დღესასწაულის მოსვლა ყველთვის გვიხარია. ყველას ჩვენი, გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულიც კი გაგვაჩნია რომლისთვისაც საგანგებოდ ვემზადებით და ავღნიშნავდ დიდი ზარზეიმით. შესაძლოა ეს არ იყოს საყოველთაო, საერო ან საეკლესიო ზეიმი. უბრაოდპატარა საკუთარი დაბადების დღის სწორი ან რაიმე კონკრეტულად შენთვის სამახსოვრო თარიღთან ან სულაც განწყობასთან ერთად მოსული დღესასწაული. ნებისმიერ შემთხვევაში თუკი მას გულით ელი ან მისი აღნიშვნა შენთვის ძალზედ სასიამოვნოა, ის შენი დღესასწაულია.
ძალიან მინდა უკვე არსებულთ (რომელთა მოსვა გაცილებაც ნაკლებად ან მეტად გვიხარია) კიდევ ერთი, ძალიან სადა, არაფრით შემბოჭველი, არანაირი ვალდებულების დამკისრებელი, ძალზედ უბრალო, სულისთვის საამო, ცად აფრენილი ნატვრების დღესასწაული დავაარსოთ.
ხო, დავაარსოთ, გადმოვიღოთ, გადმოვაკოპიროთ, გადმოვხატოთ.. ოღონდ გავაკეთოთ.
წარმოიდგინეთ: ბათუმი, აგვისტოს მიწურული, ზღვის პირას ჩამავალი მზის მომლოდინე ადამიანთა დიდი ჯგუფი რომლებიც უბრალოდ სხედან და უცქერენ თუ როგორ ჩადის მზე. როგორ იწურება ზღვაში დაისი. როგორ გამოჩნდებიან პირველი ვარკვლავები. შემდეგ კი ნაპირზე პატარ პატარა ვარსკვლავებივით აენთებიან ცეცხლის ალები. ისინი გამრავლდებიან, გაღვივდებიან და მალე პირველი ანთებული, ცეცხლისფრად განათებული ფრანი ასცდება მიწას. შემდეგ მეორე და მალე ასობით ცეცხლისფრად განათებული, ადამიანების ოცნებებით ატაცებული ფრანი გაცურდება ზღვის თავზე...
არადა ამ უწყინარ დღესასწაულს ხომ დიდი არაფერი უნდა. უბრალოდ მონდომება. ოდნავ ფინანსები და ჩემისთანა, ან ჩემზე ძლიერ ამ ყველაფრის გაკეთებით დაინტერესებული ადამიანები. გავაკეთოთ ეს. წელს. ზაფხულში....

გავაკეთოთ ეს !!! შევქმნათ დღესასწაული !!!
ცაში აფრენილი ნატვრების დღესასწაული
ამ ბოლო დროს ვფიქრობ სულ მეც, რამე ასეთი დღესასწაულის დანერგვაზე საქართველოში. არაფერი არ გვაქვს მსგავსი, რომ დავფიქრდი. უბრალო და ადამიანური დღესასწული :)
ReplyDeleteაუცილებლად ჩამოვიდოდი ბათუმში, თუ მოეწყობა :)
ძალიან მინდა გამოვიდეს. პრინციპში ყველაფერი ჩვენს აქტივობაზეა დამოკიდებული
ReplyDeleteდღესასწაული რომელიც არავის ეძღვნება და არავინ გავალდებულებს რამეს...