Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ღიმილი

ღიმილი

რაც დრო გადის, სულ უფრო ძნელად ამოსაცნობი ხდება ის ზღვარი სად მთავრდება ზამთარი და სად იწყება ზაფხული. გაზაფხული ამ ორ მეგასეზონს შორის მომწყვდეულ მცირეხნიან გაელვებად იქცა. რაღაცნაირად ჯოკონდას ღიმილსაც წააგავს ბათუმური გაზაფხული. (შესაძლოა ძალზედ გადამეტებული და პოეტური შედარება იყოს) მაგრამ არის რაღაც მსგავსება მათ შორის... ამოუცნობი, ეშმაკური და შემპარავი ღიმილი... ის პეშვით აღებულ წყალს გავს თითებს შორის რომ გეღვრება და ისე გეპარება ვერც კი ამჩნევ... ხოდა სწორედ ასეთივეა ბათუმური გაზაფხულიც და მისი სითბიც ...


პატარა, მორცხვი გოგონასავითაა. ჯიუტი, უხეში ზამთრის და თავხედი, პრანჭია, მყვირალა ზაფხულის ფონზე რომ მიყუჟულა კუთხეში და თუ კარგად არ დაძებნე, არ დააკვირდი შეიძლება გამოგეპაროს კიდეც.

ბათუმში გაზაფხული არც ტყემლის ფანტელების, არც ალმოდებული ბროწეულის და არც კეკლუცი ალუბალის კვირტების აფეთქებას მოჰყავს. გაზაფხული ბათუმში მაგნოლიის ყვავილში იბადება ... და თითქმის მასთან ერთად მიდის. 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]