Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნაგავი!? გვაქვს არ გვინდა !!!

ნაგავი!? გვაქვს არ გვინდა !!!

კომუნიზმი დუღს. გურული ქალაქშია ჩასული სტუმრად. მასპინძელმა- გავალ პურს ვიყიდი და მოვალ-ო. მასპინძლის არყოფნაში "ნაგვის მანქანამ" ჩამოიარა, ეზოში გააჩერა და „ნაგავიიი“ დაიძახა. გურულმა გამოაღო ფანჯარა და გასძახა „არ გვინდა ძამა, აქვენ აგენს კაი გაყოლააა!!!
რაც თავი მახსოვს მესმის რომ „აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ბუნება, დედამიწა“ და ასე შემდეგ. გავვარდებით, გადავიცმევთ ლოგოებიან მაისურებს და ერთ- ორ ნერგს დავრგავთ. ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ გაპიარებულ ფლეშმობში მოვიღეთ მონაწილეობას და ერთ-ორ „გენიალურ“ ციტატას დავარეხვებთ იმის თაობაზე თუ რა მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. ეგ ძველი სიმღერაა „ტყე შეუნახე შვილებსა“ და ასე შემდეგ. რომელიც ახალ წელსავით წელიწადში ერთხელ თუ გაგვახსენდება.

მე არ ვაპირებ გლობალურ დათბობაზე და იმ თემებზე საუბარს რაზეც უკვე კარგად გვაქვს შეჩვეული ყური და თითქმის გვკიდია კიდეც. „დღეს არ ხდება და იყოს რა“- პონტში. უბრალოდ რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, რომელზეც პასუხი ისევ ჩემს მიერ იქნება გასაცემი ( აბა სხვა ვინ შემომივარდება აქ კომპეტენტური და „მართალი ხარ, გვაპატიე და ხვალიდან გამოვასწორებ“-ო).

ტელეეთერიდან არაერთგზის გვისმენია რეკლამები ჭურჭლის სარეცხ საშუალებებზე, რომლებიც ასე იოლად აშორებს ცხიმს. ჭკვიანი ემზიმებით განოყიერებულ სარეცხ ფხვნილებზე, საპნებზე რომლებიც ბაქტერიებს კლავენ. სააბაზანოს და სამზარეულოს კედლების სახეხ საშუალებებზე. და მოკლედ მთელ იმ ქიმიაზე რომელსაც სამომსხმარებლო სექტორს გვთავაზობენ.  მე მესმის რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია და რომ დღეს ამ ელემენტარული საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია არსებობა. ყველაფერს უნდა გარეცხვა და დასუფთავება. მაგრამ...

როგორც მომხმარებელს მაინტერესებს, ამ ყველაფრის გარეცხვის, ჩამორეცხვის და ჩახეხვის შემდეგ. ეგ ღრმად პატივცემული ჭკვიანი ემზიმებიანი, ცხიმმრეცხი ფორმულებით და ათასი ქიმიური ნაერთიანი თავისთავად მავნე ბაქტერიებით დაბინძურებული წყალი სად მიდის!? და რატომ არ ხდება მისი გაფილტვრა მანამ სანამ ნიადაგში, ან მდინარეში, ან ზღვაში ჩაუშვებენ!?

ანუ ჩვენ შევქმენით საშუალებები რომლებიც ასუფთავებს იმ ფართს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ამ ჩვენი დასუფთავებულისაგან დანაგვიანებულის გადამუშავება და განახლება ისევ ბუნებას მივანდეთ!? ასე გამოდის ხო?

მართლა მაინტერესებს, მავნეა თუ არა ეს ნივთიერებები იმ გარემოსთვის სადაც ისინი გამოყენების შემდეგ ხვდებიან. იგივე მდინარე, ნიადაგი, ზღვა ბოლოს და ბოლოს.

წარმოგიდგენიათ ამ ჩვენი შექმნილი ქიმიური კოქტეილებით გაჯერებული ნიადაგი და ზღვა რა ბედნიერია ყოველ დილა საღამოს? არადა გვიდა ვიცხოვროთ სუფთა გარემოში სადაც ყველაფერი ბინებრივი იქნება. საკვები, საცმელი, სასმელი.

რამდენი რამ მოვიგონეთ მაგრამ ყველაფერი ერთჯერადი გამოდგა

რამოდენიმე ხნის წინ გახსოვთ ალბათ, ცელოფნის პაკეტებს გამოვუცხადეთ ომი და საშინლად დავმარცხდით. თუმცა ეგ დამარცხება არ გვიღიარებია. მივაყუჩეთ.

დღეც კი მოვიგონეთ როცა წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად ვაქრობთ შუქს და ვზოგავთ ელექტრო ენერგიას. დედამიწა ვერ ამოვა ჩვენი ვალიდან.

ხის ნერგის დარგვაზე კურთხევა გახდა საჭირო რომ დაფაცურებულიყო ხალხი, არიქა პატრიარქმა ბრძანაო თორემ ჰეკტრობით ტყეები გავჩეხეთ და შეშად შევყარეთ ღუმელშიო არა. თუმცა, როცა რეალურ არსს ვერ ხედავ ასეთი დარიგებაც საჭიროა. 

კარგი იქნებოდა ანალოგიური რამ იგივე ცელოფნებზე, ნაგვის დაყრაზე, მავნე გამონაბოლქვებზე და კიდევ მრავალ სასარგებლო რამეზეც მიეღო მავანთ და მავანთ. გაცილბით კარგი შედეგი იქნებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ.

თუმცა მგონი სხვაგან გავუხვიე. ონკანში ჩადინებულ ქიმიურ კოქტეილებზე ვსაუბრობდი და გლობალურ მაშტაბებზე გავედი. თუმცა ეგეც გლობალურია. ონკანი ხომ მხოლოდ მე არ მაქვს და არც მე ვსვამ არტეზიული ჭებიდან ამოღებულ იგივე წყალს რაც გუშინ, ამ ნაქები ქიმიური კოქტეილით გამდიდრებული გავისტუმრე საკანალიზაციო სისტემაში.


აი მეც აღვშფოთდი. დავაბრახუნე ხელი. „გადავარჩინე“პლანეტა და ? ხეირი? 



ჩვენს პლანეტაზე არსებული წყლის მარაგის მხოლოდ 3% გამოდგება სასმელად



ნაგავიიი!!! გააქვთ!? ჩვენც !!!

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]