Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბოლო სიტყვები ... რომლებიც ისტორიამ არ შემოგვინახა

ბოლო სიტყვები ... რომლებიც ისტორიამ არ შემოგვინახა

ამ ქვეყნად ყველაფერი სრულდება. ყველა ადამიანს, რაოდენ დიდი და დიადიც არ უნდა იყოს მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, ერთი, საერთო ბოლო აქვთ. თუმცა აქაც ზოგიერთი ცდილობს იყოს ორიგინალური და თავისი ბოლო ფრაზითაც ან ბოლო ფრაზით მაინც დაამახსოვროს სხვებს თავი. ბევრი ვიცით ლეგენდად ქცეული, ისტორიის მიერ შემონახული და საზეპირობად ქცეული „ბოლო სიტყვები“. თუმცა ყველა არა, უფრო სწორდე ყველა როდი გახდა ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი. ხოდა მოდი ახლა ამას გამოვასწორებ.
გთავაზობთ იმ „ბოლო ფრაზებს“ რომლებიც ისტორიამ ვერ ან არ შემოგვინახა :


  • ასტრონავტი - ა, რიგზეა ყველაფერი, ჰაერი ჯერ მეყოფა
  • მძღოლი - თუ არ ჩააქრობ დალნის და ჩემს ფეხებს ჩაგიქრობ მეც
  • ბიოლოგი - არა გენაცვალე, ეს გველი არაა შხამიანი
  • გამნაღველი - დამიჯერე, უეჭველი წითელი შნურია
  • ხიდიდან მხტომელი ჯამპერი - ვაა გვირილა?
  • ქიმიკოსი - და ეს რომ ცოტა კიდე გავაცხელოთ?
  • ავტოინსტრუქტორი - კარგი გოგონი, ახლა შენით სცადე
  • ყასაბი - ანზორ, ერთი ეგ ნაჯახი მესროლე
  • ვაგზლის სასადილოს კლიენტის - მმმ, ეს სოკოს სალათი გემრიელია
  • ახალბედა ჯარისკაცი ხელყუმარით - უმფროსო, ეს მოვხსენი და ოცამდე დავითვალო ხო ?
  • ჟანა დარკი -წვიმა მაინც წამოვიდეს
  • ჯეიმს კუკი - ქაჯებოო, ჯერ მოგეკალით და მერე მო...
  • ჯორდანო ბრუნო - ტრიალებდა ბოზი ვიყო მაგრამ აღარ მოვწევ ვსიოოო
  • დეზდემონა - მე ათეისტი ვარ
  • ტარზანი - რომელმა მაიმუნმა დააფსით ლიანაააას
  • მზეთუნახავი - რა იყო შე კაცო, მე მზათ უნახავი ვარ თორე კაცის კიარა
  • დონ კიხოტი - ვერ მითხარით ეგ თუ დენის წისქვილი იყო?
  • თოვლის ბაბუა - კრემატორიაა?
  • ადამიანი ობობა - აეროზოლი და არა დიხლაფოსიიი
  • ფიფიქია - ვაშლის გამყიდველოო, მიწა დასაყრელოო
  • ალიბაბა - დიმ-დიმ, ბუმ-ბუმ, ჯიმ-ჯიმ, დურან-დურან გაიღე... ამ სკლეროზის დედაც
  • ჰიტლერი - эва, какая гадость эта ваше заливная рыба!!!
  • პუშკინი - დანტეს შე ბოზო
  • პაატა სააკაძე - და ერთიანად რომ გამაგზავნოთ საქართველოში ძვირია ხო შიპინგი?
  • ცოტნე დადიანი - ხომ ვამბობდი ლეღვის მურაბათქო, თაფლზე ალერგია მაქვს!
  • მოღალატე - ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთო, უი, ბატონო ერეკლე, ეს თქვენ ხართ!?
  • იაზონი - მეგრელის მოყვანისთვის უარესი მეკუთვნის
  • ხულიო იგლესიასი - მიყვარხარ ბათუმიიი 
  • ანნა კარენინა - ცოტას წამოვწვები 
  • ხატია - კი, გხედავ სოსოია გხედავ... ნენა რას გავხარ სოსოია!?
  • შალვა ნათელაშვილი - ბატონო მიქაელ, არ გვინდა ეგ სოროსის ფულით ნაყიდი ცელის ტრიალი
  • ვლადიმერ პუტინი - ოო, ამ წითელ ღილაკზე ჯერ არ დამიჭერია. 
  • ჯაკომო კაზანოვა - შენ არ გითქვამს რომ შენ სვანი ხარ!?
  • კაპიტანი ნემო - რაა ააქოთეთ აქაურობა, მალე გაანიავეთ
  • გოჭი გურიაში - ვაა, დღეს კალანდობაა!?
  • გურული პარტიზანი დახვრეტის წინ - მომეწიეთ უკან

6 comments:

  1. :DD მეგრელის მოყვანისთვის უარესი მეკუთვნის

    ReplyDelete
  2. გურული პარტიზანი დახვრეტის წინ - მომეწიეთ უკან =)) =)) გურია მაინც სხვაა :D

    ReplyDelete
  3. :) ეს ისაა რაც ისტორიამ ამოჭრა... და ცენზურამ რაც ამოჭრა ის ხომ საერთოოოდ :)))

    ReplyDelete
  4. ჯეიმს კუკი რა საწყალია :დ:დ

    ReplyDelete
  5. არადა, ერთხელ ვთქვი, რომ ცუდი განწყობის დროს შენს ბლოგზე უნდა შემოვიარო.
    რატომ არ შევასრულე დანაპირები? აშკარად ღირდა არადა :)
    ნუ, თან ორჯერ ვარ ნახსენები პოსტში :P

    ReplyDelete
  6. კუკს ნებისმიერ შემთხვევაში არ გაუმართლა :)))

    გვირილაა - ამიტომ უნდა შემოხვიდე ხშირააად :) ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]