დილიდან მშვენიერი მზე ანათებდა. ცხელოდა. საღამოს სანაპიროზე გასეირნებას რომ მოგანდომებს ისეთი. |
შემდეგ ცა მოიქუფრა. ქობულეთისკენ წვიმის ფარდა დაეშვა და მეც გამიტკბა ცქერა. ბოლოს ერთი პატარა დეტალი შევნიშნე |
ღრუბელს პატარა "ხირთუმი" გამოეზარდა |
ცოტა ხანში მეორეც დაემატა. მაგრამ მერე გადაიფიქრა და გაჩინარდა. |
სამაგიეროდ პირველი ისევ თავის აზრზე იყო. ხორთუმი წაიგრძელა... |
ზღვის ზედაპირს სულ ოდნავ მიეჯინა და წყლის ხრუპვა დაიწყო. დიდი დრო არ დასჭირებია. მალე გაძღა |
გაძღა, გაიზმორა, გაიდღლაზნა და მთელი ეს ზღვიდან ამოხრუპული წყალი დიდის პატივისცემითა და სიყვარულით მოსეირეებს თავზე დაგვანთხია... |
ეს ის ბოლო კადრია როცა პირველი ვეება წვეთი დამეცა თავზე... შემდეგ უკვე გადასაღებად აღარ მეცალა. გავრბოდი სახლისკენ.... |
არშემდგარი ტორნადო, რო გადაიფიქრებს კუდის წყალში ჩაყოფას – ძალიან ტეხავს!
ReplyDeleteისე რა მაგარი სანახაობაა არა?! like it <3
კი, ძალიან მაგარი. თან აქედან რომ გულშემატკივრობ "ჰე, მიდი მიდი" და გავიწყდება რომ ტორნადოა და არა პეპელა :)))
ReplyDelete