12.03.2012

გამომყევი ცოლად! არა ?! უფასოდ მაინც ვივახშმებ

მშვიდი საღამო, მუსიკა, სანთლების ლიცლიცი და წითელი ღვინის მორიგი, გემრიელი ყლუპის შემდეგ კითხვა - გამომყვები ცოლად?! . რათქმაუნდა ძალიან რომანტიულია. ნუ, ცოტა შაბლონურიც. იტყვით ალბათ - რა არის აქ ორიგინალური და შესაშური. ყველაზე საშუალო ხარისხიან ფილმშიც კი ასე ხდებაო. დაგეთანხმებოდით და მეც ასე ვიფიქრებდი ჩემი ისტროიის გაგრძელება რომ არ ვიცოდე, უფრო სწორედ კი მისი ძალიან საინტერესო ნიუანსი. კი, რესტორანში გოგონას მიპატიჟება დიდი ვერაფერი გმირობაა. მაგრამ ამ ამბავს ტყუილად ხომ არ წამოვიწყებდი? გააჩნია (ჯერ გოგოს რათქმაუნდა და მერე ) სად მდებარეობს რესტორანი.

არა. არც ეიფელის კოშკი. არც ვერონა. არც რიო. არც ხმელთაშუაზღვა. არც კიევური საპილმენე და არც სალობიე ლამარა (ეგ რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმეს ეგეთი იდეაც მოუვიდა. რავიცი )
ვისოცკის არ იყოს შენი მეგობრის ერთგულება დარაობა მთებში გამოჩნდებაო. ხოდა ესეც დაახლოებით მანდაა.
ეს რესტორანი ჩინეთში. ერთერთ საკმაოდ მთაგორიანი პროვინციის, ერთერთ საკმაოდ ძნელად მიუვალ და ერთერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობს... ზღაპრის დასაწყისს გავს ხო? ზღაპარი ეგ კი არა რესტორნამდე მისავალი გზაა...

თავიდად დიდი არაფერი, საბაგიროთი გაისეირნებთ. ერთმანეთს თვალებს უჟუჟუნებთ და სიყვარულის ფრთებს აფართხუნებთ.
ხო გაგიგიათ - ცხოვრების საცალფეხო გზაზე ერთად ვიაროთო. ხოდა აი, ამ გზის ფართი სულ რაღაც 40 სანტიმეტრია. მოჰკიდეთ ხელი თქვენს რჩეულს და იარეთ, იარეთ, იარეთ... ან იხოხეთ
უბრალოდ ერთი ნიუანსია. რესტორნიდან უკვე მობრუნებული მგზავრებიც თუ შემოგხვდათ ან უნდა დაუთმოთ და უკან გაიაროთ, ან იმათმა დაიხიონ უკან ან კიდე სიჯიხვე გამოიჩინოთ და რქების სიმყარეც მოსინჯოთ. 
შემდეგ როგორც სიმღერაშია. "სულ ზევით, ზევით. მაღლა და მაღლა" რკინის ჯაჭვს ხელი ჩასჭიდეთ და ქვაში ამოთლილი საფეხურებით ზემოთ წადით. თუ ზერომანტიულობამ აქაც შემოგიტიათ, შეგიძიათ თქვენი სიყვარულის ან სულაც ხსოვნის ნიშნად ბოქლომიც მიაბათ ამ "სიცოცხლის ჯაჭვს"
თუ უკვე გაართვით ამ საქმეს თავი მაშინ გაიხსენეთ (შედარებით) ადამიანური კიბის საფეხურების ეშხი და ამ ციცაბო კლდის ხერხემალს აჰყევით. ხო, კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ და სიყვარულს მაინც და მაინც აქ არ აუხსნით. რა იცით რა ხასიათზე იქნება ... ფრენა დიდხანს მოგიწევთ.
და ჰოი საოცრებავ. რესტორანი. ულამაზესი ხედებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ ნებისმიერი კერძი და სასმელი უფასოა. მოკალათდით სავარძელში, მოისვენეთ, თუ რაიმე ძალა კიდე შეგრჩათ შესვით ცოტაოდენი ღვინო. ძალღონე მოიკრიბეთ და ჰკითხეთ ის რის გამოც ამ მწვერვალზე ამოასკდით. თუ თანხმობა მიიღეთ - გილოცავთ, ისედაც მეცხრე ცაზე ხართ და იფრინეთ ბედნიერად. ხოლო თუ უარი - არაუშავს. გემრიელად დანაყრდით და წამოდით სახლში  - ოღონდ მარტოდ :)

Post a Comment

5 комментариев:

  1. სანამ ცოლი გავხდები ესე თუ მტანჯა, რომ გავყვები მერე რას იზაამს?! :D არც უფასო ვახშამად არ ღირს მგონი ეგ ყველაფერი..:) :D

    ОтветитьУдалить
  2. ამის მერე თუ თანხმობას ეტყვი... ხელის გულზე გატარებს :)))

    ОтветитьУдалить
  3. რატომ გგონიათ მამაკაცებს რომ ჩვენი მოხიბვლა მხოლოდ სირთულეებით შეიძლება...ჭეშმარიტება ხომ სიმარტივეშია...ჩვენ არ ვართ სადიზმ-მაზოხიზმის მიმდევრები :)... ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა მხოლოდ ღიმილი და გულწრფელი დამოკიდებულება :)... არვითარი მნივნელობა არა აქვს იმას თუ, კვების ობიექტი ზღვის დონიდან რა სიმაღლით არის დაშორებული, გადაადგილების რა ფორმით მიისვლემა მასთან ... მთავარია გულწრფელობა :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სოფია, აქ ნებისმიერ შემთხვევაში იქნები გულწრფელი :)

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!