25.05.11

+1 = 81

დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ. უფრო დიდი ხანია ასე სასიამოვნოდ არ დავღლილვარ. ხო, ასე უფრო სწორია. სტუდიებში ჩაღამებული დღეები, შეკრებები, მონტაჟი, თათფირები, ისევ მონტაჟი და ... მოახლოვებული დღისთვის საგანგებო სამზადისი. აჭარის რადიომ ახალი სეზონი დაიწყო, ახალი ფორმატით, შეფუთვით, გადაცემებით და უკვე ახლებურად უძგერს გული. დიდი ხანია ასე საკუთარი ეთერით არ მისიამოვნია. ეს იმ შეგრძნებას გავს, პატარა ბავშვს რომ შეიიყვან "ლუნაპარკში" და აღარ უნდა იქედან გამოსვლა. მომწონს როცა ჩემი თანამშრომლების სახეზე კმაყოფილების ღიმილს ვხედავ. მიხარია როცა კმაყოფილი მსემელის შექებას ვიმსახურებ. მხიბლავს იმის შეგრძნება რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე კიდევ არაერთი ახალი პროექტი ჩაეშვება განახლებულ ბადეში. მიყვარს ჩემი "ბებერი" რადიო. რადიო რომელიც ბევრ "ახალგაზრდას" მისცემს ფორას.

19.05.11

კანონიერი სექსი. სექსი კანონის ფარგლებში და ქალიშვილლიკვიდატორის თანამდებობა.


 კანონმორჩილებით დიდად ვერ დავიკვეხნით. არ გვყვარებია არასდროს და ასე უცებ შეყვარება ცოტა გვიჭირს. მაგრამ "კანონი კანონია და მას ვერსად ვერ გაექცევიო" ამბობენ. გაქცევას არც არავინ აპირებს. უბრაოდ შეჩვევაა საქმე. პრინციპში შეჩვევაც დიდი პრობლემა არაა, მთავარია კანონი იყოს და კანონობდეს. აუფ.. რამხელა პათოსი ჩავაქსოვე? მეც გამიკვირდა. მოდით პათეტიკას თავი ვანებოთ და ცოტა განვიტვირთოთ. ჭამა-სმის და ქეიფის მერე, როგორც უკვე ვაღიარეთ განტვირთვის ყველაზე საუკეთესო საშუალება სექსია. ხოდა ზოგიერთი, გვარს არ დავასახელებ და მისაბაძი ქვეყნის კანონმდებელს სექსზეც და მის კანონიერ ჩარჩოში მოქცევაზეც უზრუნია.  უზრუნია და უზრუნიაა..

17.05.11

მოდი, ესპრესოზე დაგპატიჟებ. ანუ - დაბრუნება იტალიაში N 1


დღეს ისევ მომეძალა ყავის სიყვარული. მითუმეტეს ღია ბარების სეზონი მოდის. ზღვასთან, ღია აივანზე, გემრიალი ყავით ხელში ჩამავალი მზის სილამაზით ტკბობას არაფერი სჯობს. მაგრამ მზის რა მოგახსენოთ, (მას არ ირჩევენ) აი გემრიელი ყავის არჩევა კი მართლაც დიდი საქმეა. ადრე გიამბეთ კარგი ყავის სიამტკბილობაზე. დაგპირდი კიდეც რომ ყავის სახეობებზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობდი, ხოდა... ჩემს ვირტუალურ კაფეში ამის დროც დადგა. მოდი დღეს იტალიას ვეწვიოთ ისევ. ვიცი ადრეც ვიყავით, მაგრამ გემრიელი ყავისთვის აქ ათასგზის დაბრუნდება კიდე ადამიანი. მითუმეტეს დღეს იტალიელი ბარისტი გვეყოლება. მართალია იტალიელი ყავამანის 10 მცნება კი გაგაცან, მაგრამ ვინიცობაა სხვაგან ინდომო ყავის დალევა ხო უნდა იცოდე რას სვამ? ხოდა იგემე ყავის მორიგი დოზა.
ყავის სახეობებზე შევჩერდი. მოდი რამოდენიმე დავაგემოვნოთ.

16.05.11

მზით გამთბარი ეზოს ერთი პატარა ამბავი.

ძალიან გაუხარდა მზე რომ დაინახა. მართალია მის ცხივრებაში ეს პირველი გაზაფხულია. მაგრამ იგრძნო რომ რაღაც კარგი, სასიამოვნო ხდებოდა და ეზოში გამოგოგმანდა. უკვე დანაყრებული, ნელი სვლით მიიკვლევდა ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ, უზარმაზარ ეზოს. წვიმიანი დღეების გადამკიდე უკვე იმდენად ქონდა მოძულებული სახლის სხვენი, საკუჭნაო და თავისი კალათა რომ დიდი ინტერესით იკვლევდა ეზოში მოყრილი, გაუგებარი ნივთების გაუგებარ დეტალებს.

"უაზრობაა, არც გემო აქვთ და არც სუნი. იქნებ იქეთ იყოს რაიმე საინტერესო!?"

ეზოს ბოლოში, ხის სკამზე ის პატარა ადამიანი იჯდა მასთან ერთად ხშირად რომ თამაშობდა. ნაბიჯს მოუმატა. სკამზე რაღაცნაირად აძვრა და მიუცუცქდა...

14.05.11

დელფინები დაბრუნდნენ.

გუშინ მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა გამახარა. "ბათუმის დელფინარიუმში საჩვენებელი წარმოდგენა უნდა გავმართოდ და თუ მოასწრებ მოდიო". ასე სწრაფად არასდროს არ მივლია. დელფინარიუმამდე გზა 7 წუთში დავთარე. იყო ამაში სირბილსა და სპორტულ სიარულს შორის გაურკვეველი მსგავსება. მაგრამ ეს ვის აინტერესებდა. დელფინარიუმი... დელფინები... როგორც იქნა.. ვიმეორებდი ჩემთვის და სწორედ ისე, როგორც დიდი ხნის წინად, სულმოუთქმენლად მივქროდი დელფინარიუმისკენ.
იმის თაობაზე არაფერს ვამბობ რომ ყველაფერი კარგადაა გაკეთებული. ამას ვინ აქცევდა ახლა ყურადღებას.. დელინიი... და აი.. შუშის მოაჯირს იქეთ გამოჩნდა ძუძუმწოვარას ესოდენ მონატრებული სილუეტი.

11.05.11

ყავა იტალიურად ანუ ყავამანის 10 მცნება

როგორც შეგპირდით ისევ ყავას ვუბდუნდები. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, მერე მეორე - იმიტომ რომ შეგპირდით და მესამე - იმიტომ რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა საკმაოდ საინტერესო რამ მომცა, (შენი პოსტები წავიკითხე და ეს შენც დაგაინტერესებსო) ვინაიდგან საკმაოდ ბევრს ხეტიალობს და ყავის მოტრფიალეცაა, იტალიაში ყოფნისას (ნატაი მას..) მისთვის როგორც "ყავაგოლიკისთვის" ყავამანიის ათი მცნება უსახსოვრიათ. ეს ის ათი მცნებაა რომელიც იტალიაში ყოფნისას (მათი თქმით) ნებისმიერმა ჩამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს რათა რიგით უვიც ტურისტს არ ჰგავდეს და ყავაც ისე დააფასონ როგორც ამას იტალიაში აკეთებენ. იტალიაში კი ნამდვილად უყვართ ყავა.

08.05.11

ყველა ქალაქს თავისი განწყობა მოაქვს!


ბათუმი სახეს იცვლის. ფართოვდება. გრძელდება. ლამაზდება. მაგრამ სახეს იცვლის. ეს თვალშისაცემი ალბათ უფრო ჩამოსული სტუმრისთვის, ან დიდი ხნით წასული და მერე დაბრუნებული ადამიანისთვის უფროა ვიდრე ჩვენთვის, ყოველდღე რომ აქ ვცხოვრობთ და ამ პროცეს თვალყურს ვადევნებთ. ასეა თუ ისე ქალაქი იცვლება. ბევრს არ მოსწონს. ბევრს მოსწონს. ზოგს ასე მიაჩნია მართებულად და ზოგს ისე. მშენებლობა კი მიდის. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ მიღწევებით ჩვენ უფრო ვტრაბახობთ ვიდრე უცხოელებს ვაკვირვებთ. მათვის ეს ყველაფერი, როთაც ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ, ჩვეულებივი მოვლენაა. ერთი კია - მშენებლობის ტემპებით ნამდვილად ვაკვირვებთ. დანარჩენი. ლამაზი შენობები, სისუფთავე და კომფორტი (მიღწეულიც და მისაღწევიც) მათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ  ისე არ მოხდეს რომ ამ ჩვეულებრივმა მოთხოვნებმა ისე შეუცვალოს ბათუმს სახე რომ ჩვენთვისაც თავიდან მისაჩვევი იყოს ქალაქი.

07.05.11

ჭამა და სექსი - "ლელო" და "ქორწილი"


გუშინწინ ძალიან კარგ გუნებაზე ვიყავი. აი ხომ ხდება ხოლმე, ხარ კარგ ხასიათზე და მორჩა. სიმართლე გითხრათ, ამ ხასიათზე ყოფნისას საკმაოდ უცნაურ განწყობას წავაწყდი, რომლიც რაღაცნაირი, ნაცისფერი უკუგებასავით მიბრუნდებოდა სხვებისგან.
ჩემს განწყობაზე ამას რეალური გავლენა არ ქონია მაგრამ დაფიქრებით კი დამაფიქრა. რაღაც მიზეზი ხომ უნდა ქონდეს ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვიტყვი იმას რომ რასაც ახლა დავწერ სრული ჭეშმარიტებაა და რეალობას ასახავს. მაგრამ მაინც გავიხუმრებ :)

05.05.11

წითელქუდა

ბროლის დაბალფეხიან ბოკალში ჩასხმულ მუქ ქარვისფერ სითხეში ყინულის ბროლის აისბერგები ისე კოხტად ჩაყარა გეგონებოდა შოკოლადის ტორტზე გაკეთებულ მინანქარს ბოლო, დამაგვირგვინებელი შტრიხები გაუკეთაო. მხრჩოლავი სიგარეტები სასაკლაოდ ქცეული სავსე საფერფლე გამოცვალეს. სუფთა საფერფლე კი მწეველისთვის სიგარეტის მოროგი ღერის ჩაფერფლის აშკარა სიგნალი და გამოწვევაა.. აი, პირველი ფერფლიც...

ტყის განაპირა ცხოვრობდა. კარგა ხნის მანძილზე ტყე და მასთან დაკავშირებული ამბები ისეთივე საშიში ეგონა როგორც ღამით, ღამურებისა და საზიზღარი ობობების სამფლობელოდ ქცეულ სახლის სხვენში ასვლა. თუმცა მზე თურმე ტყეშიც იგივე მზეა როგორიც მდელოზე... მაგრამ სანამ არ იხილა არ სჯეროდა. ახლა კი ამის გახსენებაზეც კი ეღიმებოდა.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...