Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Tornado - ანუ წუწაობა ღრუბელსაც უყვარს

Tornado - ანუ წუწაობა ღრუბელსაც უყვარს
დილიდან მშვენიერი მზე ანათებდა. ცხელოდა. საღამოს სანაპიროზე გასეირნებას რომ მოგანდომებს ისეთი.
შემდეგ ცა მოიქუფრა. ქობულეთისკენ წვიმის ფარდა დაეშვა და მეც გამიტკბა ცქერა. ბოლოს ერთი პატარა დეტალი შევნიშნე
ღრუბელს პატარა "ხირთუმი" გამოეზარდა
ცოტა ხანში მეორეც დაემატა. მაგრამ მერე გადაიფიქრა და გაჩინარდა.
სამაგიეროდ პირველი ისევ თავის აზრზე იყო. ხორთუმი წაიგრძელა...
ზღვის ზედაპირს სულ ოდნავ მიეჯინა და წყლის ხრუპვა დაიწყო. დიდი დრო არ დასჭირებია. მალე გაძღა
გაძღა, გაიზმორა, გაიდღლაზნა და მთელი ეს ზღვიდან ამოხრუპული წყალი დიდის პატივისცემითა და სიყვარულით მოსეირეებს თავზე დაგვანთხია...
ეს ის ბოლო კადრია როცა პირველი ვეება წვეთი დამეცა თავზე... შემდეგ უკვე გადასაღებად აღარ მეცალა. გავრბოდი სახლისკენ....

2 comments:

  1. არშემდგარი ტორნადო, რო გადაიფიქრებს კუდის წყალში ჩაყოფას – ძალიან ტეხავს!
    ისე რა მაგარი სანახაობაა არა?! like it <3

    ReplyDelete
  2. კი, ძალიან მაგარი. თან აქედან რომ გულშემატკივრობ "ჰე, მიდი მიდი" და გავიწყდება რომ ტორნადოა და არა პეპელა :)))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]