Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ერთი დღე და ნორმალურად.

ერთი დღე  და ნორმალურად.
მოკლედ... ვნახე და... ცოტათი მეწყინა კიდეც. სარეკლამო რგოლმა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე საათზე მეტი ხნის ლოდინმა.. "ჰე, ახლა იქნება ის... აის ის რაც აქამდე ნანახს გადაწონის და ამოქაჩავს"... მაგრამ ამაოდ.  თუ რამოდენიმე "საკვანძო" მომენტს არ ჩავთვლით, მაგალითად :



ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცების მიერ ჟურნალისტთა გადარჩენა.

ქორწილის დროს დაწყებული დაბომბვა ( იქაც ისე არაბუნებრივად აქვითინდა გადარჩენილი საზოგადოება- ქორწილის დროს დაბომბვა ძველი ქართული ტრადიცია გეგონებოდა. )

და რაღათქმაუნდა, ოსი ბიჭის მიერ კაზაკი ბოევიკის მოკვლა...( წესით ეს უნდა ყოფილიყო კულმინაციური მომენტი. მაგრამ ემოციური ფეიერვერკისთვის დენთი არ კმაროდა.)

მთელი ფილმი რაღაც ერთ ტონალობაში მიდის. მიდის და ისე მთავრდება როგორც ბეჭდების მბრძანებლის პირველი ნაწილი - დიდი კითხვის ნიშნით (ვისაც წიგნი არ ქონდა წანაკითხი გაურკვევლობაში დარჩნენ მახსოვს).
ამ ფილმის შემხედვარე ვხდები თუ რაოდენ ზედაპირულადაა გადაღებული ჰოლივუდში გამომცხვარი ფილმები ბოსნიელებზე, სერბებზე, პოლონელებზე, იუგოსლავებზე, ერაყელებზე და ყველა იმ ქვეყნებზე რომლებზეც ტურისტული ბროშურიდან წაკითხული ინფორმაციის მეტს ვერ ფლობენ და პრინციპში არც აინტერესებთ.
და ეს ყველაფერი დაახლოებით 15-20 მილიონი დოლარი!? ამ ხარისხის ფილმისთვის ძალიან ძვირია. თუმცა საქართველოსთვის თორემ ჰოლოვუდის ბიუჯეტს ვინ ედრება.
თუმცა მხოლოდ ეგ ერთი მომენტი რომ ტოვებდეს უკმარისობის გრძნობას კარგი იქნება. ამ ფილმს ორი დიდი პლიუსი აქვს. საქართველოზე გადაღებული ფიმლებს შორის ყველაზე ხარისხიანი, თითქმის მაღალი ხარისხის სპეც ეფექტები (პერატექნიკებმა კარგად იმუშავეს). და ჰოლივუდელთა საკმაოდ ნორმალური "სასტავი". ბიძია ენდი, რომელმაც ჰალსუკის საკმაოდ დელიკატური მომენტი კარგად გაათამაშა. ყველა დანარჩენი მასიური სცენა კი ფილმში მოხვედრით გახარებულ ადამიანთა აქეთ-იქეთ სირბილი იყო. მათ "თამაშს" ნამდვილად მოუხდებოდა "НЕ ВЕРЮ". მარილი აკლია ბატონებო, მარილი. თუმცა რა მარილი, ყველაფერი აკლია.


ეს ის ფილმია, რომ არა საქართველო და საქართველოსთან რაიმე კავშირი. დიდად არც დავინტერესდებოდი და ბოლომდეც არ ვნახავდი.

პ.ს. მე არ ვიცი ეგ რეჟოსორის ბრალია, სცენარისტების, დამკვეთის თუ შემსრულებლის. მაგრამ ფაქტი ერთია.
აგვისტოს ხუთი დღის გადაღებას სჯობდა ერთი დღე გადაეღოთ და ნორმალურად.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]