ამ იდეით გამოწვეული ბოლი
მალევე გაცდა მისი გაბუღული ოთახის ფარგლებს და თითქმის მთელი მსოფლიოს „ბალახის მოყვარულმა“
ნაწილმა აიტაცა და ჭარმოიშვა „მარში მარიხუანასა და მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციისათვის“.
მართალია ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 70იან წლებში
საყვარელი ჰიპები თავიანთ შეკრებებზე გამოდიოდნენ ამ მოთხოვნით "გვაცადეთ მოწევა და ცხოვრებაო". მოგვიანებით (1970
წელს) ორგანიზაცია NORML ჩამოყალიბდა,
რომელიც მსუბუქი ნარკოტიკების აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიოდა და რეფერენდუმის ძალით კანონში აღნიშნული ცვლილებების
შეტანას მოითხოვს.
ამ იდეის მომხრეებს სწამთ რომ მარიხუანას და სუსტი ნარკოტიკების
ლეგალიზაციის შედეგად საგრძნობლად შესუსტდება ნარკოინდუსტრია და მასთან დაკავშირებული
კორუფცია. მარიხუანის დღეც კი დაარსეს -
20 აპრილი.
თუმცა „მარიხუანას მარში“ რომელიც ნუიორკში წამოიწყეს გაცილებით მხიარული
ღონისძიება გამოდგა. მართალია აქაც იგივე მოთხოვნებია ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
მაგრამ აქ, მაისის პირველ შაბათ დღეს, უფრო თამამად იკრიბებიან და გემოზეც აბოლებენ. იჭვარტლებიან, იჭაჭებიან, ითვლიან ცხვრებს, ვარდისფერ გოჭებს და კიდე რავიცი რას ... ( ვის რა პრიხოდი ექნება )
ხოდა ისა.. მაისის პირველი შაბათი როდისააო?!
ერთი ამბავი გამახსენდა. გახსობთ ალბათ ჩვენთანაც დიდი
ზარზეიმით მიდიდა კანაფის განადგურება. მიუხედავად იმისა რომ გარდა მისი არამიზნობრივი
გამოყენებისა ( ამ შემთხვევაში მოწევას ვგულისხმობ) ის საკმაოდ კარგი მასალაა თოკების და ქსოვილის დასამზადებლად. რის გამოც ამრავლებდნენ კიდეც ძველად ამ მცენარეს სოფლებში. გარდა ამისა მავნე მწერებისაგან იცავს იმ ნარგავებს რომლის სიახლოვესაც ისაა დარგული. ამიტომ
გვხდებოდა ხშირად ის ყანების რიგების ჩაყოლებაზეც. თუმცა ეგ ყველა სასარგებლო პლიუსი
იფარება იმ მოყვითალო სქელი კვამლით რასაც მისი მწეველები უშვებენ. ხოდა ეგ ისტორიაც
ზუსტად მოწევასთანაა კავშირში.
ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო (ომამდელი ამბავია)
გურიის ერთერთ სოფელში დიდი რეიდი ჩატარდა. შეიკრიბა პოლიციელების რაზმი და მთელი ზარზეიმით
დაადგნენ ერთერთი გლეხის ყანას რომელსაც (ცოდვა გამხელილი ჯობია და ) ყანის რიგების
ჩაყოლებაზე მობიბინე, მუხლს ზემოდ ამოწვდილი კანაფი ქონდა დარგული. მართალია ეს ადამიანი
ამტკიცებდა რომ ეგ მხოლოდ საოჯახო საქმისთვის (თოკისთვის, სახლისთვის, ნათელი მომავლისთვის)
ქონდა და არა იმ ცუდი რაღაცეებისთვის რაც პოლიციამ იფიქრა და რასაც ასევე სასტიკად
უარყოფთა იქვე შეკრებილი სოფლის თვალცრემლიანი ახალგაზრდობა (ლოზუნგით „ჩვენ გვიკეთებთ
ამას?!“) მაგრამ ჩვენი პოლიცია მტიკე და უდრეკი იყო. ერთბაშად ამოძირკვა ყანაში განთესილი
„ცუდი“ მცენარე და ფაქიურად გაათავისუფლა საწყალი ყანა "ოკუპანტებიდან".
მაგრამ მთავარი ეგ არაა. ეს მავნე მცენარეები ჩვენმა
პოლიციამ ერთ დიდი ზვინად შეკრიბა. მიუხედავად იმისა რომ კანაფი ნედლი იყო ამას არ
შეუშინდა და ადგილზევესცადა მისი ლიკვიდაცია....
საღამოს პირს სოფელში იდილია სუფევდა. საკმაოდ მოზრდილ
მწვანე ზვინს ყვითელი, რძესავით სქელი ბოლი ასდიოდა და დასავლეთის ქარს ის აღმოსავლეთით,
გზის განაპირას წვანე მდელოზე წამოწოლილი ახალგაზრდა მობირჟავეების, მოხუცების და პოლიციის, კვამლისკენ „ჩამოჩოჩებული“ ზოგიერთი მუშაკისკენაც კი მიჰქონდა. არავინ აღარ საყვედურობდა
არც პოლიციას, არც ბედს და არც მთავრობას. ზოგი იცინოდა, ზოგი ცხოვრების ამაოობაზე
ფიქრობდა, ზოგიც უბრალოდ იჯდა და ცხვრებს ითვლიდა. მაგრამ უმეტესობას სახეზე რულ ნარევი,
ნეტარი ღიმილი და თვალზე სიხარულის კურცხალი ქონდა მომდგარი.
ასე გამოიტირეს იმ საღამოს კანაფის მოსავალი.
მარიხუანას ლეგალიზაციას რაც შეეხება... თუ ეს კორუფციის
აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რატომაც არა. მაგრამ მეორე მომენტია ქართული უნორმობა რაც
კანონაკრძალვის დროს სცდება ზღვარს და ნებადართულზე რას მოვიმკით ... ძალიან მაინტერესებს...
მანამდე კი ... გილოცავთ !!!
dokumentur films vuyure marixuanas efeqtebis shesaxeb.
ReplyDeleteturme vietnamis omis dros sastikad ukrdzalavdnen jariskaces marixuanas mocevas imitom rom agresi uqrebodat.
ხო, ალბათ იმიტომ რომ გადადიოდნენ მერე შეტევაზე და გჯებოდნენ სიცილში :))) (ორივე მხარე)
ReplyDelete