სარფის სანაპირო
საოცრად ცარიელი იყო. ცარიელი, მყუდრო და მშვიდი. ზღვა? აი ისეთი, უბრალოდ რომ დევს.
არც ღელავს, არც იძვრის, არც იქოჩრება ქარის წამობერვაზე.
ის უბრალოდ მღვრიე, მონაცრისფროდ ლურჯი იყო და იდო .
არც ღელავს, არც იძვრის, არც იქოჩრება ქარის წამობერვაზე.
ის უბრალოდ მღვრიე, მონაცრისფროდ ლურჯი იყო და იდო .
ცარიელ პლაჟზე მხოლოდ
ჩემი ფეხსაცმელის ქვეშ მოყოლილი ზღვის კენჭების ყრუ ღრჭარუნი ისმოდა. ზღვასთან ჩავედი
და ჩამოვჯექი. რა სიმშვიდეა. უკან მოტოვებულ ტრასაზე ჩამოქროლვილი მანქანის ხმაც კი
ძნელად აღწევს, არც ზღვა იწუხებს დიდად თავს. ყველაზე მკაფიოდ აქ ახლა შენი, საკუთარი
ფიქრები გესმის. ზიხარ და გაჰყურებ შორეთს. თავში კი ერთი მეორეს მიყოლებით მოდის ფიქრები. შენს
წარმოსახვაში, წამის მეასედებში იდგმება ათასგვარი სცენა და იწერება სავარაუდო ათიათასობით
სცეარი თემაზე „ნეტავ“. იწერება, იდგმება,
რედაქტირდება, თავიდან იწერება და იდგება და შენ სულაც არ იცი ამ ასიმილიონთხუთმეტიათასი
ვერსიიდან რომელს ამოიჩევს ის და დადგამს შენს ცხოვრებაში, შენივე მონაწილეობით შენივე
სახელობის ერთი მსახიობის თეატრში.
ჰაერი სავსეა მოახლოებული
ცვლილებების მათრობელა განცდით. საღამოს
ზღვის ბრიზს რაღაც სულ სხვა ამბავი მოაქვს, მოაქვს იქედან. ძალიან შორიდან
, მოაქვს შენამდე და თუ გულის ყურს დაუგდებ შენთანაც მოვა. ისე და... რა საოცარი სიტყვაა „გულის ყური“ . ხო, სწორედ
გულის ყური უნდა დაუგდო. აბა ისე როგორ ...
რა კარგია აქ, ქალაქიდან
შორს და შორეთთან უფრო ახლოს. რა კარგია თუნდაც დროებით იმ რუტინულ კარუსელს რომ დააღწევ
თავს და აი ასე, თავისფლად ისუნთქებ „სხვა
ჰაერით“, ჰაერით, რომელიც შენთვის უფრო მშობლიურია ვიდრე ოფისის, ოთახის, სკამის, დერეფნის
და იმ მაკულატურის ნესტით გაჟღენთილი, სიგარეტის მხჩოლავი კვამლივით მჟავე ჰაერისა
რომელსაც თითქმის ყოველდღე ღეჭავ.
თუმცა, არა მხოლოდ ამითაა გამორჩეული ეგ დღე. ეს ისაა რომელსაც პილოტები "точка невозврата"-ს ეძახიან. ეს ის მომენტია როცა თვითმფრინავს, ან გემს საწვავის ნახევარზე მეტი გამოლეული აქვს და უკან მისაბრუნებლად აღარ ეყოფა, უკვე უსიკვდილოდ წინ უნდა იფრინოს-იცუროს-იაროს. ხოდა სწორედ ეგაა დღეს ! ხოდა... წინ. წინ. წიინ.
ჰოჰ. მთვარეც
ამოგორებულა. მზით
გამთბარ ზურგს ჯერკიდევ დარჩენილმა ზამთრის ნესტმა მოაკითხა... აცივდა...
ესეც ახალი მთვარე ! ეს კარგია |
axali mtvaris surati aris ubralod SUPER!!!
ReplyDelete:) მთვარე ყოველთვის ლამაზია ! გაიხარე
ReplyDelete