ესაო, ისაო. ააშენესო, დადგესო, ჩააცვესო, დაახურესო და მღერიანო. მეც დავინტერესდი რა ხდებოდა ასეთი ქალაქის განაპირას. ბილეთი შევიძინე (სულ რაღაც 20 ლარი) დაველოდე დათქმულ დღეს და წავედი. პირველი რაც ღამით თვალში მოგხვდებათ, ეს შენობაა. რაღათქმაუნდა "ეს რა დადგა, ესაა მისი გემოვნება? ეს ვჭამოთ?" უთუოდ იქნება მისი ხილვისას და უხილავადაც. მაგრამ უნდა გითხრათ რომ ძალზედ საინტერესო რამაა. მით უფრო რომ ქართველი არქიტექტორების დაპროექტებული გახლავთ. ვისაც ახსოვს რა იყო ბენზეს კულტურის სახლი და რა მდგომარეობაში (რამდენჯერ ჩამვარდნია ფეხი სცენაზე ) ეს სანახაობა აშკარად გაახარებს. ( ისე მე ეგ ყველაფერი სამოციანი წლების კომიქსებიდან ან ფანტასტიკური ფილმიდან გადმოხატულ, ტესლას გამანადგურებელი კოშკებით ასხმულ რომელიღაც სუპერ გამირის ლაბორატორიას უფრო მაგონებს . იმედია მხოლოდ მე )
გამჩხრიკეს, გამიღიმეს, შემიძღვნენ, მიმაცილეს, დავჯექი.
დარბაზიც მშვენიერია. აქ ნამდვილად არ არის ის მჭყვეტელა ფერები რასაც ველოდი. ოქრო არის, იცოცხლე. მაგრამ უხდება (მგონი). ჭაღი ჭახჭახებდა, სოფიტები ანათებდნენ, ბრები ლიპლიპებდნენ და საოპერ-სამიუზიკლოდ გამოწყობილი ქალბატონები ლივლივებდნენ.
როცა სპეკტაკლი (როგორც არის) დაწყებამდე საორკესტო "იამიდან" ორკესტრის ხმა მესმის, რატომღაც მგონია რომ მევიოლინეები ერთმანეთს უშლიან ნერვებს. ყველა თავისას უბერავს, გაურკვევლად, არეულად და ხმამაღლა.
ოდნავი დაგვიანებით ყბადაღებულ ფასიანი ჭაღი ჩააბნელეს და დაიწყო...
ოცდაორამდე გაქვთ შანსი ნახოთ ეს ყველაფერი. მართლა არ ინანებთ (თუ მეისი გრეიში გადაიხადე 100 ლარი, ენრიკეზე აღვარღვარე ცრემლები და ლეგრანს უშალე ქოლგები, მაშინ სამამულო ქეთო და კოტეში ნუ დაგენანება 20 ლარი)
ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ. სამწუხაროდ მუსიკის გარეშე.
რა მომეწონა:
1. კოსტიუმები და დეკორაცია. - მართლა უჩვეულო და ლამაზია. კოტეს საქორწილო სამოსზე ცოტა კი ვიცინე, მაგრამ მეპატიება მგონი.
2. არანჟირება - მემანიშვილი კარგად ართმევს ასეთ საქმეებს თავს
3. ქორეოგრაფია - ანანიაშვილი და სუხიშვილი - ჰმ, მშვენიერი ტანდემია
4. ნამღერი - რომელს უნდა დავუწუნო აბა!?
5 თამაში !? - შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტი. თუმცა ნანი ბრეგვაძე სცენაზე მე არ მინახავს აქამომდე, ასე რომ მშვენივრად გაართვა თავი.
ერთი შენიშვნა მექნებოდა. კახიანის საწინააღმდეგო ნაღდად არაფერი მაქვს. კარგადაც იმღერა და ითამაშა. მაგრამ ქაბატოს როლისთვის ეთერ კაკულია რომ შეერჩიათ აი მაშნ იქნებოდა მართლა კარგი რამ.. ნანი ხანუმა - ეთერი ქაბატო :) უუ, რომ წარმოვიდგინე უკვე მომეწონა !!!
ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა კახიანი, სტეფანე, სოფო ნიჟარაძე და ერთი ნატახტარის ლიმონათი აკლდა იქაურობას...
აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები ...
ფარდა დაეშვა და პატარა ზღაპარიც დასრულდა. ხავერდოვან სავარძელს ქვეშ შემონთებული კონდენციონერის წყალობით კანკან- კანკალით წამოვიმართეთ და გასათბობათ გარეთ გავცვივდით. ცოტა რომ გავლღვით ღოღიალი დავიწყეთ. ეს მეთხე სართულზე შეკიდული შუშის იატაკი ნამდვილად ნერვების გამოცდაა. ფეხებს ქვეშ რომ სადღაც შორს მიდი მოდიან... ძალიან უცნაურ განცდას ბადებს. ეს განცდა ზოგს ადგილზე აქვავებს, ზოგსაც მოაჯირს აბღაუჭებს. ზოგიც კი მიდი მოდის ვითომც არაფერიაო.
გამოსასვლელთან შეკრებილი გულშემატკივრები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ. თაიგულები, ოვაციები, ჰაეროვანი და მწველი კოცნები. მოკედ ასეთი იყო ახალი ქეთო და კოტეს ზედაპირული განხილვა. იმედია რაც მე ვერ და არ მოვყევი ფოტოების წყალობით აინაზღაურებთ, ხოლო თუ თავად მოგინდებათ ხილვა, როგორც უკვე ვთქვი ოცდაორამდე გაქვთ შანსი. ვისაც არ სურს და არ მოსწონს, ანაც უკვე უნახავად გადაუძახა ეს მიუზიკლი მიშათსიძულვილის ურნაში. ნუ იჩქარებთ, არც ისე ცუდია როგორც ქუხთ.

კაი ფოტოებია :) გავალ სექტემბერში შენობის სანახავად.
ReplyDeleteმანამდე არ შეცდე :))) არ გახვიდე !!! ;)
ReplyDeleteრა შუაშია, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს :) არქიტექტორმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არსებობა გაითვალისწინა? შესაძლებელია თუ არა ისინი ეტლით შევიდნენ ? არის გაკეთებული ასასვლელი?
ReplyDeleteსიმართლე გითხრა არ დავკვირვებიბარ. დარბაზში თუ არ ვცდები არის. აი გარეთ კი არ მახსოვს. დავაკვირდები !
ReplyDeletexo, draamturgia sustiao, amra feradi da lamaziao. 20 lari principshia raa zvrii, tu erti mdiixar. amra erti teatrshi rogor caxval. vinme xo unda dapatijo:)
ReplyDeleteძლივს, როგორც იქნა, წავიკითხე ნორმალური გამოხმაურება "ქეთო და კოტეზე". სერიოზულად მინდოდა უბრალოდ ვინმეს დაეწერა შთაბეჭდილებები "რას გვიშვება სააკაშვილის" ან "მიშა მაგარიას" და მსგავსი ლაიტმოტივების გარეშე. წასვლის სურვილი გამიჩნდა და ვწუხვარ, რომ მხოლოდ 22-მდეა :|
ReplyDeleteშენობა მე არ მომეწონა გარედან, განსაკუთრებით კუთხეებში რომ ოქროს რაღაცეები აქვს მოჭიკჭიკებული. შიგნით არ ვიცი რა ხდება.
ReplyDeleteბოლო კოსტიუმი მართლა საოცარია, თეფშები ადევს, თუ მეჩვენება?
დეკორაციებში იმდენი ფულია დახარჯული (საინტერესოა ვისი), ეჭვი არ მეპარება რომ იქნებოდა შთამბეჭდავი, სიმღერითაც - ყველა რომ კარგად იმღერებდა, თვითი ხმაგაყინული კახიანიც , მაგისაც მჯერა. მაგრამ მელოდიები?
მე ქეთო და კოტე ვნახე კახიანის და დოის (როგორც ვიცი) განახლებულ მუსკომედიის თეატრში. უარესის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. ორკესტრი თავის საქმეს 9-იანზე ასრულებდა, ანუ უემოციოდ უკრავდა. ვატო კახიძეც მექანიკურად იქნევდა ჯოხებს. გამონაკლისი იყო ბაღდადური, რომელიც უნიჭო სიკოსა და საქოს ნაცვლად თვით დ ი რ ი ჟ ო რ მ ა შეასრულა. ეს იყო სპექტაკლის კულმინაცია, მაგრამ ერთადერთი ემოციური მომენტი. სამწუხაროდ გადაღება არ დამანებეს :|
დანარჩენი იყო კატასტროფა. წარმოიდგინეთ, თავდაპირველად მეზღვაურის უძველმოდურეს ტანსაცმელში გამოწყობილი შავტუხა ქეთო, უზარმაზარი პირით (რომელსაც სიმღერის დროს საოცარ ოვალურ ფორმას აძლევდა, მიმიქარავს ოპერის მომღერალი) და საშინლად მოხატული თვალებით - ემო გოგონებს რომ აქვთ შავად, დაახლოებით ისე.
კოტე - მელოტი ბიჭი, ზოლიანი ტვიდის პიჯაკით, ჯინსის შარვლით და რაღაცფერი კედებით.
გათანამედროვება კარგია, მაგრამ არა ასე - უგემოვნოდ.
დანარჩენებზე არ მოვცდები.
ბოლოსკენ ეს ორნი გარდაისახნენ ე.წ. საქორწილო სამოსში, ეს იყო უსაშინლესი კაბა, წელზე შემოჭერილი ქამრით, რომელიც უკან ვარდით ბოლოვდებოდა. საერთოდ ეს ვარდები ეტყობა სადღაც მორჩათ და აჩუქეს, სადაც საჭირო არ იყო, ზუსტად იქ იყო ხოლმე მიტყეპებული - ვიღაცის თავზე, მუცელზე ან ზურგზე. არა, ეს უნდა გენახათ, მე ვერ აღვწერ.
კიდევ უფრო რთული აღსაწერია მუსიკა და ტექსტი. მე არ ვიცი, რა ხელმა უნდა დაწეროს ეს 'შედევრები' და შემდეგ რა ნიჭიერი, ან მოზეპირე უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვროს.
რაც მთავარია, ის ძირითადი სიმღერები, რაც ფილმშია, ნაწყვეტებად იყო. ეტყობა საავტორო უფლებებში დაენანათ ფულის გადახდა..
ამ ყველაფრის მერე მაინტერესებს, როგორი მუსიკა იყო ამ ქეთო და კოტეში?
იმედი მაქვს უკეთესი, თორე სხვაგვარად, ტანსაცმლის შოუ ფეშენ ტივიზე გადის, უკეთესს ვერ გვაჩვენებენ ბათუმის თეატრში, დარწმუნებული ვარ.
@finiki- სხვისი არ ვიცი, შესაძლოა სხვაზე ნაკლებად ვარ განებივრებული მაღალი ხელოვნებით და მისი წვდომის შესაძლებლობებით. მაგრამ ეს კონკრტული მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სავსებით ნორმალური, კარგი სანახავი რამ არის. ნამდვილად ღირს ხილვა :) "მიშას" რაც შეეხება - ნუ ეგ ტრადიციაა + რეზიდენცას იშენებდა მაქ თავისდროზე. თურმე :) აქ ხომ ყველა ახალი შენობა რეზიდენციად ინათლება თავიდანვე :)
ReplyDelete@ანონიმო. მართალია კარგი ფასია ერთი ადამიანისთვის. მაგრამ მასე თუ გადავამრავლბთ არც კინო რუსთაველია იაფი სანახაობა + პოპკორნი და კოლა
@katiee - ბოლო კოსტიუმზე ხო ვთქვი- მეც გამეცინათქო. მაგრამ ასეთი ქონდა ავტორს ჩანაფიქრი და რას იზამ. თეში არა, ნიღბებია, სახეები. საერთოდ ეგ სახეები (ნიღბები)მოტივად დასდევდა მთელს წარმოდგენას სულ. კოსტიუმები "ალი და ნინოდ" შერაცხული მოძრავი ძეგლის (თუ რაცარი) ავტორს ეკუთნის. სხვათაშორის კარგი იყო. ერთიანობაში მომეწონა.
მუსიკას რაც შეეხება როგორც უკვე ვთქვი მემანიშვილმა კარგად გაართვა თავი ორანჟირებას. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი "ჯანაია" იყო რომელიც სვინგის მოტივებზე კაპელასთან ერთად შეასრულეს. სტეფანემ მოიკოჭლასავით ცოტა, მაგრამ კარგი იიყო თავად სიმღერა. ნანის შესრულებული ხანუმას პარტიაც კარგი იყო და რაღათქმაუნდა მთავარი "ერთხელ გიხილე". იყო კიდევ საინტრესო ნომრები. მაგრამ მუსიკაზე ასე ვერ მოვყვები. გადაიღეს ტელევერსია და ალბათ მალე დატრიალდება კიდეც.
მთლიანობაშ კი მარილი აკლდა. სარეპეტიციო დროის უკმარისობის გამო იყო რაღაცეები რისი დამუშავებაც კიდევ შეიძლებოდა, ზოგიც ითხოვდა კიდეც. მაგრამ ეგ შესაშლოა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი იყოს და სნამდვილეში რეჟისორი სხვაგვარად ფიქრობდეს. მუსკომედიის ქეთო და კოტე არ მინახავს. მაგრამ შენი მონათხრობიდან დავრწმუნდი რომ მელოდია აქ გაცილებით სხვა საფეხურზე დგას. ეგ გამიუზიკლებული სანახაობაა. კარგი არანჟირებითა და სცენოგრაფიით. ფული ბევრი დაიხარჯებოდა გეთანხმები. მაგრამ ღირდა. ახლა არ თქვას ვინმემ "მაგ ფულით იცი რამდენ რამეს გავაკეთებდი!? "ო :))
არ მინახავს, არ მომისმენია - ვენდობი მხოლოდ იმას, რასაც ვხედავ: კოსტიუმები აჯაფსანდალია. სხვადასხვა სტილიც რომ იყოს, თუნდაც ეგვიპტე და ნორვეგია, მაინც საერთო შტრიხები უნდა დაჰკრავდეს, ერთი და იმავე ადამიანის გააზრებული უნდა იყოს მინიმუმ, რაც აქ არ არის. დანარჩენი - პას.
ReplyDeleteიმედია, ბათუმის ოპერას გაჩუმებულს მაინც მაინც მოვკრავ თვალს ამ ზაფხულზე.
არავინ გთხოვს ნდობას :) კოსტუმები ერთი ადამიანისაა. საერთო შტიხები სუსტად შეინიშნებოდა, ძირითადი მოტივი მაინც ის ნიღბები იყო. ოპერას ვერ მოკრავ თვალს. კულტურის ცენტრს კი შეიძლება
ReplyDelete