26.10.11

ჩემი ოთახი

ოთახში ხის სუნი დგას. დაღლილი ჩამოვჯექი ლოგინის კიდეზე და ნაცნობ კედლებს მოვავლე მზერა. აქ არაფერი შეცვლილა. დრო თითქოს არც გასულა.თითქოს ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი დაძინებამდე ჭერზე რო აცეცებდა ფართოდ გახელილ თვალებს და ოდნავ დაბზარულ, ალაგ ალაგ ჩამოყრილ თეთრ საღებავზე გაჩენილ ბზარებში ცოველების, ხეების, ზღაპრის გმირების სილუეტების ამოცნობას სცდილობდა.

23.10.11

ქართველი ფარაონების საიდუმლო

ხოდა ასე ნენა. მეცნიერებმა ბევრი თხარეს თუ ცოტა თხარეს ძალიან კაი რამე ამოთხარეს. იმფერი ამოთხარეს რომ ახლა სად წეიღონ არ იციან. მოკედ რომ ვთქვათ აი ზეზვა და მზია ისე გაზეზვამზიებულან რომ მარტო ევროპა კი არა აზიაც და აფქიკაც დაგვიზეზვია და არ ვიცოდით. დიდი კი აფერი არ მოხდა. ეგ ადრეც გვეცოდინებოდა ამ ძველ ისტორიკოსეს ასოების ჩაწერა რომ არ ეშლებოდეთ. ადრე გახსოვდეს იქნება ციცერონი ჩაწერეს მარა კიკერონი იყო ი კაზახი. ხოდა რა დასაკვირია მაი აბდლები თ-ს და ტ-ს რომ ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთისგან.

თუთა ხამონია ტუტულის ძე
რაი და აი ტუტანხამონი, ასე რომ გადარია მთელი ქვეყანა და ყველაზე ცნობილი ეგვიპტის ფარაონიაო რომ იძახიან, ჯერემც ერთი ყველაზე ცნობილი იმიზაა რომე გოუქურდავი ნახენ მისი აკლდამა და გადირიენ იქანა ნანახი სიმდიდრით. თვარა მაგაზე გაცილებით მდიდრები იყვნენ სხვა ფარაონები, მარა იგენი არეულობის დროს გოუძარცვიან. აი შემეინახეს მერეიზა მარა დაასწრეს არქეოლოგებმა და ე.. ეიანცეს ყველაფერი. იმ ქენქერა მემატიანეს კი შეცდომით დოუწერია კელდაზე მისი სახელი თვარა რააის ეგვიპტელი, გაქანებული თუთა ხამონია იყო მაი ბაღანე, ტუტული ხამონიას შუათანა ვაჟი.

19.10.11

მოდი, იპოვე შენი ტალღა.

ღამის ეთერა. გარეთ წვიმს. მშვენირი საღამოა იმისთვის რომ სხვებსაც კარგი განწყობა შევუქმნა. მუსიკალური ბაზაც ხელთ მაქვს. ვიქექები და ვეძებ. იქნებ ეს სიმრერა ვინმეს ამჟამინდელ განცდას გადმოსცემს... იქნებ ეს სიმღერა გამოხატავს ვინმეს გრძნობას. განა ამ წვიმიან საღამოს ცოტანი იქნებიან ისინი "მენატრება" რომ  აწერიათ სევდინ თვალებში. ან კიდევ ისინი ვინც ერთად არიან და რაღაც განსაკუთრებულის, მნიშვნელოვანის თქმა სურთ ერთმანეთისთვის? ან კიდევ ისინი ძველი დრო რომ ახსენდებათ და თავისთვის ფიქრობენ "ხო.. ეს იყო... რა დრო გასულა". ან იქნებ ანცობა სურს ადამიანს? კიდევ რამდენი განსხვავებული განცდა და განწყობა შეიძლება დაეფლოს ადამიანს ამ წვიმიან საღამოს... იქნებ ეს სიმღერა... თუმცა დრო მაქვს და მივყვეთ ნელი-ნელ... ისტორიიდან ისტორიამდე... განწყობიდან განცდამდე. ყოველი სიმღერა ხომ ადამიანივითაა...

05.10.11

ბათუმში, ზაფხულობით ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები


 ზაფხული მიაბარეთ წარსულს. უკვე ისე გემოზე აცივდა რომ ზაფხული მოგონება-ც შეიძლება. კონკრეტულად კი იმ სასაცილო სიტუაციების, რომლებიც ასე ბლომად ხდება მაშინ როცა უცხო ქალაქში ჩადიხარ და ერთად-ერთი საშუალება რაღაცის გაგებისა გამვლელის გაჩერება და კითხვის დასმაა.

ბევრჯერ გავუჩერებივარ ქუჩაში და ათასი რაღაც უკითხავთ. ხოდა ახლა მინდა ის, მეტნაკლებად დასამახსოვრებელი კითხვა გავიხსენო რაც გონებაში ჩამრჩა. თან უმეტესობა რატომღაც "უი"-თი იწყებოდა. ხოდა მეც ასე დავიწყებ მათ ჩამოთვლას. ესეც ისეთივე სულელური ჩამონათვალია როგორიც "შენც" იყო. უბრალოდ, უსაქმურობის გამო ;)

მაშ ასე, ყველაზე მეტად დამამახსოვრებელი კითხვები :

01.10.11

უცხოპლანეტელები მოფრინავენ. დაიჭირეთ თადარიგი. ან რამე მაინც დაიჭირეთ

ნახევრად წაშლილი ისტორიული წარსულიდან დღემდე ადამიანი ყოველთვის რაღაცის, ან ვიღაცის მოლოდინშია. მანამდე რა იყო არავის ახსოვს, მერე იყო და წარღვნის, მერე მეორედ მოსვლის, დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების, შემდეგ ამ სიკეთეს უხოპლანეტელები დაემატნენ (ან ისევ დაბრუნდნენ რიგში). მოკედ ასეა თუ ისე, ვიკილიქსის მორიგმა გაფაჩუნებამ საკმაოდ დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ზოგს სწამს, ზოგს სჯერა, ზოგს სჯერა მაგრამ არ იმჩნევს, ზოგსაც არ სჯერა და რა ქნას. მაგრამ ასეა თუ ისე ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოსალოდნელი მოვლენისათვის. 2012 (ფილმი) ხომ გახსოვთ? იმ უზარმაზარი წყალქვშა ნავების აგება რამდენი ხნით ადრე დაიწყეს. ხოდა ახლა ორი (ზოგი ამბობს სამიო) უზარმაზარი ხომალდი მოგვდგომია და... დაფაცურდა საზოგადოება.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...