Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დელფინები დაბრუნდნენ.

დელფინები დაბრუნდნენ.
გუშინ მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა გამახარა. "ბათუმის დელფინარიუმში საჩვენებელი წარმოდგენა უნდა გავმართოდ და თუ მოასწრებ მოდიო". ასე სწრაფად არასდროს არ მივლია. დელფინარიუმამდე გზა 7 წუთში დავთარე. იყო ამაში სირბილსა და სპორტულ სიარულს შორის გაურკვეველი მსგავსება. მაგრამ ეს ვის აინტერესებდა. დელფინარიუმი... დელფინები... როგორც იქნა.. ვიმეორებდი ჩემთვის და სწორედ ისე, როგორც დიდი ხნის წინად, სულმოუთქმენლად მივქროდი დელფინარიუმისკენ.
იმის თაობაზე არაფერს ვამბობ რომ ყველაფერი კარგადაა გაკეთებული. ამას ვინ აქცევდა ახლა ყურადღებას.. დელინიი... და აი.. შუშის მოაჯირს იქეთ გამოჩნდა ძუძუმწოვარას ესოდენ მონატრებული სილუეტი.

შემაღლებულზე ადგილი მოვძებნე. აქედან გაცილებით უკეთ ჩანს ყველაფერი. მუსიკა.. მწვრთნელები გამოვიდნენ და... სიმართლე გითხრათ ასე ბავშვივით გახარებული არც კი მახსოვს როდის ვიყავი.. ალბათ ისევ აქ, საუკუნის წინ, როცა ისევ ამ საოცარ არსებებს ვუცქერდი. დელფინები.... ამ მხიარულ არსებას ძნელია უწოდო უბრალოდ ძუძუმწოვარა ან თევზი ან კიდევ რაღაც სხვა მეცნიერული ტერმინი... ძაღლი რომ ძაღლია ისიც კი არ არის ასეთი მოსიყვარულე... მოკლედ... ემოციებმა თავისი გაიტანეს და მეც, ჩემთან ერთად სკამებზე მჯდომი ბავშვებივით ისე გემრიელად ვუკრავტი ტაშს რომ მერე ჩემი თავისაც კი მიკვირდა...

ერთად ერთი რაზეც ვინანე ეს უფოტოაპარატობა იყო და სიმართლე გითხრათ აუზიც მეცოტავა.. მაგრამ რა დროს წუწუნია :) დელფინები დაბრუნდნენ



მართალია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს დიდ ჭკუას ვერ მოვსთხოვ... მაგრამ მაინც დავდე. რავიცი, იქნებ თქვენც გადმოგედოთ ეს სასიხარულო განწყობა. რომ ჩამოხვალთ აუცილებლად მოინახულეთ. არ ინანებთ.

4 comments:

  1. რამაგარია
    აუცილებლად, აუცილებლად ვანხავ, რომ ჩამოვალ, თუ კიდევ იქნება <3

    ReplyDelete
  2. თუ კიდევ იქნებაოოო?? :) იქნება აბა არ იქნება!?

    ReplyDelete
  3. რა ღირდა მოხვანცალე დელფინების ნახვა?! :O დღეს მითხრეს 12 ლარი ღირსო და მართლა მასე თუა, უფასოდაა ეგერ ზღვაში, ან პლაჟზე... მკვდარი:(

    ReplyDelete
  4. მე რაზეც ვიყავი ის საჩვენებელი გამოსვლა ჰქონდათ. ეგრედოდებული "სბორკა". ისე კი მართლა ძვირია 12 ლარი. მაგრამ ეგაა, 6 წლამდე ბავშვები უფასოა :) ჩვენ დიდი ვერაფერი ხეირი, მაგრამ მაინც.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]