ქალები, ქალები, ქალები. რა სასურველი და სანატრელია ქალი პირველ პაემანზე. მაშინ როცა "თამაში" ჯერ კიდევ იწყება და სანამ ქალური ხასიათის ნიუანსები მსუბუქი ფლირტით იკაზმება.. მაგრამ... შემდეგ იწყება მამაკაცის თავისუფლების "კარიესი"
ყველაფერ სიკეთესთან ერთად მათ ქცევას რამოდენიმე (შეიძლება ითქვას საერთო, შაბლონური) მახასიათებელი აქვს. რა!? მაგალითად:
თუ ის პირველად შეხვდა შენს მეგობრებს, აუცილებლად უნდა
იკეკლუცოს, იკისკისოს, იჭკვიანოს რომ მერე, როცა ის ტანის რხევით ტუალეტისკენ გაემართება,
მეგობრებმა ცერა თითი აწიონ და გითხრან „ხოო, მაგარი გოგოა, არ გაუშვა“.
თუ ზიხარ სავარძელში და იმ არხს უყურებ სადაც მისთვის
საინტერესო არაფერია, რატომღაც ძალიან აქტუალური ხდება შენი თმის კულულებად გრეხვა, შენს მუცელზე
„მოოოვიდა, მოვიდა, მოვიდააა.... ღტღტღტტტ“-ს თამაში. და აუცილებლად მაშინ აღმოჩნდება შენს ნიკაპზე, ან
შუბლზე რაიმე რაც აუცილბლად იმ წუთშივე უნდა ამოგიდინოს მისი გალაკული ფრჩხილებით.
თან არანაირი მნიშვნელობა არააქვს შენს პროტესტს ... რამდენიც არ უნდა იბრძოლო მაინც არ შეგეშვება...
და თუ არ მიუშვებ ... „სულ არ გიყვარვარ!?“. ნუ ეცდები ამ ფრაზის და შენს შუბლზე ამოსულ
წიტს შორის რაიმე ლოგიკური კავშირის პოვნას. უბრალოდ მიუშვი. გაცილებით მალე დამთავრდება
ეგზორციზმის პროცესი. მაგრამ არა შენი წვალება... ამას ყურთან სასიყვარულო და უადგილო
„სიხ!?“, ან „გიყვარვარ!?. ან „ვინ მიყვარსო მეო ვინო!?“-ს ჩურჩული, ან კიდევ სრულიად გასამწარებელი
და საზიზღარი - ყურში კოცნა მოყვება... თავისი ათწუთიანი წუილით და დაყრუებით. სამაგიეროდ
ის ბედნიერია.
საოცრად მნიშვნელოვანი ხდება კალენდრის ის დღეები და
ის „დღესასწაულები“ რომლებიც შენ გახსოვს კი არა, შენ რომ დაგავიწყდა და „ის რომ სულ
არ გიყვარს და ამის გამო რომ არ გახსენდება“ .. აი ის დღესასწაულები. აქ შედის დღეობები,
ნათლობები, იუბილეები, პირველი ესემესის მიწერის, პირველი ვახშმის, პირველად დანახვის
დღეებიც კი.. არ ემთხვევა? კაი ერთი.
რაო? შენ დაგავიწყდა რომ დღეს თქვენი გაცნობის 47 დღეა? გულქვავ. როგოოორ!? არადა ჯანდაბას 69 მაინც ყოფილიყო. მაგრამ 47? ... მთავარი ეგ არარის, მთავარი ისაა რომ შენ დაგავიწყდა და ეგ შეცდომა უნდა გამოასწორო... გამოისყიდო. მერე კი ხვდები რომ ეს ყველაფერი მანკის მიერდაკისრებულ უზარმაზარ და გაუთავებელ "სესხს" ემსაგვსება რომელიც უნდა იხადო და იხადო. თან არანორმირებული გრაფიკით. პლუს ახალი აღმოჩენები გელოდება.
რაო? შენ დაგავიწყდა რომ დღეს თქვენი გაცნობის 47 დღეა? გულქვავ. როგოოორ!? არადა ჯანდაბას 69 მაინც ყოფილიყო. მაგრამ 47? ... მთავარი ეგ არარის, მთავარი ისაა რომ შენ დაგავიწყდა და ეგ შეცდომა უნდა გამოასწორო... გამოისყიდო. მერე კი ხვდები რომ ეს ყველაფერი მანკის მიერდაკისრებულ უზარმაზარ და გაუთავებელ "სესხს" ემსაგვსება რომელიც უნდა იხადო და იხადო. თან არანორმირებული გრაფიკით. პლუს ახალი აღმოჩენები გელოდება.
რაო? ლუწი რაოდენობის ვარდები აჩუქე? - ანუ უკვე აღარ
გიყვარს და მიცვალებულებში ჩაწერე? მიაბარე წარსულს და მიაყარე მიწა?
რაო? კენტი რაოდენობის ყვითელი ვარდები აჩუქე? - ყვითელი
ხომ განშორების ფერია და კენტი? ანუ კენტან გინდა იყო? და შენ არ იცი რომ როცა მის
ნაჩუქარ კაკტუს რწყავ აუცილებლად უნდა ესაუბრო? იმიტომ რომ საუბრის დროს ის უფრო ჩქარა
გაიხარებს!? ( აჰაა, აი თურმე რატო გვესაუბრებით ამდენს )
ღამის 3 საათია. ტელეფონზე მასთან საუბარი ახლად დასრულებული
გაქვთ, ესესაა თვალს რული ეპარება და მოდის ესემესი „ გძინავს?“. რთქმაუნდა პასუხს
„კი“ იცი რომ მინიმუმ სამდღიანი გაბუტვა მოჰყვება. პასუხს „არა“ს კი მინიმუმ კიდე ერთ
საათიანი ესემეს მიმოწერა. მაგრამ ასევე წინასწარ იცი შემდეგი კითხვაც - „რაზე ჰიქრობ!?“ და აი აქ უკვე ხვდები რომ ნებისმიერ
შემთხვევაში პასუხი ერთია „შენზე“. რატომ? იმიტომ რომ რაც არ უნდა მიწერო- „ვფიქრობ
მსოფლიო კრიზისზე“, „გლობალურ დათბობაზე“, „ხვალინდელ თათბირზე“, „ბანკის კრედიტის
დაფარვაზე“... მომდევნო ესემესი მაინც ამ შინაარსის იქნება „მეგონა ჩემზე ფიქრობდი...პკ“.
და მერე მშვიდობით ძილო და გამარჯობა ახსნა-მობოდიშება ესემესებო.
შენ უკვე იცი რომ დენი არამხოლოდ ელექტრო სადენებშია
არამედ კოლჰოტსაც ააქვს. შენ იცი რომ გოგონა გარეუბნიდან მალე განახლდება და რატომღაც
გიხარია. შენი დიდი და პრაქტიკული ჩაის ჭიქა პატარა და საყვარელი გულებიანი ჭიქუნიათი
შეიცვალა. ფეშენ ტივიზე უკვე მაგარი ქალები კი არა საინტერეო კოლექცია იჩითება. კინოში
ფანტასტიკის და ექშენის ნაცვლად ცხოვრებისეული და რომანტიული სევდა გხვდება. სააბაზანოში
წვერის საპარსის გვედრით ტანის სურნელოვანი თხევადი საპონი ჩნდება ქოქოსის არომატით
და ხვდები რომ სადღაც სხვაგან ხარ. ხვდები რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება, მაგრამ
ვერ ხვდები რატომ.
რატომ უნდა გადააყენო კომპიუტერის „ზასტავკიდან“ მომხიბვლელი
პენელოპა კრუზის სურათი.
რატომ უნდა გახსოვდეს რომ მუქი ლურჯი გასუქებს.
რატომაა მის კალენდარში სამი კრიტიკული დღე, შენსაში
კი შეიძება ნებისმიერი დღე იყოს კრიტიკული თუ რაიმე ისე ვერ გააკეთე როგორ უნდა გაგეკეთებია.
ხოლო ის რაც შენ უნდა გაგეკეთებია როგორც საჭირო იყო სრულებითაც არაა გამორიცხული რომ იდეალურად გაკეთების შემთხვევაშიც აღმოჩნდება კარგი.
რა საჭიროა სამი საათის განმავლობაში არჩევდეთ იმ მაქმანებიან
საცვალს რომელიც კაბის გახდის მერე სხეულზე მაქსიმუმ 20 წამი აცვია და კიდევ ათასი რატომ? რისთვის? რათა!?
ეჰ.. ქალები, ქალები, ქალები... გამოსავალი ერთია. თუ არ გსურს რომ მამაკაცის თავისუფლებას და სიმშვიდეს "კარიესი" გაუჩნდეს... გამოსავალი ძალიან იოლია... ხშირ შირად უნდა ეძებოთ ახალი ურთიერთობები (თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ის ერთად ერთი) და კიდევ ერთი, ნუ ეცდებით რაიმე ლოგიკას დაუკავშიროთ ქალების ქცევა და ქმედება... ფუჭი შრომაა.. ეს ისევ ამოუცნობად დარჩება როგორც ქათამის და კვერცხის ამბავი და აი ისიც.. წამწამების ტუშით ღებვის დროს რატომ აღებენ პირს.
პ.ს. და ეს სურნელოვანი ტუალეტის ქახალდი ვინც მოიგონა...მას აშკარად ცხვირი სულ სხვა ადგილზე აქვს.
ჰმ, რა კარგია ეგეთი ქალი რო არ ვარ ))
ReplyDeleteნუუ, კრიტიკულ დღეებს თუ არ ჩავთვლით ))
მართლა!? :) ჰმ... სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ;)
ReplyDeleteბრავო, ბრავო :)
ReplyDeleteკინაღამ ავჩუყდი : )))
ReplyDeleteჩემთვისაც
ReplyDelete))
ეს რა დღეში ჩაუყრიხარ ამ ქალებს :))
ReplyDeleteრაღაც ბევრი ავფიქრდით ერთდროულად ამ თემაზე :). ბევრ რამეში გეთანხმები. http://wp.me/p1MT1L-tC ეს ისე, მოკრძალებით :დ
ReplyDeleteმაინც ქალი ვარ და ეს ყველაფერი არ უნდა მომწონდეს... მაგრამ გეთანხმები ბევრ რამეში.. ქალი მაინც ქალია,არც ეს პოსტი უშველის და ნურც ეცდები მის შეცვლას. შენს მიერ ხსენებული ,, თმის კულულებად გრეხვა, მუცელზე „მოოოვიდა, მოვიდა, მოვიდააა.... ღტღტღტტტ“-ს თამაში.'' არის ქალის მოფერება და ალერსი, შენ რომ ბრაზდები და მაინც ჩუმად ხარ სწორედ ეგ არის რომატიკა და სწორედ ეგ უყვარს შენში. :)
ReplyDeleteნასტასია - ხედავ ხო!? :))
ReplyDeleteგვანცი - მართალი ხარ, ქალი მაინც ქალია და შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ღტღტ-ს რაც შეეხება იმ კონკრეტულ (შეუფერებელ) დროზე მქონდა საუბარი თორე ალერსს რა ჯობია. :) ეგ იგივეა თქვენ რომ საუკეთესო დაქალთან ერთად სხვა დაქალის ახალ ჭორებს გაცხარებით არჩევდეთ და ამ დროს მოვიდეს ის თავისი "უტუტუტუუუ" თი . გეალერსებათ, მაგრამ ამის დროა ახლა!? :)))
როგორც ვთქვი ეგ მართლა უუუსასრულო თემაა და საკმაოდ სასიამოვნოც :)
ჩორვენი¹³ - ;)კინაღამ არ ითვლება... ესეიგი მეორ პოსტიც უნდა :)
Dv0rsky - ;) გაიხარე ! გამიგე ვხედავ :)
katerina - ჩავუჯდები ახლა :)
შეეშვი ასეთ განზოგადებას, ყველა ქალი ერთი არ არის, ისევე როგორც ყველა კაცი. უბრალოდ შენ მოგწონს ისეთი ქალები, მათზე ღადავი რომ უხარიათ :)
ReplyDelete:) ნუ ახლა.. თუ საღადაოა ჩემთვის მნიშვნელობა არააქვს როგორი ქალია. ყველა ქალი ერთი არაა, მაგრამ ქალი ქალია :)
ReplyDeleteმმ საინტერესოა შენი შეხედულებები..ერკვევი ქალების ფსიქოლოგიაში თუმცა ისევე როგორც ყველა კაცი არაა ერთნაირი(ამაში ალბათ დამეთანხმები) ქალებიც განსხვავდებიან..ცოტა აგრესია იგრძნობა მე მაგალითად ვიფიქრე რომ ძალიან განაწყენებული ხარ ქალისგან:|
ReplyDeleteრათქმაუნდა, საბედნიეროდ ყველა ქალი ერთნაირი არარი :) არა, ეგ წყენა არარის, უბრალოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზებისაგან თავმობეზრებული განწყობაა :)
ReplyDeleteრას ვიზავთ..ქალებსაც ხშირად ბევრი რამე არმოგვწონს მამაკაცებში მაგრამ უნდა ვეცადოთ და გავუგოთ (ბოლოსდაბოლოს ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი) :))ძალიან მშვიდობის მტრედად ნუ შემრაცხავ მაგრამ აგრესია მაინც არაა გამოსავალი მგონი
ReplyDeleteგავუგოთ მერე :) ვინაა წინააღმდეგი.
ReplyDeleteკარგად ვიხალისე! :)
ReplyDeleteწარმოვიდგინე, რა ინტონაციით წერდი ამას. :D
ძალიან ბევრი ვიცინე.
ReplyDeleteგაიხარე :)
Deleteნუთუ ბიჭი ვარ ?! o_O
ReplyDeleteდააა მაინც,შენ ეს ყველაფერი მოგწონს))))
ReplyDeleteდა შენ ეს მოგწონს რომ მე ეს მომწონს :)
Deletesurnelovani tualetis qagaldi da kalebis tema rom amoucuravia marto magistvis xar tavis mokvetis girsi:)
ReplyDelete