Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გულის ფსკერი დათბა.

გულის ფსკერი დათბა.

მზე რომ ჯერ გაგიკვირდება, მერე რომ დეფიქრდები, გაიხსენებ, იგრძნობ და გაგიხარდება. მერე მაინც, ტვინარეული მარტისგან დაშინებული თბილად ჩაიცვამ და გარეთ გახვალ. გახვალ და მიხვდები რომ არ უნდა ჩაგეცვა ასე, მაგრამ მზის დანატრებული სითბო გაგაბრუებს და სახლში შებრუნება აღარ გინდა.
გზას განაგძნობ. ქუჩაში შენსავით სახეგაღიმებული და უკვე ქურთუკმკლავზე გადაკიდებული ადამიანები გხვდება და წლის განმავლობაში პირველად სრულიად უცნობი ადამიანები გესალმებიან და შენც ესალმები. გსიამოვნებს, შემდეგ უკვე შენ ესალმები პირველი უცნობს... გაზაფხულია

ოთახში ჯდომას ყველაფერი მერჩია და რაღათქმაუნდა გულმა ბულვარისკენ გასწია. რა გითხრათ. წელს ალბათ მართლაც პირველად ბულვარის ყველა სკამი დაკავებული იყო. თითქმის ყველა სკამს  სიგარეტის ბოლი ასდიოდა და აქედან ჩემდა გასაკვირად უმეტესი "ბოლის ავტორი" გოგონები იყვნენ. რა ჯობია სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევას. სულ სხვა გრძნობაა !!!


ზღვამაც იცვალა ფერიც და ხასიათიც. ახლა ნაკლებად სავარაუდოა უწოდო მას შავი, ის უფრო ზამბახის, ცის, ლურჯ მომწვანო ფერია და არანაირად შავი...

ბულვარმაც სახე იცვალა. ბაგაბაღის პატარებიც გამოეფინენ მინდორზე, აბრეშუმის მატლებივით შეესიენ მწვანეს და დანატრებული ხალისით ბღუჯავდნენ ბალახს, ფოთლებს. რაღაცეებს აკეთებდნენ, ერთმანეთს ექაჩებოდნენ, დასდევდნენ, ემალებოდნენ. მოკლედ ბოდიალობდნენ!


თუმცა ბოდიალი და ხეტიალი არა მხოლოდ მათი ხვედრი ყოფილა. მეც საკმაოდ ბევრი ვიხეტიალე. არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ უბრალოდ მომენატრა. ალბათ იმიტომ რომ კარგახანია ასე არ მიგვრძნია ეს აკვიატებული განყობა რომელსაც "წამოდი იქეთ გავიაროთ" ქვია. რაღაც გათბა. გულის ფსკერი გათბა და მეამა.

გზად ნაყინის გამყიდველი შემომეგება. აი ისე, ბავშვობაში რომ გვიხაროდა ხოლმე მენაყინეს დანახვა, ან მოახლოება. აი ის გრძნობა გამიჩნდა. ასე მეგონა საუკუნეა ნაყინი არ მიჭამიათქო. თუმც რამოდენიმე კვირის წინ გავიხსენეთ სოიოს ნაყინის გემო. მაგრამ ამ გაზაფხულის პირველ მზიან და თბილ დღეს აუცილებლად სჭირდებოდა რაღაც გამორჩეული, არასტანდარტული და რაც მთავარია გემრიელი. ხოდა ... კოვზის რამოდენიმე გემრიელი მოძრაობა და ჩემი ნაყინიც მზად იყო


ნაყინით ტკბობამ ისე შემიქცია ვერც კი მივხვდი თუ როდის გავიარე გზა ბულვარის ზოოპარკამდე. აქაც საგაზაფხული "ლაგება" ქონდათ ფრინველებს. ყარყატი ფრთებს ისწორებდა, ფარშევანგი მის შექაჩალებულ კუდს რომელსაც აშკარად ეტყობოდა მისი სილამაზის თაყვანისმცემელთა ხელი. თუთიყუშები ისევ ჭორაობდნენ და იხვებს ისევ მიტინგი ქონდათ. ვოლიერთან მდგარი პატარა ბიჭი კი ამოტრიალებული ხელის გულების სავსავით აპროტესტებდა იმას რომ ვერანაირად ვერ გადაძვრა წინ აღმართულ ღობეზე და მყივან ფარშევანგს ვერ მოეფერა...


ჰაერში რაღაც ძალიან ნაცნობი, მონატრებული და თბილი ტრიალებდა. ისეთი, ხეტიალის ხასიათზე რომ დაგაყენებს. სახლში რომ უბრალოდ აღარ გინდა. ქალაქი რომ ძალიან ლამაზია და ახლადამწვანებულ ბალახს ჯერ კიდევ ნესტს ნარევი, მაგრამ მაინც რაღაცნაირი სუნი უდის. ქუსლით გათელილი ანწლის? არა, მაგრამ სადღაც მაქ, მიახლოვებული.

გაზაფხული შემოსილა ლენ? შემოსულა კი... მოდის . აწი რაღა გამაჩერებს შინ.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]