Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

აზიზიეს მეჩეთი "ძველ ბათუმში"

აზიზიეს მეჩეთი "ძველ ბათუმში"

რამოდენიმე დღის წინ დიდი დავიდარაბა ატყდა ვიღაცის მიერ ერთ, საკმაოდ სუსტად მოფიქრებულ სლოგანზე რომელიც იუწყებოდა რომ „ამ ქალაქში აზიზიეს მჩეთის ადგილი არ არის“. - ბევნაირად აუღლეს ეს ფრაზა.

-         ანუ მუსლიმანთა ადგილი არ არის?
-         მხოლოდ მართლმადიდებლებისაა?
-         ამას ნაცისტური სუნი უდის

და კიდევ ბევრი ასეთი რამ. მე არც არავისზე მეტი პატრიოტი, მართმადიდებელი, ტოლერანტი და ადამიანთა უფლებების დამცველი ვარ. მაგრამ არც არავისზე ნაკლები. ამიტომაც მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო ამ მშენებლობასთან დაკავშირებით.


  • 1.      ფაქტია რომ მოფიქრებული სლოგანი ძალიან ბუნდოვანია და თუ ადამიანი კარგად არ არის გარკვეუი მის წინა წინადადებების შინაარსში, რომელიც უთუოდ უნდა უსწრებდეს წინ ამ „ ადგილი არ არის“-ს მაშინ რაღათქმაუდა ისე აუღლებს, აკუწავს და გადახარშავს როგორც მას უნდა და ესმის.
  • 2.      ფაქტია რომ თურქეთთან „ვაჭრობა“ წავაგეთ (ცოტათი ცუდი ფრაზაა, მაგრამ ამ შემთხვევაში დიპლომატიას ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მათ საკმაოდ კარგი კოზირი აქვთ. თუქეთი, რომელსაც ისევე როგორც არქეოლოგიური, ასევე ანტიკური და შუასაუკუნეების ძეგლები, რომლთა სანახავადაც ჩამოდიან ძირითადად ტურისტები, საკმაოზე ბევრი აქვს. ორი თუ სამი საქართველოსათვის ძალზედ ძვირფასი ძეგლის არსებობა არარსებობის გამო ის დიდად გოდებაში არ ჩავარდება და არც იდარდებს. დიდი ვერაფერი დანაკარგი იქნება მათთვის. ისინი ამბობენ, გინდათ? შეინახთ, ეპატრონედ, მაგრამ არ აამოქმედოთ. მაგრამ სამაგიეროდ თქვენ, რაკი ასეთი გახსნილები და ტოლერანტები ხართ, აგვიშენეთ ( აღდგენაზე აქ საუბარი ზედმეტია) აზიზიეს მეჩეთი. აჭარაშიც ხოა მუსლიმანები, მათაც ვხეთ პატივიო. თუ არადა ... რავიცი, რაციცი...  მე მაპატიეთ ესოდენ „გლეხური“ ახსნისთვის. მაგრამ რეალურად ასეთი სურათი იხატება. იქ, მათი მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენივე სახლსრებით აღდგენილი და დაკონსერვებული ეკლესიები. და აქ, აშენებული მეჩეთი რომელიც ამ შემთხვევაში წარმატებული თურქული დიპლომატიის წმინდა სახის ბონისად შეიძლება ჩაითვალოს. იუნესკო ისვენებს . გამოდინარე აქედან .. მოლაპარაკების ასეთი შედეგი (და არა მხოლოდ ძეგლების გადარჩენაზე ყაბულს ყოფნა) ჩემთვის მიუღებელია
  • 3.      რატომ არარის მისი ადგილი „ამ ქალაქში“ - აქ საქმე არ ეხება კონკრეტილ ქალაქს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც დიდის მოწიწებით გავიმეორებ. იმ უბანში, სადაც მეჩეთის სავარაუდოდ მშენებლობაზეა საუბარი უკვე არის მოქმედი მეჩეთი და ამ უბანს ძველი ბათუმი ქვია. მოდით ცოტა ძველ ბათუმზე (უბანზე) მოგითხრობთ. ეს მართლაც ისტორიულად ქალაქის ყველაზე ძველი უბანია. სადაც არა მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, სომხები, ბერძნები, თურქები, აისორები. ღირშესანიშნავი და არქიტექტურულად ღირებული სახლები (რომლითაც ახლა იწონებს ძველი ბათუმი თავს) ძირითადად უცხოელების ( ინგილსელები, რუსები, ფრამგები ...) კაპიტალით იყო აგებული და მეტწილად მათ კუთვნილებას წარმოადგენდა. ცნობილი ისტორიული მოვლენების შემდეგ (რომელთა მოთხრობას ახლა არ ვაპირებ) უცხოელთაგან აქ მხოლოდ რუსები დარჩნენ. მრავალი სახლი იტალირ ეზოდ იქცა, კომუნალკა, მიშენება მოშენება. ერთი სიტყვით ძველი ბათუმი უკვე მუშათა კლას ეკუთვნოდა. თუმცა აქ (უბანში) მაინც დარჩა როგორც რუსული ეკლესია, ასევე თურქული მეჩეთიც. აწ უკვე პოპულარული აზიზიეს მეჩეთი კი დღევანდელი თეატრის და მასთან მდებარე თორმეტსართულიანი სახლების შორიახლოს მდებარეობდა. და ისიც დიდი ხნით არა. სწორედ მაქვე ახლოს მდებარეობს ენერალ მაზნიაშვილის რაზმელთა სასაფლაო, რომელიც წლების მანძილზე ასფალტგადაფარებული იყო. (მხოლოდ ეროვნული მოძრაობის დაწყების წლებში მოხდა მათი საფლავების პოვნა ) ეს ისე, საერთო სურათისთვის. დავუბრუნდეთ „ძელ ბათუმს“. როგორც უკვ გითხარით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მდგარი შენობათა უმეტესობა თავის დროზე იტალირ ეზოდ იქნა ქცეული და გადაკეთება გადმოკეთება, მიშენება მოშენებების შედეგად საკმაოდ კარგად შენახული ფასადებს შიგნით დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე არც თუ დიდად სასურველი „ფართები“ იმალება და თუ არის კიდეც, მათი „კაპიტალური რემონტი“ საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. გამომდინარე იქედან რომ ქართველებს, ვისაც სათანადო შესაძლებლობა აქვს გაარემონტოს ან იყიდოს ბინა, გაცილებით ურჩევნიათ შეიძინონ ფართი მშენებარე, ან უკვე აშენებულ ბინებში. რადგან იმ ძველის გადაკეთება ორმაგად ძვირი იჯდეაბათ. შესაბამისად ძველი ბათუმის ტერიტორია უკვე დატოვა მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობამ, უფრო სწორედ კი იმათმა, ვისაც ახალ ბინაში გადასასვლელი „სათანადო, ან საკმარისი“ ფული და ფართი შესთავაზა ინვესტორმა. (ხშირ შემთხვევაში ეს თუქრი ინვესტორებია)  ან კიდე ძველი ბინები გააქირავეს და თავად სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. რატო აქტიურობენ თურქი ბიზნესმენები? იგივე შეკითხვას დაგისვამდით თქვენაც. ხართ ინვესტორი, გსურთ დაბანდოთ კაპიტალი სხვა ქვეყანაში (რომელშიც სხვა რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ) არის ქალაქის ცენტრში პატარა უბანი, კომფორტული, სადაც ასევე დგას პატარა ეკლესია და გარშემო საკმაოდ დიდი რაოდენობაა ქართველების (რესტორნები, სასტუმროები, ოფისები) სად ირჩევდით ბინის, ან ოფისის გაკეთებას ყიდვას ან აშენებას) ?. გამომდინარე აქედან
  • 4.      „ძველი ბათუმის“ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია უკვე კარგახანია დაემსგავსა თუქრეთის პატარა უბანს. საუბარი იმაზე რომ „მერე რა, ეს ხომ კოლორიტია ქალაქისთვის“ აქ სრულიად მიუღებელია. ეს რომ იყოს არა ზრდადი პროცესი კიბატონო. მაგრამ დროთა განმავლობაში ქართველი, სომეხი და რუსი მაცხოვრებლების ამ უბნიდან გამოდინების პრიცესი არ ჩერდება, არამედ იზრდება .მიზეზი იგივეა, მოსახლეობას, შეღებილი და შეკეთებული ფასადების მიღმა მდებარე ფართი აღარ კმარათ სცხოვრებლად, ან სათანადოდ რემონდტს ვერ აკეთებენ უსახსრობის გამო. ჰყიდიან მას ან უბრალოდ აქირავებენ. მომქირავნე კი მეტწილად ისევ თუქრები არიან. შესაბამისად მათი რაოდენობაც იზრდება. იზრდება კოლორიტი სჩაიეებთან „კოლორიტი“ ღამის ბარები, სადაც თურქეთში ვერფეხგამართული ფეხჩვილი მადნილოსნების აქტიური ბენეფისები იმართება და რომელთა „სანახავად“ თურქეთიდან გადმოსული ჯეელების რიცხვიც არანაკლებ იზრდება. ასეთი „ბუდეების“ რიცხვიც ძელი ბათუმის ტერიტორიაზე თანდათან მატულობს. (თუ ვინმე ამაზეც გამოიდებს თავს „კოლორიტიაო“ არ ვიცი, თუმცა არ გამიკვირდება. მჯერა რომ ეგ „წითელი ფარნების ქუჩის“ პროტოტიპი ვერასდროს გახდება). არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მეჩეთის ამ უბანში აშენება კიდევ ერთი საკმაოდ კარგი სტიმული იქნება ძელი ბათუმის უბნის ახალ ტარპზონად გადაკეთების პერსპექტივისკენ. მომიტევეთ მაგრამ მე ამ სურათს ასე ვხედავ.
  • 5.      აჭარაში უკვე საკმაოდ აშენდა მეჩეთებიც, სასულიერო სასწავლებლებიც და პანსეონებიც (რომლებზეც ალბათ იგივე „ტოლერანტობიდან“ გამომდინარე ბევრს არ ვსაუბრობთ) . მე არ ვამბობ რომ ბათუმში მეჩეთის ადგილი არ არის.

მე ვამბობ რომ ძელ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთის ადგილიც და საჭიროებაც არ არის.
კი ბატონო, ჩვენ ჩვენი ტაძრები უფრო მეტად გვტკივა და გვეწვის ვიდრე მათ. კი ბატონო „წავაგეთ“ ეს „პარტია“ და დავთანხმდით მეჩეთის აშენებაზე. შესწორება არა მოქმედი მეჩეთის აშენებაზე. რომლის ამოქმედებაც სავსებით შესაძლებელია რომ რომელიმე მორიგი „ვაჭრობის“ დროს თურქეთიდან წამოყენებული პირობა იყოს (სავარაუდოდ აქ მაცხოვრებელი მუსლიმების მოთხოვნაზე დაყრდნობით) და რომლოს ამოქმედებაც დიდი შრომის საგანი აღარ გახდება. მაგრამ ხომ შეიძლება იმაზე მაინც ვიდაოდ სად აშენდეს მეჩეთი!? რატომ არ შეიძება ესოდენ გაზრდილი სიდიდით ბათუმის სხვა ადგილზედ მისი შენება და რატომ კონკრეტულად ძველ ბათუმში? აზიზიეს მეჩეთი აქ იყო? მაპატიეთ მაგრამ იმ ეკლესია მონასტრების სია რომ ჩამოვთვალო რაც თურქეთში „ოყო“...

კიდევ ერთი ფაქტორი რაზეც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. „თურქეთში რად გინდა მოქმედი ეკლესია, იქ მართმადიდებელი ბევრი გყავს?“ მაპატიეთ მაგრამ.. როგორ ხართ?  ამ შემთხვევაში იმათ მივმართავ ვინ ამ კითხვას სვამს და დიდ მართლმადიდებლობაზე დებს თავს. თქვე კაი დედმამიშვილებო, წმინდა მიწზე რომ მუხლებს იტყავებთ ლოცვით და ეკლესიებს გარს უვლით. იქ რამდენი ქართველი ცხოვრობს... და ეს ისტორიულად ქართულ მიწაზე აშენებული ქართული ეკლესია რით ვერ გახდება თქვენთვის ისეთივე წმინდა. თუ თურქეთი მარტო ტრაბზონის ფორუმი და ქემელფაშას სავაჭრო ჯიხურებია. ათასობით ქართველი, სქართველოდან სმუშაოდ წასული ცხოვრობს თურქეთში და არამგონია ვინმემ იქ წასულმა აქ მყოფზე ნაკლები გულრწრფელობით დაანთოს სანთელი და ილოცოს. მერე მეორე.“ ვის ეჯიბრები, თურქებს!?“. საიდან ასეთი მიდგომა.რატომ არ შეიძლება მათთან კამათი, დავა ან მცდელობა მაინც. დავსთმოთ მაშინ ყველაფერი, რუსეთს ნუ ევავები, თუქრეთს ნუ ედავები, სომხეთს უყურებ? აზერბაიჯანს ნავთობი აქვს. მაშინ გამოვაცხადოთ ოფიციალური სიჩმორე და ეგაა. მართალია შორს ვარ იმ იდეიდან რომ უახლოეს მომავალში თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი დიპლომატიის წყალობით მოქმედ მართმადიდებელ ტაძარში სანთლის დანთების შანსი მქონდეს (აქ საპატრიარქოსაც შეუძლია თავისი კარგი როლი ითამაშოს). მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი სიტორიული, აწ უკვე რესტავრირებულის და დაკონსერვებული მემკვიდრეობის თურქეთში სანახავად ძველი ბათუმის ნაცვლად ახალი ტრბზონდან არ მომიწევს გამგზავრება.


ვიცი რომ შესაძოა ძალიან რთული და შესაძლოა წარმოუდგენელიც კი იყოს. მაგრამ ამ ჩიხიდან გამოყვანა ისევ ქართველ მუსლიმანთა კავშირს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიან. რომლებიც ვერ ხედავენ კიდევ ერთი მეჩეთის აშენების აუცილებლობას. სწორედ ისინი შეიძება გახდნენ ის ბერკეტი, რომლითაც შეიძლება ამ "საქმის" რამენაირად სასიკეთოდ შემობრუნება და მოსალოდნელი. ძალზედ არასასურველი შედეგის თავიდან აცილება.

პ.ს. არანაირად არ ვეხები არც არავის მრწამს და არც ერთ რელიგიას. მუსლიმანი მეგობრებიც მყავს და ძალიან ვამაყობ კიდეც მათთან მეგობრობით. მაგრამ მავანმა და მავანმა კარგად უნდა აწონ დაწონონ ის რასაც აკეთებეს, წყვეტეს და წერეს. ძალიან ადვილია ამ თემაზე არასასურველი რეაქციის აგორება და ამით მხოლოდ გაუარესდება ისედაც არამყარი რეალობა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ შაბლონისა "ვინც მუსლიმანია, ის არ არის ქართველი" იგივე გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლთა სასაფლაოზე, რომლებმაც თავი შესწირეს აჭარის განთავისუფლებას, მუსლიმანი ქართველებიც ასვენია. მე არ ვიცი ვინ როგორ გადახარშავს ჩემს ნაწერს და ვინ რას ამოჭრის და რას დატოვებს. ნებისმიერ შემთხვევაში შემიძლია თავიდან გავიმეორო ყველაფერი და ავხსნა ის რის გამოც დავიწყე ამოდენა პოსტის წერა.

5 comments:

  1. გეთანხმები,მიუხედავად იმისა რომ მივესალმები ტერიტორიიის მიუხედავად ნებისმიერი ისტორიული ძეგლის აღდგენა,მაინც არ მესმის რატომ არ უნდა ამოქმედდეს თუნდაც ტაოში ქართული ტაძარი,ცოტანი არიან აბასის დროს გადასახლებული ქართVელები იქ? თუკი ბათუმშI ცხოვრობენ მუსულმანები,დაე საზღვრის იქით მათაც ჰქონდეთ თავისუფალი აღცევანის უფლება აღმსარებლობისა,მაგრამ არა,თურქეთი ხვდება რომ ამით მოირღვევს სარფის საზღვარს და ტაოს საქართველო მიიერთებს დროთა განმავლობაში და ეს არ სურს.ჩვენ კი ყველას ვაძლევთ პარპაშის უფლებას(

    ReplyDelete
  2. მეტ-ნაკლებად მეც ვეთანხმები დათოს მოსაზრებას, ოღონდ ერთი კითხვა მაქვს: თურქეთი ყოველი შემთხვევაში კი იხედება შორს ჩვენგან განსხვავებით, მაგრამ მაინტერესებს სერიოზულად თქვი და ფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში საქართველო დროთა განმავლობაში ტაოს მიიერთებს? არა, ზოგადად, პესიმისტი არა ვარ, მაგრამ ბოლო 20 წელზე მეტია ძირითადად ტერიტორიების დაკარგვით ვართ დაკავებული და ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეც არ არის მთლად შორეული, ტუ დროზე არ მოვეგეთ ჭკუაზე. ასე რომ, ტერიტორიების მიერთება ხმამაღალი ნათქვამი კი არა, ნაყვირები უფრო მგონია...

    ReplyDelete
  3. თუ იქ აღდგა ტაძრები და ამოქმედდა, შესაბამისად შეიძლება რაიმე ძირეული ცვლილებები წავიდეს და ოდესმე დაუბრუნდეს ეს ტერიტორია საქართველოს. ეს ვივარაუდე თორემ ახლა ამ პერიოდში,ამ პოლიტიკით თბილისსაც ვკარგავთ.

    ReplyDelete
  4. faifurisangelozi - გეთანხმები. ისტორიული ძეგლი უნდა აღდგეს. მაგრამ მე ( სუბიექტური აზრია და სავსებით შესაძლებელია ვცდებოდე ) ისტორიულ ძეგლად მიმაჩნია ის ნაგებობა. იქნება ეს ციხე, კოშკი თუ ტაძარი. რომელმაც მინიმუმ ერთ საუკუნეს მაინც გაუძლო და იარსება მოქმედ მდგომარეობაში. სამწუხაროდ არ ვიცი აზიზიეს ტაძარი ზუსტად როდის დაარსდა. ტაოს მიერთებას რაც შეეხება- ჩვენ საგარეო დიპლომატიის ანბანს მხოლოდ ახლა ვსწავლობთ. როგორც ხედავ ჯერ უმეტესად წაგებების ფონზე. არ მინდა მეთქი ვიხილო ტაო საქართველოს ფარგლებშითქო ვერ გეტყვი. მაგრამ მე მინდა ვიხილო საქართველოს ფარგლებში ყოფნის სურვილით ანთებული ტაო. აი ეს კი სხვაა და ამას მე ვიცი რომ ვერ მოვესწრები. ჩვენ აქ მცოვრები მუსლიმები შ.პ.ს. ქართველებად მიგვაჩნია სამწუხაროდ. და ესეც მეტწილად იმის გამოა რომ მათ თურქებთან ვაიგივებთ და არა ქართველებად ვცნობთ. როდესაც ჩვენ ჩვენსავე კუდაბზიკობას და პროვინციალურ ფაშიზმს გადავჯეკნით. როცა გურულობა, მეგრელობა, აჭარლობა და ასე შემდეგ არა ვინმესზე მეტობის სიმბოლო იქნება (რაც ახლაც კი არსებობს) და შედარებით დავით აღმაშენებლის დროინდელ ქართველობამდე არ მივალთ... ეგ ამბავი ამ ბლოგზევე დარჩება

    ReplyDelete
  5. Она была воздвигнута в 1868 г. по приказу тогдашнего султана как выражение турецкой военной мощи и славы и была как бы символом Османской империи в Аджарии. В 40х годах прошлого века мечеть сгорела. Сейчас на ее месте находится другое здание. То, что турецкая сторона настаивает на восстановлении именно этой мечети

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]