Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მზით გამთბარი ეზოს ერთი პატარა ამბავი.

მზით გამთბარი ეზოს ერთი პატარა ამბავი.
ძალიან გაუხარდა მზე რომ დაინახა. მართალია მის ცხივრებაში ეს პირველი გაზაფხულია. მაგრამ იგრძნო რომ რაღაც კარგი, სასიამოვნო ხდებოდა და ეზოში გამოგოგმანდა. უკვე დანაყრებული, ნელი სვლით მიიკვლევდა ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ, უზარმაზარ ეზოს. წვიმიანი დღეების გადამკიდე უკვე იმდენად ქონდა მოძულებული სახლის სხვენი, საკუჭნაო და თავისი კალათა რომ დიდი ინტერესით იკვლევდა ეზოში მოყრილი, გაუგებარი ნივთების გაუგებარ დეტალებს.

"უაზრობაა, არც გემო აქვთ და არც სუნი. იქნებ იქეთ იყოს რაიმე საინტერესო!?"

ეზოს ბოლოში, ხის სკამზე ის პატარა ადამიანი იჯდა მასთან ერთად ხშირად რომ თამაშობდა. ნაბიჯს მოუმატა. სკამზე რაღაცნაირად აძვრა და მიუცუცქდა...



რა უცნაურად თამაშობენ....

რაღაც აქ უნდა ხდებოდეს საინტერესო... აბა რატომ არ მეთამაშება?

აბაა... ეგებ მეც გამომივიდეს...

რატომ არ გინდა შენთან ერთად რომ ვითამაშოო!?

გაბრაზადა და წავიდა... ძალიანაც კარგი. მეც მშვენივრად ვითამაშებ მარტო...

წინ კი პირველი გაზაფხულის მზით გამთბარი დღე იყო. თან ამოდენა ეზოს გამოკვლება სახუმარო საქმეა? არ უნდა თამაში და ნუ უნდა...

6 comments:

  1. ძალიან ვისიამოვნე ამ ფოტოებით, კარგ განწყობაზე დამაყენა ფისოს ფიქრებმაც :)

    ReplyDelete
  2. გამძღარი, ჩასუქებული, უნდამუსო ფისო :)
    გაიხარე !!!

    ReplyDelete
  3. საყვარლებიიიი <3 <3

    ReplyDelete
  4. ძალიან კრეატიულად და 'თბილად' გადმოეცი მზით გამთბარი ეზოს ერთი პატარა ამბავი ^_^ ძალიან მომეწონა.

    ReplyDelete
  5. სასიამოვნო ფოტონოველა ^_^

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]