Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბლინი როგორც ასეთი .

ბლინი როგორც ასეთი .
მოკლედ ასე, რაც აფუშფუშებული, ერბოგადმოსული და თაფლ (და კიდე ათას გემრიელ რამე) მოსხმული ბლინების ფოტოებით ავიკელი ფეისბუქი, ათასი ნერწყვმომდგარი შეჩვენება და წყევლა ლაიქიც დავიმსახურე. როგორც იქნა საღამოს სასურველი ზარიც გაისმა და სამყარო ჩემი "გურმანეთის" ფოტოების გამო მშიერ ამბოხს და მე გალახვას გადავრჩი. სამსახურის კარი გამოვიხურე და რჩეულ ვილაში ბლინიჭამიათა სექტას მივაკითხე.

რეტუალი ძალზედ საკრალული იყო, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი ადამიანები ესწრებიდნენ. საიდუმლო პაროლის, "სად ხართ ამდენ ხანს" და პასუხის "მე ნუ მაბრალებ, მირანდას კითხეს" შემდეგ საგანგებო ოთახში ჩავედით და დაიწყო...

შავი წრის გარშემო შეკრებილები სულგანაბულნი ვუცქერდით თუ როგორ ისხმებოდა ჩვენს მოსლამდე შემზადებული მოთეთრო ბლანტი სითხე, რეტუალური ჯოხის მეშვეობით თუ როგორ აძლევდა მას "ქურუმი" სავსე მთვარის ფორმას და როცა მის ზედაპირზე საკრალული წრეები დაიხატებოდა.. ხელის მსუბუქი მოძრაობით ესხმებოდა წითელი და რძისფერი სითხე. შემდეგ ყველი და ხორციც მიდიოდა სამსხვერპლოზე ... მერე ყველაფერი ოთხად იკეცებოდა და იწყებოდა ...


ერთი სიტყვით მშვენიერი იყო. დიდი მადლობა ეკას რომ ეს მადლი მოისხა და რაც მთავარია " ეს მეც უნდა ვიყიდო და სახლში დავდო" იდეა გაგვიღვივა. შოკოლადის, მდოგვის, ლორისა და ყველის შიგთავსიანი ბლინები, ცხელი ჩაი, ალუბლის წვენი, ლუდი, ყავა და ბლინებივით დამცხვარი საინტერესო ისტორიები.. იფ კარგი იყო. ბევრი ვიხალისეთ, ბევრი გავიხსენეთ, უფრო მეტი დავგეგმეთ და ბოლოს პოლიტიკას რომ მივადექით, ბლინის გემო რომ არ გაგვეფუჭებია უხმოდ ავდექით და დავიშალეთ. მოკლედ ბლინების დღემ უმშვენიერეს-უგემრიელესად ჩაიარა.


ხო, ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ კიდევ რომელი კერძით ავაწრიალო ფეისბუქი :) 

3 comments:

  1. დედა რა კაი რაღაცაა ეს "ეს" – რაც მე ჩემს ტაფაზე მისწორებია ბლინები, ამოვარდნაზე მაქ მხარი:) ხოდა ამ რაღაცას მეც დავდგამდი სახლში, გაფუშფუშების რისკი რო არ მოყვებოდეს :(

    ReplyDelete
  2. მოვკვდი ისე მომშივდა :|

    ReplyDelete
  3. მშვენიერი :) წუთი და ბლინიც მზადაა. გერმიელი,ფუმფულა... იიფ :) შიმშილს კლავს "ნა ხადუ" :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]