Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მალე გაწვიმდება და მე ეს მომწონს !

მალე გაწვიმდება და მე ეს მომწონს !

მზე ჩადის... მზე ჩავიდა. დასავლეთის ქარმა შემოდგომის პირველი ცივი გზავნილი მოიტანა. ზღვა აიქოჩრა და აღელდა. ზაფხული ბოლო თვის ბოლო დღეები იღვენთებიან ზღვის ნაპირთან. ნაპირთან დგეხარ და ჰორიზონტზე გაწოლილ შავ რღუბელს გასცქერი. გხიბლავს მის წიაღში ჩამალული ელვის ამონათებები და ის, ჭექა-ქუხილის ხმა რომ არც კი აღწევს შენამდე. ეს სადღაც შორს ხდება, იქ, შორეთში.


მოგწონს რომ შენამდე არც უკან მოტოვებული ბანკეტის როხროხი აღწევს და არც დინამიკების ღრიალი... მოგწონს რომ სიჩუმეა
მოგწონს რომ ეს ქუსლიანი ფეხსაცმელები უკვე აღარ გაცვია და შიშველი ფეხის გულებით შეგიძლია იგრძნო ცვრიანი ბალახის მაამებელი სიგრილე ...



მოგწონს რომ სულში რაღაც დაუპატიჟებელი, სექტემბრის პირველი ნისლივით ოდნავ შესამჩნევი მაგრამ საოცრად ტკბილი სევდა შემოგეპარა ...
მოგწონს რომ გადაღლილ აზრებში არც წარსული და არც მომავალი აღარ გეჩრება კითხვის ნიშნებით...


მოგწონს რომ ზღვიდან მოქროლილი ქარი თავისუფლების, შვების, ფრენის სურვილს გიღვივებს და გრძნობ რომ შენში რაღაც იღვიძებს...


მოგწონს რომ მალე გაწვიმდება ...


მოგწონს რომ რაღაც მოიტოვე უკან ...
მოგწონს რომ რაღაც დასრულდა...


მოგწონს რომ ჯერ არც არაფერი დაწყებულა...
მოგწონს რომ სულს სიმშვიდე დაეუფლა და ...
მოგწონს რომ შენს ეს მოგწონს...
კარგია. მეც მომწონს ეს შენში...


დიდი, ცხელი, ხმაურიანი დღის დასასრულია.


5 comments:

  1. რა კარგია ფოტოები. ხშირად დადე რაა... მიყვარს "თვალსაჩინოებები" :*

    ReplyDelete
  2. :) გაიხარე :)
    შევეცდები . რაღაცეებს ვწვალობ და ვნახოთ :)

    ReplyDelete
  3. მომწონს კი, მომწონს :)

    ვაშეარებ

    ReplyDelete
  4. ძალიან ჩემია :)

    ReplyDelete
  5. კი, კი, მომწონს და გავიპარე, სიჩუმის ასოციაციას იწვევს ეს ყველაფერი და ჩუმად მინდა ვწერო, ან საერთოდ ჩუმად ვიკითხო და არ დავწერო.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]