Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

და მაინც მოთოვა.

და მაინც მოთოვა.

ოცდღიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ის მოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა.. არც ველოდი და როცა დილით ფანჯარა გამოვაღე, ჯერ ვერ დადებული თოვლის შემხედვარემ დატბორილი ქუჩები და გაყინული ფეხები წარმოვიდგინე პირველად. თუმც მისი სიჯიუტის წყალობით საღამოსთვის თოვლი თოვლს დაემსგავსა დილინდელი განწყობაც თეთრი საფარით გემრიელად გადაფარა.  და განწყობაც მოვიდა 




სეირნობაზე უარს არასდროს ვამბობ. ეს მოვლენა კი წელიწადში ერთხელ ხდება, აპარატი ავიღე. რეზინის ვალინკებიც, რომელიც დიდი ზარზეიმით შევიძინე, გამოვქექე და ...


დიდი ხანია არ გამიგონია ფეხქვეშ მოღრჭიალე თოვლის ყრუ ხმა. მომნატრებია. ქუჩებიც ცარიელი და მხოლოდ ალაგ-ალაგ გათელილი დამხვდა. თოვამაც უმატა. 




თოვის შემყურეს უცნაური გრძნობა გეუფლება. თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობი, ძალიან ახლობელი და შენეული მუსიკა ჩაგესმის... ეს გრძნობა მაშინ უფრო მძაფრდება როცა თითქმის ცარიელ, დათოვლილ ქუჩაში მიდიხარ.


ამ გრძნობას ააქვს რაღაც საერთო გასული დღესასწაულისაგან დატოვებილი განცდის, სადღაც მიმალული სევდის, სახლში მიმავალის სითბოსთან და ცხელ ჩაისთან თანაზიარების, მონატრებული სიმყუდროვის და ძველ მეგობართან შემთხვევით შეხვედრით გამოწვეული ემოციების ისეთივე თოვასთან როგორიც ახლა თოვს... გულიანად, ოდნავ დაგვიანებით. 



ზამთარში ყველაზე მეტად ფასობს ის გრძნობა, რომელიც შიგნიდან გათბობს და განათებს. გაზაფხულზე ეს უბრალოდ ბიოლოგიაა, ზაფხულში ეს უბრალოდ ქიმიაა, შემოდგომით ეს უბრალოდ ნოსტალგიაა... ზამთარში კი ის ნამდვილია ... განსაკუთრებით მაშინ , როცა თოვს .


კარგია რომ მოვიდა. არ ვიცი რა დამხვდება ხვალ. ან დამხვდება კი საერთოდ ის რაც დღეს იყო. იქნებ უბრალოდ გაწყალდეს და გაქრეს სიზმარივით. არ ვიცი. მაგრამ ...


მაგრამ კარგია რომ მოვიდა, მერე რა რომ 20 დღით დაგვიანებით. მაინც ხომ მოვიდა. ჯერ ისევ ზამთარია. თოვლიანი, მაგრამ საოცრად თბილი ზამთარი ...


აი, ახლა კი გილოცავთ ახალ წელს. 


ბათუმი, თოვა, ზღვა, ზამთარი. 

2 comments:

  1. რა ლამაზი სურათებია,რომანტიკაში გადააგდებს ადამიანს..

    ReplyDelete
  2. მერედა კარგია !!! :) ამ ზამთარს რომანტიკაში გადაგდება ჯობია :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]