30.04.11

"Лоботомия" Юрий Иосифович Хащеватский


Лоботомия -- удаление лобных долей мозга, ответственных за само-осознание и за принятие решений.

Лента рассказывает о событиях в России и Грузии во время вооруженного конфликта в Южной Осетии в августе 2008 года.
Как отметил Хащеватский перед началом просмотра, идея фильма возникла у него во время встречи с друзьями в Вильнюсе. "Мы тогда обсуждали этот конфликт, и я заметил, что мне интересно было бы узнать, что происходит в это время в России. Однако друзья предложили мне полететь в Грузию, и я это сделал", - сказал режиссер.
По его словам, этот фильм "не совсем о войне". "Он также о том, что происходило в России на фоне этой войны. Проводятся параллели с событиями в Тбилиси в 1989 году, в Беларуси в 1988-м и в Москве в 1991-м", - отметил Хащеватский

28.04.11

ჩემო მშვენიერო ანჟელიკებო

ანჟელიკა. ანგელოზთა მარკიზა! 
ეს ამბები ხდებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა კარგი ფილმის სანახავად მთელი კვირის განმავლობაში ველოდით როდის გაირბენდა ტალახიან გუბეში თეთრ კაბიანი გოგო. "ილუზიონის" დაწყების მაცნე მუსიკის გაგონებისთანავე წყდებოდა ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობა ოჯახში. არც ძაღლი წკავწკავებდა და არც მეზობელი მოდიოდა. ეს საოცრად საზოგადო და ამავდროულად პრივატული მოვლენა იყო.წიგნის შემდეგ ეს იყო კიდევ ერთი პატარა სარკმელი სხვა სამყაროში.

23.04.11

ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში!!!

დღეს ერთი ადამიანი ლამის შემასკდა "ტყუილი ტყუილია და არანაირად არ შეიძლება ადამიანმა მოიტყუოს"-ო. ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს ლამის ინანა რატომ არ არსებობს ინკვიზიცია თორე არ აგცდებოდაო. (იხუმრა) .
როცა ტყუილზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდაბა ბაბუაჩემის მიერ მოყოლილი ერთი იტორია.
სოფელში თურმე ერთი კაცი ცხოვრობდა. ხან მეზობლის თხას იპარავდა, ხან ქათამს და ხანაც ძროხას. ფაქტზე ვერავინ წაასწრო. მაგრამ ყველამ იცოდა რომ სწორედ ის იყო ქურდი. ერთხელაც, როცა მორიგი ძროხა წააყოლა ხელს. სოფელი შეიკრიბა და გადაწყვიტა ქურდი დაესაჯა. ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტეს რომ ის ეკლესიაში დაებარებიათ და ხატზე ფიცით გამოეტეხათ. ამბავი ქურდის ცოლს შეატყობინეს რადგან თავად ქურდი სახლში არ დაუხვდათ. "შენს ქმარს გადაეცი ხვალ დილით ეკლესიაში მოვიდეს წირვაზეო" კარგიო უთხრა ცოლმა და ქმარს დაუწყო ლოდინი. როცა დაბრუნებულმა ქმარმა ეს ამბავი გაიგო შეწუხდა. იმაზეც იფიქრა სახლში არ შემომივარდნენო და დასაძნებლად სახლის სხვენში ავიდა. სხვენში აუარება ძელი ნივთი ეყარა. მათ შორის ბავშვის აკვანიც. რა გაეწყობოდა, ღამე აქ უნდა გაეტარებია და დილით ეკლესიაშ წასულიყო. არ მისვლა აღიარების ტოლფასი იქნებოდა. მოკალათდა შეძლებისდაგვარად, თავი აკვანს ჩამოადო და ჩაეძინა.

17.04.11

შაბათის მისამშაბათებული საღამო

დღე იყო საოცრად ერთფეროვანი. დილიდან ჯოკერის კაი მოთამაშესავით "ხიშტები" მერგო. გადაიწვა ნათურა, გადაიწვა ელექტრო ჩაიდანი და სანამ ჯერი ტელევიზორზე მიდგებოდა სამსახურში გავასწარი. სამსახურში "ისევ ის სიმღერა", ამინდის პროგნოზი და შაბათისთვის დამახასიათებელი, მოსაბეზრებელი სიჩუმე. სამსახურის შემდეგ მარკეტი. გამყიდველი, რომელიც მიმტკიცებდა რომ "ორიგინალი ჩაიდნები" ქონდა. მერე სახლი. კაფე. ამერიკანო. მოკითხვები. გამოკითხვები. პრესა და მერე ისევ სახლი. ტელევიზორი და წვალებისგან გაცვეთილი პულტი.

15.04.11

სიყვარულის დღე არა იხვის ტოლმა :)

როგორ გვიყვარს ქართველებს ეს ფსევდო დღესასწულები. არა, ქეიფი და დროსტარება რომ გვიყვარს და ჭკუა გვეკეტება ეს გასაგებია. მაგრამ ეს შეთითხნილი დღესასწაულები რაღა ჯანდაბაა. მესმის პროფესიული, ისტორიული თარიღებისადმი ან რაიმე მოვლენისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. მაგრამ ჟურნალ ვარსკვლავების რედაქტორის ცოლის დღეობაზე მოფიქრებული სიყვარულის დღის ასეთი ზარზეიმით ატაცება? ვერ გამიგია რით ვერ მოირგო სიყვარულის დღის ტიყული წელიწადის 365 დღიდან რომელიმე სხვამ და მით უფრო რატომ გამოვყეთ მხოლოდ ერთი საწყალი დღე? დღეღამის ბუდნიაობა ემთხვევა, პლანეტების განლაგება, მთვარის სისავსე თუ მაიას, მთვარის, ან ჰიჯრის კალენდრის რომელიმე ციკლს ემთხვევა!?

КВН - ქარიშხალი ჭიქაში

მოკლედ. იმედის ეთერში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის კონკურსის კითხვა პასიხში გაჟრერებული ფრაზა თუ ამოდენა ქარიშხალს გამოიწვევდა ნამდვილად არ მეგონა. ლამის იყო მიტინგამდე მივიდა საქმე და "კოზანოსტრას" ჩაქოლვის მოთხონამდე. მდაა უცნაუია.
რატომღაც ყველამ დაივიწყა ის ფაქტი რომ ეს КВН-ია და ხუმრობა აქ აუცილებელი მოთხოვნაა. რათქმაუნდა ისიც ფაქტია რომ ქართული მანსანკანი ამ თამაშის ფუძემდებელს ბევრ რამეში ჩამორჩება და საერთოდ იუმორი ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ქამარს ქემოთაა. მაგრამ ასეთი აღშფოთება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მანსანკანის კითხვაპასუხში ექსპრონტად მოსული ხუმრობის გამო? საკმაოდ უცნაურ დროს გვეზრდება ფრთები ბატონებო!

07.04.11

ზოგს რა ბედი აქვს!? ანუ "მოკუკულსაც გააჩნია!"


ერთი თვის წინ ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა მორიგი თავისი ტილო მიიაბარა გალერეას. იქნებ და გაიყიდოსო. სპეციალისტების და კრიტიკოსების აზრი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მომწონს მისი ნახატები. როგორ მიდის საქმე მეთქი ვკითხე. რა ვიცი ამის დედაც ვატირეო. მხრები აიჩეჩა მხატვარმა. ჩემი არ იყიდება და ისეთი დებილი რაღაცეები მიაქვთ, ნერვები მოგეშლებაო. არა რა. „ყველაფერს ბედი უნდა. ზოგმა რომ მოკუკოს და დადოს ისიც კი გაიყიდება“-ო ჩაიდუდუნა და ჩაფიქრდა.

02.04.11

"ყვითელი ვენდეტა"


გუშინ მეგობარს ვესაუბრე. აქ ისეთი კარგი ამინდებიაო, ესაო ისაო. გაზაფხული ტრიალებს ჰაერშიო. მაქ რა ხდებაო, როგორ მენატრება ბათუმიო. რო გენატრებათ ძალიან კარგია. მაგრამ რა ხდება-სთან დაკავშირებით მოგითხრობთ. ყოველ შემთხვევაში იმას რაც რეალურად ხდება (ჯერ). აქ ზაფხული ახლოვდება. ბათუმში ეს უფრო იგრძნობა ვიდრე გაზაფხული. ქალაქის ცენტდი მაქვს მხედველობაში და არა შემოგარენი, იქ მაინც ნახავს კაცი აყვავებულ ტყემალს, ვაშლს ან გაზაფხულისთვის დამახასიათებელ სხვა დეტალს მაინც. ჰაერი გაზაფხულის სურნელით ნაკლებად მაგრამ მტვრით საკმაოდ კარგადაც არის გაჯერებული. რას იზამ. ჩვენთან რემონტია... ქალაქის ცენრალური ქუჩები წესრიგში მოჰყავთ. მადლობა ღმერთს.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...