Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სიყვარულის დღე არა იხვის ტოლმა :)

სიყვარულის დღე არა იხვის ტოლმა :)
როგორ გვიყვარს ქართველებს ეს ფსევდო დღესასწულები. არა, ქეიფი და დროსტარება რომ გვიყვარს და ჭკუა გვეკეტება ეს გასაგებია. მაგრამ ეს შეთითხნილი დღესასწაულები რაღა ჯანდაბაა. მესმის პროფესიული, ისტორიული თარიღებისადმი ან რაიმე მოვლენისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. მაგრამ ჟურნალ ვარსკვლავების რედაქტორის ცოლის დღეობაზე მოფიქრებული სიყვარულის დღის ასეთი ზარზეიმით ატაცება? ვერ გამიგია რით ვერ მოირგო სიყვარულის დღის ტიყული წელიწადის 365 დღიდან რომელიმე სხვამ და მით უფრო რატომ გამოვყეთ მხოლოდ ერთი საწყალი დღე? დღეღამის ბუდნიაობა ემთხვევა, პლანეტების განლაგება, მთვარის სისავსე თუ მაიას, მთვარის, ან ჰიჯრის კალენდრის რომელიმე ციკლს ემთხვევა!?

ეს ალბათ მათვისაა ვისაც ფანტაზია არ ყოფნის საიმისოდ რომ თავის შეყვარებულს წელიწადის ნებისმიერ დღეს უბრალოდ ადგეს და სიყვარულსი ზეიმი მოუწყოს. რა გაეწყობა, ვისაც წელიწადის ერთი დღე უნდა დაუთმოს სიყვარულს... გზა ხსნილია, გილოცავთ!!!

ხოლო დღესასწაულებს რაც შეეხება გთავაზობთ კიდევ ერთ იდეას. განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხება. დავთქვათ წელიწადის ერთი დღე, სავარაუდოდ შემოდგომისკენ ახლოს. და ეს გრანდიოზული დღე მივუძღვნათ არც მეტი- არც ნაკლები სიდედრებს. დიიახ სიდედრებს. რა დააშავეს რო?
წარმოიდგინედ გრანდიოზული ფართი, აუარება პაპარაცი, ტელე და ფოტოკამერები და დიიდი წითელი ხალიჩა, ამ ხალჩაზე კი ხელკავ გამოდებული, ფრაკიანი სიძეები თავიანთ უუსაყვარლეს სიდედრებთან ერთად მოაბიჯებენ. (ბოლოს და ბოლოს ერთი ასეთი დღეც ხომ შეიძლება!?) შემდეგ ბანკეტი, სადღეგრძელოები იმის თაობაზეთუ როგორ.. და რომ თქვენს გარეშე... და რომ მხოლოდ თქვენით... და თქვენი შემხედვარე... და ასე შემდეგ. შემდეგ გათამაშებები, წლის საუკეთესო სიდედრი. წლის ტკბილი სიდედრი. წლის სიდედრის რჩეული და ასე შემდეგ. ოო, მერე კი კარაოკე და ორხმაში შესრულებული "თეთრი რაში" ან "წაღვერი". შემდეგ კი... არსარებების მომენტი. შენ ჩემი საყვარელი სიძე ხარ. მე რომ რაღაცას გეუბნები შენ ნუ კი გწყიიინს.... როგორ გეკადრება დედიკო, დედისგან ვერ გამოგარჩევ ისე მიყვარხარ. შენ ხომ ჩემი ცოლის დედააა ხარ...
მოკლედ იდეა ასეთია... შგიძიათ განავრცოთ :)
მანამ კი კიდევ ერთხელ ვიყტვი. სიყვარულის დღე არა იხვის ტოლმა :)

5 comments:

  1. ex exla Shevcamdi ixvis tolmas
    mshia:)

    ReplyDelete
  2. :) იფ.. კაია ტოლმა

    ReplyDelete
  3. martlac ixvis tolma :D yvelas tavisi siyvarulis dge aqv, an tundac yvela dge siyvarulisaa :D visac roogr unda , ar vagiareb am dges
    sidedrebze kargi azria :D imedia dedachems caiyavnda gio :d :d :D madloba datoooooooooo, vixalise :d ELL

    ReplyDelete
  4. ელი- ცოტა გვაცადე და ეგ დღეც იქნება :)))

    ReplyDelete
  5. არ შემიძლია არ დაგეთანხმოო :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]