ქალაქი დუღს და გადადუღს. ერთ დიდ უდაბნოს დაემსგავსა, დღე რომ არც ერთი ბინადარი არ ჩანს და საღამოობით,აგრილებისას რომ გამოძრებიან ხოლმე სულის მოსათქმელად. მზის ჩასვლის შემდეგ ახლაც აღოღდა მთელი ქალაქი. ქუჩები, სკვერები, ბულვარი, ზღვის სანაპირო, კაფეები სავსეა ხალხით. დამსვენებლების ბუმია. ორომ-ტრიალი.
სახლში ვერ გავძელი და გარეთ გამოვედი. კაფეში კონდენციონერი გაუკეთებიათ. კიდე ერთხელ დავადასტურებ ჩემს მადლიერებას მისი შამქნელისადმი. იფ. კაია. ცივი ლუდი, მაგარი სიგრილე და ...
ბარის ერთ მაგიდას 5 გოგჩო უზის. ტერმინი „ჭკუაზე არ არიან“ ამათზეა ზედ გამოჭრილი. ამათგან ერთია მხოლოდ ნათია, დანარჩენი ყველა „ჩო“-ა. უბრალოდ თავში რაღაც ბგერა აქვს ყველას სახელს და ეგაა თორემ ისე ერთი ტომისა არიან ეტყობა. ნინ ჩო, თამჩო, ეკაჩო, ნანჩო.
საიდან ვიცი სახელები!? ვაიმეე, რაც შემოვედი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და კისკისა რაც შეიძლება რიხიანად აცხადებს მათ სახელებს. თავისას მესამე პირში, ვიღაცის მონათხრობად იხსენიებს. ნუ, რათქმაუნდა ხუთივე იჭვარტლება. ხუთივე რუჯით ჭკუაზე არარი და ხუთივე ცდილობს ერთმანეთზე ხმამაღლა ისაუბროს. ისვენებენ გოგონები. მშვენიერია. აბა რა უნდა ქნას ადამიანმა ზაფხულში, ზღვაზე, მხურვალე დღიშ შემდეგ !? რა და რაც შეიძლება ხმამაღლა იხმაუროს.
ბარის მიმტანს სახეზე აწერია რომ ძალიან ენატრება ამათი შემქმნელისყველა ბრუნვაში უღლება. „გიუუშ, აუ ჭიქა ცივი წყალი რააა, თან აი დიდი ყინულებიიით. გიუუშ, ამაზე დიდი ჭიქა არაგააქვთ? გიუუშ ვაიმე დაგვეღვარა და გადაგვიწმინდე რააა. გიუშ საფერფლე დაგვიმატეეეე. გიუშ 3 ყავა, ერთი ტკბილი ოდნავ, მეორეში ოდნავ შაქარი და მესამე უშაქრო რააა. გიუუშ აუ ყავა გააკეთებინეეე? აუ იცი რაა, მოდი ყველა უშაქრო იყოს ხოოო!? გიუშ ჯინ ტონიკი გააქვს? ვაა ა მაგარიაა? მაშინ მე გამიკეთე ხოოო? აუ გიუშ ჯინ ტონიკი არა, ბეილისი აჯობებს. აუუ გიუუშ... გიუუშ... აუ სად წავიდა ეგ ბიჭიიი!?
მიმტანის და ბარმენის ჯოჯოხეთის შემხედვარე ძალიან მომინდა მათ ადგილზე ძალიან ბავშვური. ძალიან შაბლონური და ძველი საოფიციანტე ხრიკის გაკეთება. მაგრამ ეს მათი პრივილეგია იყო.
გოგონები კისკისებდნენ, იჭვარტლებოდნენ და კისკისებდნენ. ეტყობოდა სიტუაცია განვითარებას საჭიროებდა და ამ დროს... სცენაზე გამოჩდნა ორი ვაჟკაცი. ერთს ისე გაუხარდა, ისე შეჰყვირა, ისე იწიოკა რომ მზარეული გამოვარდა სამზარეულოდან. ნინჩომ, თამჩომ, ეკაჩომ, ანჩომ და ნათიამ შემოსტუმრებული ვაჟკაცები სუფრასთან მიიწვიეს. ხვევნა კიჟინა ამით არ დამთავრებულა. პირიქით, ასპარეზზე ახალი სახე გამოჩნდა. სახე კი არა სახელი... და რა სახელი იქნებოდა თუ არა...აჩოოო
„ აჩოოო, ესემი ჩემი მეგობრები არიან აჩოოო. იცოდე სხვა თვალით არ შეხედო აჩოოო მე ვიცი შენი ნადირობის ამბები აჩოოო. გოგოებო ეს იცით როგორი გამძვრალი ვინმეააა? აჩოოოთქოოო, ნუ უყურებ ასეე აჩოოოო. ეს ჩემი ალალი დეიდაშვილია აჩოოო. ვაიმე გოგოებო აჩო იცით რა მასტიააა. აი ჭკუაზე მწეეევს. არა აჩოოო!? აჩოოო ნუ იღიმი ასე მაცდურად აჩოოოო“
ამასობაში მეორე მაგიდიდან, სადაც დედა 2 წლამდე პატარა ბიჭუკას ალუბლის წველს აძალებდა. გახარებულმა პატარამ ნაცნობი ბგერათ შეხამება გაიგონა და სკამზე აჯირითდა. „აჩუ, აჩუ.. აჩუუუუ“
აჩოს ბევრი არ უსაუბრია. უბრალოდ მიმღები კომისიის დაწყნარების შემდეგ ჩამოწოლილი პაუზა იუცხოვა და „ჩემი მისვლით ხომ არ შეგიშალეთ ხელიო“ იკითხა. ჩამოვარდნილი სიჩუმე იმდენად უჩვეულო იყო ყველასათვის რომ რაღაც უხერხულადაც კი იგრძნო ყველამ თავი.
ბოლოს ტელეფონები წავიდა საქმეში. აკაკუნდა სენსორულ ეკრანზე ლაქიანი ფრხილები. დაიწყო გადარეკვები და გადმორეკვები. გარეთ გასვლები. მოკლედ რაღაც აირია ეს საათივით აწყობილი მექანიზმი. „მიმღებმა კომისიამ“ რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, ტელეფონი მოიმარჯვა და იყუჩა... რაღაც ბუტბუტის შემდეგ. „ხალხიიი, დეაჩემი ვისაც გიცნობთ ყველას მიკითხვააა. ამათაც მიგიკითხეს დეეეე“ არადა ხმა არავის ამოუღია.“ აუ რავი დე, ვართ. შენს თავს ვფიცავარ ერთად ვართ, რატო მეძაბები დე, ლაითად ვართ ყველა, სანდრიკოს ვფიცავარ აი სუუულ, სულ არ ვარ მასე რაააა. აუ დეე. გავედი, მივდივართ სადღაც გაკოცეეეეე“ და რაღაც განაჩენის მოსმენის შემდეგ ამანაც დადო ტელეფონი.
სიჩუმე. მაგრამ როგორი სიჩუმე.. კალიების ხმა ღა აკლდა აქაურობას და სრული ნეტარება იქნებოდა. მაგრამ გაცალეს?
ვაიმე. აჩოოო, აჩო რომ დამპირდი შენს დაბადების დღეზე ჩამოვალო ატო არ ჩამოხვედი? იცი აჩო როგორ გელოდით? აუ არ დალევს არაფერს აჩოოო? გიუუშ, გიუშ მოდი რაა....
და დაიწყო თავიდან.
არა აშკარაა რომ ხალისიან ტალღაზე იყვნენ და ძალიანაც კარგია ეგ ყველაფერი. უხდება ზაფხულს. მაგრამ ამის შემყურეს მივხვდი თუ რატომ მატულობს ლეღვით დამწვართა რაოდენობა დღითიდღე. ლეღვი ხომ სულ სხვაა.
გვიამ ღამით ველოსიპედით გავისერინე. ის მაგიდა თავისუფალი იყო. მიმტანი გიო კი სკამის საზურგეზე თავგადაკიდებული, გემოზე გაშხლართული ნეტარებით ეწეოდა სიგარეტს.
ზაფხულია ბათუმში :)
"ბარის მიმტანს სახეზე აწერია რომ ძალიან ენატრება ამათი შემქმნელისყველა ბრუნვაში უღლება" lol mec eg survili gamichnda
ReplyDeleteძალიან მომეწონა შენი ბლოგი. გურიას უნდა ვუმადლოდე ისევ, რომ აღმოგაჩინე :). მიხარია შენი გაცნობა. ნელ-ნელა ვითვისებ ბლოგს. მეწვიე ხოლმე, ძამია.
ReplyDelete