ბროლის დაბალფეხიან ბოკალში ჩასხმულ მუქ ქარვისფერ სითხეში ყინულის ბროლის აისბერგები ისე კოხტად ჩაყარა გეგონებოდა შოკოლადის ტორტზე გაკეთებულ მინანქარს ბოლო, დამაგვირგვინებელი შტრიხები გაუკეთაო. მხრჩოლავი სიგარეტები სასაკლაოდ ქცეული სავსე საფერფლე გამოცვალეს. სუფთა საფერფლე კი მწეველისთვის სიგარეტის მოროგი ღერის ჩაფერფლის აშკარა სიგნალი და გამოწვევაა.. აი, პირველი ფერფლიც...
მიბნედილი შუქის გამო მისი თვალების ფერის აღქმა მიჭირს, თუმც ტუშით დამძიმებული წამწამების ქვემოდან აშკარად იგრძნობა ... არა, სითბო არა... ეს უფრო პატარა ბავშვების მიერ, სარკით დაჭერილი მზის სხივით თამაშს გავს... კატებს რომ აწვალებენ... ჰმ. მე ახლა კატის როლში ვარ!? არადა როგორ "დარბის მზის სხივი"!?.
თხელ, მაღალ ჭიქაში ჩასხმულ, გამჭვირვალე მწვანე სითხეში მყვინთავ ყინულის ნატეხები შეათამაშა. დაელოდა როდის დაწყნარდებოდა ჭიქაში პატარა მორევი და ნება ნება მოსვა. გაანახევრა. ქვედა ტუჩი ზედათო მოილოკა და ალუბლის არომატიანი თამბაქოს მორიგი რგოლის გამოსაშვებად მოემზადა.
ჭიქაში დარჩენილ სითხეს დაეწაფა. დალიე, გამოცალა. ახლა უკვე ჩარჩენილ, ჯერ არ გამღობილ ყინულის ნატეხს მიწვდა. ჭიქის გადმოპირქვავება არ უცდია. ენის წვერით მიწვდა, დაითრია და ჯერ კიდევ ოდნავ ღიად დარჩენილ პირში თეთრი კბილების წნეხში დაუწყო მტვრევა... უეცრად ჩემს მზრას გადააწყდა და შეცბა. ოდნავ შეიშმუშნა, გაახსენდა რომ მარტო არ იყო. ტუჩები მოკუმა, ყინული გადაყლაპა და ოდნავ მწყრალი მზერა მომავლო. თითქოსდა რატომ მიცქერდიო. ბოლოს ეტყობა გაახსენდა რომ თავად მიგზავნიდა მზის სხივებს და დანაშაულზე წასრებული ბავშვის ღიმილით ჩაეცინა. თმა ყურს უკან გადაიწია და მორიგ სიგარეტს დასწვდა.
- გაიმეორებ?
- რატომაც არა!?
მზის სხივების დაჭერა ძალიან ადვილია. უბრალოდ მას, ვისაც სარკე აქვს, უნდა სურდეს ეს. ყველაზე ცელქმა კატამაც ეს ძალიან კარგად იცის.
სიგარეტგამოცლილი კოლოფი უკვე სავსე საფერფლეს საფლავის ქვასავით ზემოდან დაადგა და შორს გააჩოჩა.
- აღარ მოვწევ!
- აღარ თუ ვეღარ?
- საკმარისია !
- მომდევნო კოლოფამდე!?
- ვნახოთ. წავიდე?
- რო წახვიდე აუცილებლად კიდევ მოსწევ!
- მაშინ დავრჩები.
- .......
- არა წავალ. უნდა წავიდე. მაგრამ არ მოვწევ!
- ვითომ ?
- ვნახოთ
- ვნახოთ!
სამზარეულოში, მაცივრიდან გამოღებული ცივი წყლალი ჩაის ჭიქაში ჩაასხა. ნახევრამდე დალია. წყურვილის დაოკებით გამოწვული ღიმილიც და ტუჩემზე შერჩენილი ცივი წყლის წვეთები თითებით მოიწმინდა. სავარძლის კუთხეში ჩაჭედილი მობილური ამოიღო, პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა და მომაჩერდა. ეს ის მზერა აღარ იყო, ბარში შესვლისას რომ პირველად მესროლა. არც მზის ეშმაკუნა სხივების თამაში. ეს ტყეში ხეტიალით ოდნავ დაღლილი, მგლის უშიშარი წითელქუდას მზერა იყო...
ტყის განაპირა ცხოვრობდა. კარგა ხნის მანძილზე ტყე და მასთან დაკავშირებული ამბები ისეთივე საშიში ეგონა როგორც ღამით, ღამურებისა და საზიზღარი ობობების სამფლობელოდ ქცეულ სახლის სხვენში ასვლა. თუმცა მზე თურმე ტყეშიც იგივე მზეა როგორიც მდელოზე... მაგრამ სანამ არ იხილა არ სჯეროდა. ახლა კი ამის გახსენებაზეც კი ეღიმებოდა.წინ ზის. ცსდილობს სიგარეტის კვამლიდან მორიგი რგოლი გამოუშვას. რაღაც კოხტად აკეთებს ამ ყველაფერს. თან ეს ალუბლის ფერი პომადა მის ტუჩებზე და "რგოლის გამოსაშვებად"პირით გაკეთებული ოვალი... არის ამაში ეროტიულობის საკმაოდ დიდი წილი. ეს რაღაც ახალი თავშესაქცევი. სიგარეტი ალუბლის არომატით... ლამის ვგრძნობ თამბაქოს კვამლი გაკეთებული ყულფი თუ როგორ ვიწროვდება ჩემს კისერზე.
მიბნედილი შუქის გამო მისი თვალების ფერის აღქმა მიჭირს, თუმც ტუშით დამძიმებული წამწამების ქვემოდან აშკარად იგრძნობა ... არა, სითბო არა... ეს უფრო პატარა ბავშვების მიერ, სარკით დაჭერილი მზის სხივით თამაშს გავს... კატებს რომ აწვალებენ... ჰმ. მე ახლა კატის როლში ვარ!? არადა როგორ "დარბის მზის სხივი"!?.
წითელქუდას წითელი ქუდი ქონდა. მაგრამ ეგებ რომელიმე ლამაზი სახელიც ერქვა? რაიმე ისეთი, მწვანეთვალება, ოდნავ ჭორფლიან, ჟღალ თმიან გოგონებს რომ უხდება. ან კიდევ ისეთი, თაფლისფერ თვალება, დიდრონ წამწამბიან, მკაცრად მომზირალ წაბლისფერ კულულება გოგონებს. მაგრამ რატომღაც მხოლოდ მის წითელ ქუდს ხვდა მეტი წილი ყურადღება ვიდრე მის ნამდვილ სახელს...
თხელ, მაღალ ჭიქაში ჩასხმულ, გამჭვირვალე მწვანე სითხეში მყვინთავ ყინულის ნატეხები შეათამაშა. დაელოდა როდის დაწყნარდებოდა ჭიქაში პატარა მორევი და ნება ნება მოსვა. გაანახევრა. ქვედა ტუჩი ზედათო მოილოკა და ალუბლის არომატიანი თამბაქოს მორიგი რგოლის გამოსაშვებად მოემზადა.
წითექუდას ძალიან უყვარდა სეირნობა. გზად დედის სახლიდან ბებიას სახლამდე ტყე ქონდა სავალი. პატარა კალათაში, სადაც დედის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი იყო, საკმაოდ ბევრი ადგილი იყო იმისთვის რომ ტყეში უხვად ამოსული ათასგვარი სოკო დაეკრიფა. მგელი? მგლის შიში არც არასდროს ქონია... აი სოკოებისკენ ლტოლვა და ინტერესი კი გაცილებით უფრო დოდო იყო ვიდრე მგლის მიმართ შიში... ბებიასკენ მიმავალი გზა კი ძალიან გრძელი იყო, ძალიან.
ჭიქაში დარჩენილ სითხეს დაეწაფა. დალიე, გამოცალა. ახლა უკვე ჩარჩენილ, ჯერ არ გამღობილ ყინულის ნატეხს მიწვდა. ჭიქის გადმოპირქვავება არ უცდია. ენის წვერით მიწვდა, დაითრია და ჯერ კიდევ ოდნავ ღიად დარჩენილ პირში თეთრი კბილების წნეხში დაუწყო მტვრევა... უეცრად ჩემს მზრას გადააწყდა და შეცბა. ოდნავ შეიშმუშნა, გაახსენდა რომ მარტო არ იყო. ტუჩები მოკუმა, ყინული გადაყლაპა და ოდნავ მწყრალი მზერა მომავლო. თითქოსდა რატომ მიცქერდიო. ბოლოს ეტყობა გაახსენდა რომ თავად მიგზავნიდა მზის სხივებს და დანაშაულზე წასრებული ბავშვის ღიმილით ჩაეცინა. თმა ყურს უკან გადაიწია და მორიგ სიგარეტს დასწვდა.
- გაიმეორებ?
- რატომაც არა!?
კალათა სავსეა ტყეში შეგროვებული სოკოებით. სოკობი ფარავს უკვე სადღაც იქ, ქვემოდ მოყოლებულ დედის მიერ გამოტანებულ ნამხვრებს... წინ კი კიდევ დიდი გზაა... და საით მიდიოდა? ა, ხო....
მზის სხივების დაჭერა ძალიან ადვილია. უბრალოდ მას, ვისაც სარკე აქვს, უნდა სურდეს ეს. ყველაზე ცელქმა კატამაც ეს ძალიან კარგად იცის.
სიგარეტგამოცლილი კოლოფი უკვე სავსე საფერფლეს საფლავის ქვასავით ზემოდან დაადგა და შორს გააჩოჩა.
- აღარ მოვწევ!
- აღარ თუ ვეღარ?
- საკმარისია !
- მომდევნო კოლოფამდე!?
- ვნახოთ. წავიდე?
- რო წახვიდე აუცილებლად კიდევ მოსწევ!
- მაშინ დავრჩები.
- .......
- არა წავალ. უნდა წავიდე. მაგრამ არ მოვწევ!
- ვითომ ?
- ვნახოთ
- ვნახოთ!
სამზარეულოში, მაცივრიდან გამოღებული ცივი წყლალი ჩაის ჭიქაში ჩაასხა. ნახევრამდე დალია. წყურვილის დაოკებით გამოწვული ღიმილიც და ტუჩემზე შერჩენილი ცივი წყლის წვეთები თითებით მოიწმინდა. სავარძლის კუთხეში ჩაჭედილი მობილური ამოიღო, პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა და მომაჩერდა. ეს ის მზერა აღარ იყო, ბარში შესვლისას რომ პირველად მესროლა. არც მზის ეშმაკუნა სხივების თამაში. ეს ტყეში ხეტიალით ოდნავ დაღლილი, მგლის უშიშარი წითელქუდას მზერა იყო...
მაინც როგორ ჟღერს შენი ნამდვილი სახელი წითელქუდა !?
წითელქუდაც გაფუჭდა.
ReplyDeleteაეე
:) არა. რატო გაფუჭდა... უბრალოდ ასეც ხდება !
ReplyDeleteმომეწონა :)"სოკოების" მოყვარული "წითელქუდა"... მაგარია
ReplyDelete,,მზის სხივების დაჭერა ძალიან ადვილია. უბრალოდ მას, ვისაც სარკე აქვს, უნდა სურდეს ეს'' - მომეწონა :) და გეთანხმები!
ReplyDeleteსასოამოვნოდ წასაკითხი პოსტია :) მომეწონა:)
ReplyDelete:) გაიხარე
Delete