დღეს უაზრო სიცხე იყო. რამოდენიმე დღის წინ იმაზე ვფიქრობდით "დაიწყო ეგ წუნკალი სიცივეები და რა გვეშველება"-ო. დღეს კი კვლავ გავიხსენეთ ზაფხული. რაღაცნაირი, რეჟისორის მიერ ზაფხულიდან თავის დროზე ამოჭრილი და დღეს ნაპოვნი კადრივით იყო დღევანდელი დღე.
სამაგიეროდ საღამო იყო ძალიან გრილი და კარგი. ისეთი, ფოტოაპარატით რომ მოგინდება ხეტიალი. ხოდა, მეც ავღოღდი. სანაპიროზე გავედი. შემომავალ გემებს და ზღვაზე მოლიცლიცე შუქებს გავსცქეროდი. მერე სავსე მთვარეც ამოგორდა და ... დამაინტერესა - შეძლბდა თუ არა ჩემი პატარა აპარატი მის სათანადოდ გადაღებას. ( ხო, ჩემი აპარატის შემხედვარე მთვარეზე ამ ბოლოს გართულება დამეწყო )
რა გითხრათ, შესძლო. თავადვე ნახეთ!
ეჰ განს რიპპერსგელ, ეს რომ გენახა რას გაიხარბდი!?

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!