Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნისლი. ( Батумски ёжик в тумане )

ნისლი. ( Батумски ёжик в тумане )
სასტუმრო რედისონი
უჩვეულოა ნისლი ბათუმში. ის გაცილებით იშვიათი მოვლენაა ვიდრე მშრალი თოვლი და ცისარტყელა. მაგრამ უკვე ერთი დღეა ბათუმში ნისლი შემოიპარა და გაწვა. ყველაფერი გუშინ გვიან ღამით დაიწყო. ვიფიქრე რომ დილით უკვე აღარც კი დამხვდებოდა, მაგრამ ურმე სადახარ?!.
დილით მეგობარმა დამირეკა - სად ხარ, ზღვაზე გადი. ნახე რა ნისლია -ო. გავედი და სიმართლე გითხრათ დავიბენი. თავი თეატრალური დადგმის მოწმე მეგონა. ლურჯ, ეყნარ ზღვაზე. ნაპირიდან ოდნავ მოშორებით ნისლის სქელი, ბლანტი ღრუბელი გაწოლილიყო და სადღაც ბენზეს ნაპირთან მთავრდებოდა. აი ისე, განგებ რომ ააფარებ შირმასავით რაღაცას.










სურათი არც ღამით შეცვლილა. მძღოლი გავუშვი და დანისლულ ქალაქში ფეხით ხეტიალი დავიწყე. საოცრად ცარიელი მეჩვენა ბათუმი. ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ცრიდა. ნისლმა ქალაქი ჩაყლაპა. წინ მივდიოდი და თითქოს სახლები, ქუჩები, ლამპიონები და ხეები ჩემს თვალწინ, რამოდენიმე ნაბიჯში იბადებოდნენ ბურუსიდან. როგორც კი მოვშორდებოდი ისევ ქრებოდდნენ. ბულვარში მინდოდა რამოდენიმე ფოტოს გადაღება. მაგრამ არაფერი გამოვიდა. ქალაქის ვიწრო ქუჩებში შედარებთ უკეთ სჩანდა ყველაფერი. ქუჩაში თითქმის არავინ დადიოდა. სულ ორი ადამიანი შემომხვდა. საოცარი სიჩუმე იყო. აი ისეთი, თოვლში რომ იცის. ძალაუნებურად The Mist - ამახსენდა. მაგრამ რატომღაც ამ ფილმის განწყობა სულ სხვა განწყობამ გადაწონა. რაღაც უფრო თბილის, მშობლიურის, შენეულის. აი ისეთის. შენ რომ მიდიხარ ნისლში. გზას რომ იკვლევ და იცი რომ ის შენ გელოდება ! 


2 comments:

  1. ra lamazi fotoebia.
    gansakutrebit mcvane mdelos surati momecona.
    Dzlian lamazia, da shevinaxe kidec.

    ReplyDelete
  2. მშვიდობაში მოიხმარე ;) რაც მთავარია მოგვშორდა ეგ ნისლი . ამიერიდან უფრო მეტი მწვანე და ლურჯი იქნება..იმედია

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]